მთავარი » 2013 » თებერვალი » 3 » სტატიები
10:48 AM
სტატიები
ულამაზესი ლიკა ქორქია

ლიკა, რომ ძალიან ლამაზი და საყვარელი გოგონაა ყველა დამეთანხმება. იგი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ქალბატონია. იგი ჯერ-ჯერობით თავისუფალია და მისი გული ვერცერთმა მამაკაცმა ვერ მოიგო . მინდა წარმოგიდგინოთ ლიკას ფოტოები, რომლებიც შესაძლოა ბევრს არ ჰქონდეს ნანახი. ასე რომ დატკბით!

























ნუკი კოშკელიშვილი გაიყიდა

ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოების წინაშე პირველად "მის საქართველოს" კონკურსზე წარდგა. იგი გახლდათ ნატალის მოდელი და ტელეკომპანია იმედმა მის სანაცლოდ 5000 დოლარი გადაიხადა და ნუკი იმედის საკუთრება გახდა. იმედში გადასვლის შემდეგ მან ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა სერიალ „კლინიკაში".შემდეგ "იმედის" დილის გადაცემა მიჰყავდა და თვეების განმავლობაში მაყურებლის ყურადღებას ის ვიდეორგოლი იპყრობდა, სადაც ნუკი და ქრისტინე იმედაძე საკმაოდ შილიფად ჩაცმული ჩანდნენ.

ნუკის საკუთარ თავზე ცოტა ინფორმაციასაც ყვება. 17 წლის იყო როცა პირველად შეუყვარდა, თუმცა ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ უყვარდა რეალურად. "რეალურ სიყვარულში, იცით, რას ვგულისხმობ? ადამიანს, რომ რაღაც მატერიალური კრიტერიუმებით არ აფასებ და მხოლოდ მისი პიროვნებით იხიბლები. სიყვარული არ ნიშნავს იმას, რომ უცებ დააპირო ოჯახის შექმნა.’’ ასევე ისაუბრა აქტულური თემის შესახებ აქვსს თუ არა პლასტიკური ოპერაცია გაკეთებული. "ჩემთვის ბევრჯერ უკითხავთ, პლასტიკური ოპერაცია ხომ არ გაქვს გაკეთებული. მკერდი, ტუჩები ხომ არ გაიდიდეო. არაფერი მაქვს გაკეთებული და საერთოდ არ ვიცი, ვარ თუ არა სექსუალური. ჩემთვის სილამაზე და სექსუალურობა სულ სხვადასხვა ცნებებია. სექსუალური დიდი მკერდი კი არ არის, არამედ შინაგანი ტემპერამენტი, რომელიც, მიმაჩნია, რომ მაქვს. ამით ბევრჯერ მომიხიბლავს საწინააღმდეგო სქესის ადამიანი’’. რაც შეეხება კითხვას, თვლის თუ არა თავს ამჟამად ბედნიერა მან უპასუხა: ბედნიერი ვარ, ბედნიერება კი ის არის, როცა თავისით გეღიმება.

კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 840 | დაამატა: -LovelySophi♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1

(2013-02-03 12:16 PM)
kargia <3