მთავარი » 2013 » მაისი » 30 » SWEET
3:31 PM
SWEET
SWEET
ჩიზქეიქი | ტირამისუ | ქაფქეიქი | ფრანგული ტარტი

Large Large


ჩიზქეიქი 

Large

ინგრიდიენტები
200 გრ ტკბილი ორცხობილა (პეჩენია)
100 გრ კარაქი
300 გრ ნაღების კრემ-ყველი
200 გრ ხაჭო
100 გრ შაქარი
1 ჩ.ჭ. დაჭრილი მოხალული ნიგოზი+ 3ს.კ მოხარშული სგუშონკა
200 მლ ალუბლის(ან სხვა ნებისმიერი)წვენი, ზომიერად ტკბილი
1-ან2 პაკეტი ჟელატინი (დაახლ. 10-15 გრამი,რაოდენობა დამოკიდებულია ჟელატინის ხარისხზე)

მომზადების წესი
1. დაფხვნილი ორცხობილა და დარბილებული კარაქი კარგად აურიეთ და გაანაწილეთ ყალიბის ძირზე. დატკეპნეთ კარგად და შედგით მაცივარში. უმჯობესია გამოიყენოთ ისეთი ყალიბი, რომელსაც გვერდები ეხსნება და იქნება დაახლოებით 23-26 სმ დიამეტრის.
2. ჟელატინი გაყავით ორ ნაწილად, ერთს დაასხით ალუბლის წვენი, მეორეს 1 ყავის ჭიქა წყალი.
3. თუ ხაჭო ძალიან ხორკლიანია, კოვზის დახმარებით გაატარეთ საცერში და გათქვიფეთ შაქართან ერთად, შეათქვიფეთ კრემ-ყველი. წყლიანი ჟელატინი გაადნეთ, მაგრამ არ აადუღოთ, ოდნავ შეაგრილეთ და საწურის ზემოდან ჩაასხით კრემში, კარგად გახსენით.
4. უკვე გაციებულ-გამაგრებულ ბისკვიტს თხელ ფენად წაუსვით სგუშონკისა და ნიგვზის ნარევი, შემდეგ კრემის მასა დაასხით, გაანაწილეთ და მაცივარში დატოვეთ სანამ მასა ცოტა შემაგრდება.
5. ალუბლის წვენი შეათბეთ, რომ ჟელატინი დადნეს,გაწურეთ, გააციეთ და დაასხით ნამცხვარს ზემოდან. დატოვეთ მაცივარში რამდენიმე საათი, უმჯობესია 12 საათი.
 
ტირამისუ

ტირამისუს მომზადების წესი

ინგრიდიენტები

მასკარპონე - 500 გ 
ნაღები (35%) - 500 მლ
შაქარი - 150 გ
კვერცხის გული - 5 ცალი
კაკაო - 4 სუფრის კოვზი
ლიქიორი ამარეტო (ან კონიაკი, ბეილისი) - 40 მლ
ყავა ესპრესო (ან ხსნადი) - 300 მლ
ნამცხვარი Savoiardi - 400 გ

მომზადების წესი
ყავა გახსენით 250-300 გრამ მდუღარე წყალში და შეგრილებულს დაამატეთ ალკოჰოლი+ ცოტა შაქარი
კვერცხის გულები ათქვიფეთ 150 გრამ შაქართან ერთად გათეთრებამდე,შეურიეთ მასკარპონე.
ცილები ათქვიფეთ ღრუბლის კონსისტენციამდე და ფრთხილად კოვზით შეურიეთ ყველიან მასას.
ორცხობილები სწრაფად დაასველეთ ყავაში ორივე მხრიდან და ჩაალაგეთ გვერდიგვერდ ღრმა, გვერდებიან ჭურჭელში, დაასხით კრემის ნაწილი, ისევ ყავიანი ორცხობილა და ისევ კრემი.
შედგით მაცივარში გასაციებლად, რამდენიმე საათით. მირთმევამდე მოატარეთ თავზე კაკაო წვრილი საცერის დახმარებით.

ქაფქეიქი
22021_460275254026129_1733069834_n_large

ინგრიდიენტები

კარაქი-200გრ
კვერცხი-2ცალი
ფქვილი-200გრ
კაკაო-100გრ(იმ შემთხვევისათვის თუ გსურთ მისი დამატება)

რძე-125მლ

გამაფხვიერებელი-10გრ


კარაქი და შაქარი კარგათ ათქვიფეთ, სათითაოდ დაუმატეთ კვერცხი, რძე და ცალკე გამზადებული ფქვილის კაკაოსა და საფუარის ნაზავი. მიღებული მასა 2/3-ძე გაანაწილეთ ფორმებში და 180 გრ-ზე გაცხელებულ ღუმელში გამოაცხეთ დაახლივებით 25 წუთი.


კრემი:

200 მლ ნაღები (35-38%) მიქსერით მაღალ სიჩქარეზე ათქვიფეთ სანამ კრემის მასას არ მიიღებთ.
გაგრილებული ქაფქეიქები კრემით მოვრთეთ.



ფრანგული ტარტი

Large


ინგრიდიენტები


ცომისათვის:

ფქვილი-1, 25 ჭიქა

კარაქი-80გრ

კვერცხი-2ც

ლიმონის ცედრა-2ს/კ


გულსართისათვის:

კვერცხი-4ც

შაქრის პუდრი-1, 25 ჭიქა+3ს/კ

შედედებული რძე-3ს/კ

წვენი და ცედრა-3ლიმონის

ნაღები-110მლ


მომზადების წესი


ცომისათვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში. ხელით ზილეთ მანამ, სანამ ცომი არ გახდება ელასტიური.შემდეგ, ნახევარი საათით შედგით მაცივარში.

ღუმელი გააცხელეთ190გრ-ზე.ცომი თხლად გააბრტყელეთ, ჩააფინეთ ფორმაში და ჩანგლით დაჩხვლიტეთ.ზემოდან გადააფარეთ ფოლგა, დააყარეთ მას რაიმე მარცვლეული: ბრინჯი ან წიწიბურა ან ლობიო (რადგან ცომმა ვერ მოახერხოს ამოწევა) აცხვეთ ასეთ მდგომარეობაში-15წთ.შემდეგ მოახსენით ფოლგა და 5 წუთით ისევ შეაბრუნეთ ღუმელში .(არ დაგეწვათ)

გულსართის ინგრედიენტები კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და დაასხით იგი გამომცხვარ ცომს.შედგით ისევ ღუმელში 30-40 წუთით.(სანამ გულსართი არ შედედდება, შესქელდება)

ცივს მოაყარეთ შაქრის პუდრი.

სულ ეს არის.



XoXo Your ChuPa
მმმმმმმმმმმმმ.... :D
ოთხივე ძალიან მიყვარს :) ძალიან კი არა ყველაზე მეტად ესენი მიყვარს :D 
აბაა თქვენ იცით არ დააკომნტაროთ  :X :X :X
კატეგორია: SWEET ♥ | ნანახია: 1085 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 5

(2013-05-30 9:31 PM)
* 5 salo   [Entry]
mmmmmmmmmmmmmmmmmmmindaaaaaaaaaa.