მთავარი » 2012 » დეკემბერი » 29 » Taylor Momsen
10:13 PM
Taylor Momsen
ნიუში შემოგთავაზებთ 19 წლის ამერიკელი მომღერლისა და მსახიობის

ტეილორ მომსენის ბოლოდროინდელ 5 საუკეთესო ლუქს. ახალგაზრდა გოგონას

საზოგადოება ყოველთვის აკრიტიკებდა მისი ძალზედ თამამი სტილის გამო, იგი არაერთხელ გაეხვა

მოდის კრიტიკოსებისა და მშობელთა კომიტეტის კრიტიკის ქარცეცხლში, თუმცა მიუხედავად ამისა

ტეილორი არ ღალატობს საკუთარ სტილს, ისევე როგორც ადრე ახლაც იზიდავს მას შავი

ფერო, მაქმანები, უხეში მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და ტყავის სამოსი.


1) შეგახსენებთ, რომ ტეილორი samantha thavasa-ს ჩანთების უახლესი კოლექციის სახეა,
დიზაინერის მიერ ორგანიზებულ საღამოზე ტეილორი შემოსილი გახლდათ პატარა შავ კაბაში,
რომელსაც Christian Louboutin-ის მეტალის დეტალებით შემკული ფეხსაცმელი შეუხამა.



2) ნიუ-იორკში გამართულ ერთ-ერთ მუსიკალურ საღამოზე გოგონას საკმაოდ თავისუფლად
შემოსილი გამოხადდა, ტეილორს ამშვენებდა ტყავის ვიწრო შარვალი და ტოპშოპის სადა წითელი მაისური.

3) დახურულ წვეულებაზე რამოდენიმე თვის წინ მომსენი მაიკლ კორსის საკმაოდ ელეგანტურ
კაბაში გამოწყობილი გამოცხადდა.

4) 3 თვის წინ ერთ-ერთ ტელეშოუში ტეილორი საკმაოდ შთამბეჭდავად შემოსილი იხილა
საზოგადოებამ, კოქტეილის მინი კაბა, ღრმა დეკოლტითა და მჭიდრო სილუეტით სრულფასოვნად
გამოხატავდა მომსენის ღირსებებს.




5) უკვე მეორედ ტეილორი პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში დაესწრო
მარკიზას კოლექციის ჩვენებას, შოუს შემდგომ წვეულებაზე პაპარაცების წინაშე იგი
ჯორჯინა ჩაპმანის დიზაინით შექმნილ კაბაში გამოწყობილი პოზირებდა.






კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 767 | დაამატა: -PetrovaBitch♔ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1

(2012-12-29 11:10 PM)
* 1 xmxaxgxdxax   [Entry]
kargi siaxlea