მთავარი » 2013 » სექტემბერი » 18 » Teresa Palmer
3:56 PM
Teresa Palmer
Teresa Palmer 
Biography...  Facts...
Pictures...  Gifs...  Icons...
ყველეფარი  ტერეზას  შესახებ
რისი  მოძიებაც  შევძლელი
Four Queen
Katherine 
  

Biography

ტერეზა მერი პალმერი 27 წლის ავსტრალიელი მსახიობია. მისი დებიუტი კინოში 15 წლის ასაკში შედგა ფილმში 2:37, სადაც ქასტინგის გარეშე დაამტკიცეს . 2006 წელს მან მონაწილეობა მიიღო საშინელებათა ფილმში 'წყევლა 2' , რის შემდეგაც მის კარიერაში სასიკეთო ცვლილებები განხორციელდა. ტერეზას უთანამშრომლია ისეთ მსახიობებთან როგორებიც არიან ადამ სენდლერი, ნიკოლას ქეიჯი, დენიელ რედკლიფი, ლიამ ჰემსვორტი და სხვ. მსახიობს ხშირად ამსგავსებენ კრისტენ სტუარტს . მოდით უფრო მეტი გავიგოთ ახალგაზრდა მსახიობის შესახებ, რომელიც უზადო გარეგნობასთან ერთად უდავოდ ნიჭიერი მსახიობია.


ტერეზა პალმერი დაიბადა და გაიზარდა ადელაიდაში, ავსტრალიაში. გოგონა ერთადერთი შვილია კევინ
პალმერისა, რომელიც ინვესტორი გახლავთ და პაულა სენდერსისა, რომელიც ყოფილი ექთანი და მისიონერია. ტეზა 3 წლის იყო, როდესაც მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ. მსახიობმა ბავშვობის წლები საკმაოდ მოკრძალებულად გაატარა მამამისის ფერმაში. გოგონა მერსედესის კოლეჯში სწავლობდა, სადაც კონკურსში გაიმარჯვა, რომელიც ეძებდა კინოვარსკვლავს . 
სწორედ აქედან დაიწყო კარიერული წინსვლა მის ცხოვრებაში. 



ტერეზას სამუშაო და ამავე დროს პირველი სამსახიობო როლი იყო სანტას პატარა დამხმარე გოგონას განსახიერება შოპინგ ცენტრებში ადელაიდის მახლობლად. მოეწონა რა ეს პროფესია გადაწყვიტა სამსახიობო გაკვეთილებზე ევლო და მას შემდეგ რამოდენიმე სატელევიოზიო რეკლამაში გამოჩნდა. პოპულარობის მოხვეჭამდე ტერეზა სწრაფი კვების ობიექტში მოლარედ მუშაობდა, შემდგომ კი ტანსაცმლის მაღაზიაში. 


სკოლის დამთავრების შემდეგ პალმერს ადგილობრივმა აგენტმა დაურეკა და სიახლე ამცნო სტუდენტური ფილმის 2:37-ის შესახებ. პროექტის რეჟისორმა გოგონას თამაში იხილა სააგენტოს ვებ საიტზე იხილა და მოითხოვა ქასთინგის გარეშე დაემტკიცებინათ როლზე. იმ პერიოდში პალმერი უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც ჟურნალისტიკა უნდა შეესწავლა, თუმცა მიზნების მისახწევად სწავლა მიატოვა და თავი ბოლომდე ფილმს მიუძღვნა. 


მისმა თავდადებამ შედეგი გამოიღო. ფილმმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და მისი პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა, ხოლო თავად პალმერი კი 2006 წელს ავსტრალიური ფილმის ინსტიტუტის დაჯილდოებაზე იყო წარდგენილი, როგორც საუკეთესო მთავარი როლის შემსრულებელი. სწორედ 
აქედან დაიწყო ტერეზას წინსვლა ჰოლივუდში. მისი პირველი ამერიკული ფილმი ' Jumper' უნდა ყოფილიყო, თუმცა სამწუხაროდ როლი გამოცდილ მსახიობს რეიჩელ ბილსონს გადაეცა. გოგონა ძალზედ დაამწუხრა ამ ფაქტმა, 
თუმცა მან ცნობილ საშინელებათა ჟანრის ფილმში 'წყევლა 2'-ში მიიღო მონაწილეობა, რამაც მისი პოპულარობა ერთიორად გაზარდა. შემდეგ იყო რომანტიკული კომედია Take Me Home Tonight, სადაც ტერეზამ რეალური სიყვარულიც კი ჰპოვა ტოპერ გრეისის სახით. 


ერთ მშვენიერ დღეს პალმერი პირადად ადამ სენდლერის მიერ იქნა შერჩეული ფილმისთვის Bedtime Stories, რაც ტერეზასთვის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტია მის კარიერულ ცხოვრებაში. 2013 წელს გოგონამ მონაწილეობა მიიღო 'თბილ სხეულებში' , სადაც პარტნიორობა გაუწია ბრიტანელ მსახიობ ნიკოლას ჰოლტს, რომელიც ოსკაროსანი მსახიობის ჯენიფერ ლოურენსის ბოიფრენდი გახლავთ . ძალიან მალე მისი მონაწილეობით სამ ფილმს ვიხილავთ.


ტერეზა 2005 წლიდან 2007 წლამდე ხვდებოდა ავსტრალიელ ფეხბურთელს სტუარტ დრიუს, შემდგომ მის ცხოვრებაში კეტი პერის ყოფილი მეუღლე რასელ ბრენდი გამოჩნდა, რომელიც ფილმის გადასაღებ მოედანზე გაიცნო. ის ხვდებოდა ტოპერ გრეისს, ადამ ბროუდს, სკოტ სპიდმენს, ზაკ ეფრონს . ამჟამად კი მისი რჩეული მსახიობი მარკ ვებერი გახლავთ. 



Facts

 მისი ზედმეტსახელია ტეზ და ტეზა.

 პირველი კოცნა 15 წლის ასაკში ჰქონდა .

 მისი სიმაღლე 1.64 სანტიმეტრი გახლავთ.


 მსახიობი მრავალჯერაა დასახელებული 'ყველაზე სექსუალურ ქერა ქალბატონად.' 

 ტერეზა მონაწილეობს ცნობილი ბენდის ესკიმო ჯოს ერთ-ერთ კლიპში სიმღერაზე Breaking Up.

 ტერეზას საყვარელი ფილმია 'უბის წიგნაკი' რაიან გოსლინგისა და რეიჩელ მაკადამსის მონაწილეობით.


 ფილმში Love and Honor მშვენიერი ტერეზა პარტნიორობას უწევდა ავსტრალიელ მსახიობს ლიამ 
ჰემსვორტს . დადიოდა ხმები მათი შესაძლო რომანის შესახებ, თუმცა ჭორი ჭორადვე დარჩა, რადგან 
იმხანად ორივე მათგანის ცხოვრებაში მეორენახევარი არსებობდა. 

 მიუხედავად იმისა, რომ კომპანიონობას დენიელ რედკლიფს უწევდა ფილმში 'დეკემბრის ბიჭები'
არა აქვს ნანახი ფილმი ჰარი პოტერზე და არც წიგნი აქვს წაკითხული.


 ფილმისთვის Bedtime Stories ის დაიწუნეს და უთხრეს, რომ სულაც არ იყო პერის ჰილტონის მსგავსი
ტიპაჟი, თუმცა ადამ სენდლერმა ტერეზაში ნიჭიერების დანახვა შეძლო და მას რეკომენდაცია გაუწია.

 მისი საუკეთესო მეგობრები არიან ავსტრალიელი მსახიობი 
ფიბი ტონკინი, ეშლი გრინი და დიანა აგრონი 

  
   
   

 პალმერს ხშირად ამსგავსებენ კრისტენ სტუარტს და პაპარაცებს 
ხშირად შეშლიათ ისინი ერთმანეთში. მემგონი მსგავსება უდავოა. 



Pictures










































Gifs

















image











image

image



Icons

  
  
  

 
 

 

 
 

 
 

 
 
 
 

 
 
 

 
 
 

 
 

 
 

 
 

 
 

 

 XoXo Your Chu♥Pa
დიდად არ ვგიჟდები ამ გოგოზე ))) მაგრამ უნდა ვაღიარო ძალიან საყვარელია ^^
დეეეე ვიციიი რო ძაან მოგწონს ეს გოგო ხოდა შენ გიძღვნიი ამ სიახლეეს ))
რა შვილი გყააავს ნუუუ :D
კატეგორია: ვარსკვლავები | ნანახია: 1761 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5

(2013-09-19 9:51 PM)
* 5 salo   [Entry]
umagresi gogoaaa. ulamazessi.
gansakutrebit "warm bodies" -shi momwonss.