მთავარი » 2014 » თებერვალი » 3 » The Dark Side Of The Moon ♥
5:13 PM
The Dark Side Of The Moon ♥

კარები გავხსენით და ჩემი ძველი მეგობრები დავინახე საჩუქრებით ხელში. თითოეულმა მომილოცა და სუფრასთან დავსხედით, ბევრი რომ არ ვილაპარაკო ტრადიციული ქართული ქეიფი გამოგვივიდა. მოვილხინეთ და ძველი დრო გავიხსენეთ. 
არც ისე მალე დაიშალნენ სტუმრები, სახლის დალაგებაში და ყველაფრის თავის ადგილას დაწყობაში ანი მეხმარებოდა. 
ნიჟარაში თეფშები ჩავაწყვე და დავფიქრდი.
- რამდენი ხანია ესე არ გვიმხიარულია?
- დიდი ხანია, ძალიან დიდი! - თქვა ანიმ და გაიღიმა
- მადლობელი ვარ დღევანდელი დღისთვის :)
- მადლობა არ მჭირდება, მინდა ისევ ისეთი ხალისიანი და მხიარული იყო. ჩვენთან იყო ისევ და ისევე გჭირდებოდე მეც და ყველა როგორც ჩვენ გვჭირდები და გვენატრები.
- მაპატიეთ, უბრალოდ არმინდა ვინმეს შევეცოდო და იმიტომ იმეგობრონ ჩემთან.
- რა სისულელეა, აღარ გაიმეორო.
- დღეს დარჩები ჩემთან?
- დავრჩები.
ღამით ანი დარჩა ჩემთან, ისეთი დაღლილები ვიყავით მაშინვე ჩაგვეძინა.
მეორე დილით იმდენი ხანი მეძინა თავი მისკდებოდა. 
ყავა დავლიე და გარეთ გავედი, სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე და ტროტუარს ამაყად გავუყევი, ჯიხურთან გავჩერდი და გაზეთი ვიყიდე, ვაპირებდი რომ სამსახური მომეძებნა.
სახლში როცა ავედი ანის უკვე ეღვიძა ყავას სვავდა და ლეპტოპი მუხლებზე ედო. რაღაცას უყურებდა
- რას უყურებ?
- რაღაც კომედიაა, დაჯექი ვუყუროთ
- სამსახურის შოვნა გადავწყვიტე
- კარგი რაა მაგას ჯობდა უნივერსიტეტში ჩაგებარებინა. შენც კარგად იცი რომ ყველაფერი გამოგივიდოდა.
- გასაგებია მაგრამ თავი როგორ ვირჩინო? რა მარაგიც მქონდა მალე ისიც ამომეწურება. ვიმუშავებ, დავაგროვებ რაღაც დანაზოგს და მერე საქართველოდან გავქრები.
- ეგოისტი ხარ და მარტო შენს თავზე ფიქრობ.
- ჩიფს და კოლას მოვიტან და ისე გავაგრძელოთ ფილმის ყურება
- კარგი როგორც გინდა
სიმართლე ვთქვა კარგად გავერთე ფილმის ყურებაში, საღამოთი ანიც წავიდა და ისევ მარტო დავრჩი ჩემს ფიქრებთან და ჩემს თავთან. გაზეთი გადავქექე, საიტებიც დავათვალიერე და რამოდენიმე კარგ შემოთავაზებას წავაწყდი.
ერთ ადგილას პიარ მენეჯერი უნდოდათ, მეორე ადგილას კონსულტანტი გოგონა. ამოვიწერე ორივეს მისამართი.
უსაქმურობისგანნ არ ვიცოდი რა მექნა და რამოდენიმე ფილმს ვუყურე, ბოლოს როგორც იქნა ჩამეძინა.
დილით ელეგანტური სამოსი ავარჩიე და ქასთინგზე წავედი, კონსულტანტი გოგონას ადგილას იმდენი გოგო იყო მეეჭვებოდა რამე მიმეღო. როგორც იქნა ჩემი რიგიც მოვიდა.
ქასთინგს პირდაპირ უფროსი ატარებდა, ერთი შეხედვით ავათვალიერე, რაღაცას წერდა. ხელით მიმანიშნა დაჯექიო. მეც დავჯექი და მოვემზადე კითხვბისთვის.
- აბა, რას მეტყვით თქვენს შესახებ? სივი გაქვთ მოტანილი?
- დიახ, აი ინებეთ
გავუწოდე სივი და კითხვა დაიწყო შემდეგ ცინიკური მზერით ამომხედა და მკითხა
- თვრამეტი წლის გოგონა, ეძებს სამუშაოს და უნივერსიტეტიც არ დაუმთავრებია?
- თქვენს განცხადებაში არ ჩანდა ასაკობრივი შეზღუდვა და ზეგავლენა
- რამნიშვნელობა აქვს? ჩვენ აქ გვჭირდება ნორმალური კადრი და არა საბავშვო ბაღი
- ესეიგი რადგან 18 წლის ვარ ბავშვი ვარ?
- სწორად მიმიხვდით
- ასაკს რა მნიშვნელობა აქვს თუ შემიძლია რომ კარგი კადრი ვიყო? თქვენ გეწერათ რომ საჭირო იყო უცხოური ენა და კომუნიკაბელურობა
ყურადღება არ მოუქცევია, ჩემთვის ვლაპარაკობდი. დაამთავრა ჩემი საბუთების კითხვა და დავინახე რომ თავის ფურცელზე რაღაცას ხაზი გადაუსვა. შემდეგ ამომხედა ისევ და მითხრა:
- კარგით, დღეისთვის საკმარისია. განვიხილავთ თქვენს კანდიდატურას და დაგიკავშირდებით.
ფეხზე ავდექი და ჩანთა ისევ მოვიკიდე, კარებთან მივედი გასვლას ვაპირებდი მაგრამ გულმა ვერ მომითმინა და მაინც ვუთხარი ჩემი სათქმელი
- იცით შეიძლება თქვენზე ბევრად პატარა ვარ და არც თქვენნაირ კაბინეტში არ ვზივარ, არც თქვენნაირი ტყავის სავარძლები არ მიდგას მაგრამ სიმართლის თქმა მაინც შემიძლია პირში და შემიძლია პირდაპირობა, ძალიან კარგად ვიცი რომ როგორც აქედან გავალ მოისვრით ჩემს საბუთებს სანაგვეზე და არც დამიკავშირდებით. თქვენ რომ ჩემხელა შვილი გყავდეთ და იგივე გაუკეთონ რაც თქვენ მე გამიკეთეთ, დარწმუნებული ვარ არ გესიამოვნებოდათ და მთებს გადადგავდით. მადლობთ ყურადღებისთვის
გამოვედი და კარები ნელა მივიხურე, შევნიშნე მისი გაოცებული სახე. გული არც დამწყვეტია რადგან ვიცოდი რაღაც ესეთს მეტყოდა. გარეთ გავედი და მეორე ქასთინგზე წასვლა გადავწყვიტე! 
კატეგორია: Book | ნანახია: 1016 | დაამატა: Effy♡Freddie | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 4

(2014-02-03 7:34 PM)
* 4 Tamo   [Entry]
Dzaan magaria magram pataraa biggrin ar meyo.