მთავარი » 2013 » მაისი » 23 » The Last Bell ♥
2:06 AM
The Last Bell ♥



აი უკვე , მე გავატარე 12 წელი სკოლაში ! ხო ! სადაც უამრავი მეგობარი შევიძინე ! შევიძინე ცოდნა რომელსაც ხანდახან იედგაცრუებაც მოყოლია !
თუმცა დგება ნანატრი დღე ! რასაც ყველა სკოლის მოსწავლე ოცნებობს ! ხვალ ბოლო ზარია ... ♥ ჩვენთვის ბოლო ზარი დაირეკება და ბოლოჯერ შევიგრძნობ იმ სურნელს 
რაც ამ 12 წელიწადში შევიგრძენი ... აღტაცებული ვარ ამ ყველაფრით , ძალიან მიხარია ! სახეზე ღიმილი არ მშორდება ... აი ახლაც ვზივარ და დებილივით ვიცინივარ ...
თუმცა კვლავ ვფიქრდები და ვიაზრებ რომ შეიძლება იმდენი მეგობარი აღარ მყავდეს , შეიძლება გავიზარდო (გადატანითი მნიშვნელობით) , აღარ ვიყო ისეთი გიჟი , მოუსვენარი .. :((
ხო ! ცხოვრებას თან სდევს სირთულეები ... აი ვფიქრდები და ვიაზრებ ჩემს მომავალს ... 
თუმცა წარსულზეც ვფიქრდები , მახსენდება სკოლაში გატარებული პირველი წლები , როდესაც ვერ ვეგუებოდი ბავშვებს და უბრალო კალმის გამოც კი ვჩხუბობდი ...
მალე ეს წლები სანატრებელი გამიხდება , მიუხედავად დიდი შრომისა ... ((
ადრე ვამბობდი "ოჰ ! როგორ მეზიზღება სკოლა ! "-თქო , მაგრამ ახლა განსხვავებული აზრი მაქვს რადგან სკოლამ არამარტო მასწავლა , არამედ შემახვედრა ნამდვილ ადამიანებს , ნამდვილ მეგობრებს 
რომლებიც ჭირშიც და ლხინშიც გიდგანან ♥ 
" ახლა მე მიყვარს სკოლა " ! ♥

_____________________________________________________________________

აი უკვე ბოლო ზარია ... თეთრ პერანგიანი გოგონები და ბიჭები ერთმანეთში ირევიან ... გაუჩერებლად ისმის მილოცვები და ხმამაღალი ყვირილი ...
სკოლაში შევდივარ , დაბნეული ჩემს კლასელებს ვეძებ და ბრბოს ვუერთდები ..
ყველგან ფერადი მარკერები ჩანს ... პატარებიც კი მოდიან და მეკითხებიან "შეიძლება დაგაწერო ? " ვუღიმი და ვეუბნევი "სიამოვნებით" 
და აი ისინიც ... ნაცნობი სახეები აჭრელებული პერანგებით , გოგონები კი წინსაფრებით და თავზე ლამაზი , თეთრი ბაბთებით ....


ყველა მესალმება და ალამაზებს ჩემს "საროჩკას" რომელსაც 5 იდიოტი და ჩემს თვალში პატარა ბიჭები ახატია (ალბათ მიხვდით 1D-ზე რომ ვთქვი ;დ)
საღამოვდება ... ბავშვები მივდივართ ერთად , კლუბში ... ვიწყებთ გართობას ...
საღამოც მთავრდება ... ყველაფერს გოგოების ცრემლები ასრულებს , გამომშვიდობება და იმის ძახილი რომ "იმედია ერთმანეთს კიდევ შევხვდებით"
გული მტკივა ამის გაგოონებაზე ! ხო მტკივა ! მეფლითება ! არ მინდა ეს 12 ძალიან თბილი წელიწადი ასე მალე გავიდეს !
არა ! არა ! არ მინდა ! ხო ... მინდა კიდევ მე-4 კლასში ვიყო და დამალობანას ვთამაშობდე , ან , სკოლის "ჰოლში" დაჭერობანას ვთამაშობდე სადაც "სახლი" ყოველთვის კუთხე ან კედელი იყო ....

მახსენდება პირველი წლები ... სიმწრის ღიმილით ვიღიმი და იმედისთვალით ვაბიჯებ ახალ სამყაროში , განსხვავებული ცხოვრებიT! ♥
კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 1083 | დაამატა: -Marie♥ | ტეგები: The Last Bell | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 10

(2013-05-27 6:16 PM)
საუკეთესო თემა იყო ♥ იმსახურებდა გამარჯვებას <33