მთავარი » 2013 » მაისი » 25 » The Last Bell ♥
9:41 PM
The Last Bell ♥
ემოციური ბავშვობა, ნამტირალევი თვალები, გულდაწყვეტილი დღეები, საუკეთესო მეგობრები.
ყოველდღიური კომფლიქტები, არასწორად დაწერილი ნიშნები, აუტანელი მოსწავლეები და მასწავლებლები.
პირველი ექსკურსია, პირველი შატალო.პირველი და ბოლო თავისუფლება.
ნუთუ იყო ამაზე კარგი დრო სადმე? ნუთუ არსებობს იმაზე კარგი და ცუდი ადგილი ერთბაშად როგორიც სკოლაა?
ვიცი რომ სულ მეზიზღებოდა სკოლა და სულ იმას ვამბობდი ერთი მალე დავამთავრო და Bye Bye Bitchachas ვიტყვი თქო.
მაგრამ არაა, ფაქტის წინაშე ვდგავარ, ხვალ სკოლას ვამთავრებ და თითქოს გულზე იმხელა ლოდი მადევს რომ ვერასდროს ვეღარ მოვიშორებ.
არ მოველოდი ასეთ დიდ ემოციებს ჩემი მხრიდან.
მართალია მეთორმეტე კლასში ისე გადიოდა კვირები რომ საერთოდ არ დავდიოდი სკოლაში, ვამაყობდი რომ აბიტურიენტი ვიყავი
და ვფიქრობდი დავამთავრებ სკოლას გადავიტან თქო მაგრამ ეხლა რომ ვუყურებ წარსულს ვხვდები რომ მარტივად ვერ გადავიტან,
ასე საშინლად გული არასდროს მტკენია, მახსოვს 15 წლის რომ ვიყავი მეცხრე კლასიდან ძალიან ბევრი გადავიდა და ჩემი .. სასტავი '' ნაწილობრივ დაიშალა
სწორედ ის იყო პირველი და სასოწარკვეთილი სკოლის აუტანელი დღეები მათ გარეშე მაგრამ ეხლა ვფიქრობ :  რა გავაკეთო? სკოლის გარეშე როგორია ცხოვრება?
როგორია როცა გაიღვიძებ და არ ფიქრობ იმაზე დღეს რომელი მასწავლებელი გკითხავს გაკვეთილს, სახლში როდის მიხვალ, რას გეტყვიან ბავშვები და ა.შ
მახსოვს ყველა ჩემი ემოცია როცა სკოლაში მივედი, ყველა ბავშვი ტიროდა და დედებს ეხვეწებოდნენ რომ არ დაეტოვებინათ ამ ადგილას
მე კიდე დებილივით ვიყურებოდი ნეტა რა ატირებთ თქო და ბოლოს როცა დედა კარებში დარჩა მივხვდი რომ არც მე მინდოდა აქ დარჩენა. 
მახსოვს როგორ ვგრძნობდი თავს როცა ახალ რაღაცას ვყიდულობდი და სკოლაში მიმქონდა. 
მახსოვს როცა ვიღაცას ჩემნაირი რაღაც ქონდა და ნერვები როგორ მეშლებოდა
მახსოვს ასევე როგორი პრობლემები მქონდა და სულ დედას ვეხვეწებოდი მოდი მიშველე და ამ ბავშვს რამე უთხარი თქო
ის კი სულ მეუბნებოდა რა სულელები ხართ გაიზრდებით და გაგეცინებათო
მე კი ვბრაზდებოდი, ახლა ვფიქრობ რომ მართალი იყო. 
მეცინება და თან მეტირება რომ სკოლას ვამთავრებ. ვეღარ ვნახავ ყველა ჩემს სულელ ბავშვს და ვერ ვიღადავებთ ერთად
რატომ მიტრიალებს ამდენი ემოცია ერთად და რატომ ვგრძნობ თავს ისე თითქოს ხვალ მოვკვდები? ^.^ 
თენდება და მე ისევ მღვიძავს და ბალიშს ცრემლებით ვასველებ.
ძილი მერევა თვალებში და ფიქრებიც იქვე ყუჩდება.


 
ამაყათ ვაბიჯებ სკოლაში და ამაყად ვაღებ კარებს.


ჰოლი გავიარე სადაც მომღიმარი ბავშვების, მასწავლებლების და მშობლების სახეები მხვდებოდა.
მილოცავდნენ და ჩემს სიხარულს იზიარებდნენ ♥
სტადიონზე გასვლამდე დარბაზი უნდა გამევლო სადაც სულ მიხაროდა ჩასვლა, სადაც შატალოზე ვიმალებოდი :დ
როგორც კი სტადიონზე ავედი მომეხვივნენ ჩემი კლასელები მაგრამ ესენი ისინი არ იყვნენ ვიზეც მართლა ვოცნებობდი.
მთელს სტადიონზე გაკრული იყო ჩვენი ბავშვობის სურათები. არცერთი სურათი არ ეკლდა. იმდენად გამიხარდა რომ ტირილი დავიწყე
მაგრამ თავი მოვთოკე. უცბად საიდანღაც დავინახე ყველა ის ბავშვი ვინც მეცხრედან გავიდა, ( ძირითადად ჩვენი სადაქალო საძმაკაცო)
არ ვიცი რა ვიგრძენი იმდენად გამიხარდა რომ სიხარულისგნ ვიკივლე. ისინიც თეთრ პერანგებში, ჯინსებსა და ვანსებში იყვნენ
ყველას გადავეხვიე, მერე დაიწყო პერანგებზე წერა და მოლოცვები,
შუაადღისას სტადიონზე გავედით რადგან რაღაც წარმოდგენა გვქონდა დადგმული.
ყველაფერმა კარგად ჩაიარა, უი რა თქმა უნდა მე როგორც ლედ ზეპელინის ფანს ჩემი პერანგი ასე გამოიყურებოდა:


გადავიღეთ ბოლო და დასამახსოვრებელი სურათები სკოლაში ♥






ბოლოს ჩვენს კლასში შევედით და დავწერეთ შემდეგი წერილი კედელზე:

2013 წლის 18 მაისი. 12 კლასი (111 სკოლა - დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლა)
ჩვენ მეთორმეტე კლასელებმა დღეს დავამთავრეთ 12 წლიანი სასჯელი.
დღეს მივხვდით თუ რა არის როდესაც ტოვებ შენს სახლს. შენს მეგობრებს და შენს აღმზრდელებს.
ჩვენ დღეს გავაანალიზეთ ის რომ ამ დღის შემდეგ ცხოვრებას ჩვენთვითონვე წარვმართავთ.
დღეის მერე აღარ მოგვიწევს აქ მოსვლა. ხვალიდან ჩვენ ცხოვრების ახალ ეტაპზე ვიქნებით და ალბად ოდესმე დავსერიოზულდებით.
ვიცით რომ ძალიან ხშირად ვუშლიდით ნერვებს მასწავლებლებს, 
თქვენც იცით რომ მთელი 12 წელი ჩვენი კლასი ყველაზე ცელქ კლასათ ითვლებოდა და ყველა გაგიჟებული იყო მაგრამ
განა თქვენ არ იყავით ისინი ვინც ამბობდნენ რომ ამისთანა შეკრული, გამგები და მეგობრული კლასი ჯერ არ გვინახავსო? 
ნუთუ ჩვენი მხოლოდ ცუდი გახსოვთ? დარწმუნებულები ვართ რომ არა. 
ამის მერე ჩვენს სახელოვან ტიტულს ალბად სხვა მიიღებს მაგრამ გვნიდა რომ იცოდეთ ჩვენ ყოველთვის გვიყვარდით
და ყოველთვის გვახსოვს და გვემახსოვრება თქვენი თითოეული სიკეთე. 
იცოდეთ რომ ყველაფერი კარგად იქნება, სკოლასაც ალბად ოდესმე დაიბრუნებთ, სამწუხაროა რომ ამ ბედნიერებას ჩვენ აქ ყოფნით ვეღარ გავიზიარებთ და
ვეღარ ვიქნებით ისეთები როოგორებიც ახლა ვართ.
გავა დრო და მოვუყვებით შვილებს ყველაფერს. არც თქვენ დაგივიწყებთ და არც მოგონებები არ ამოიშლება ჩვენი გონებიდან ♥
და სწორედ აი ახლა ირეკება ბოლო ზარი. ჩვენ აქ ვართ და ცრემლებით გწერთ.
                                                  12 კლასი.


კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 1284 | დაამატა: Effy♡Freddie | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 5

(2013-05-26 10:08 PM)
* 5 LovaTic   [Entry]
oo lla baby : D uumagresi tema warmatebebi