მთავარი » 2013 » აპრილი » 19 » The Originals
1:18 PM
The Originals
The Originals
ახალი სერიალი ორიგინალებზე
ამ სიახლეს გიძღვნით ყველა დღიურების ფანებს
 ყველაფერი რისი მოძიებაც შევძელი 



სიახლესთან არაფერ შუაშია მაგრამ მაინც დავდე ..
ვამპირის დღიურების მეცხრამეტე სერია

Pictures Of You




Promo ფოტოები 4x20-დან

ამ ფოტოებისთვის დიდი მადლობა The Originals Georgian Fans-
ფოტოები გადასაღები მოედნიდან



























































Cast (yet)
Phoebe Tonkin as - werewolf Hayley

Daniel Gillies - original vamp Elijah


Daniella Pineda - Witch Sophie

charles michael davis - vamp Marcel 

Danielle Campbell - witch Davina 


Leah Pipes - Camilla



Joseph Morgan - Original hybrid Niklaus


Claire Holt - Original vamp Rebekah



What is SPINN OFF ?
სიტყვა სპინ–ოფი ამ შემთხვევაში არის ახალი სერიალი, რომელიც უკვე არსებული სერიალის სიუჟეტიდან წარმოიშვა. 
"ორიგინალები" იქნება ცალკე სერიალი, როგორც "ვამპირის დღიურები" არის, მისი რეჟისორი იქნება ჯული პლეკი. 
სერიალის პირველი პლოტი იქნება დღიურების მე–4 სეზონის მე–20 სერია, რომლის სახელწოდებაა "ორიგინალები", ხოლო შემდეგ დაიწყება სხვა სერიალი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ზემოთ ჩამოთვლილი მსახიობები




ინტერვიუ ჯული პლეკთან (სპინ ოფთან დაკავშირებით)
-სპინ ოფის იდეა უკვე დიდი ხანია არსებობს. რამ გადაგაწყვეტინათ, რომ ის 25 აპრილს განხორციელდეს?
- ეს ნამდვილად ისაა, რის შესახებაც ორი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით, ვცდილობდით გაგვეკეთებინა წინა წელს, თუმცა მაშინ ძალიან ბევრი საქმე იყო ძალიან ცოტა დროში. ამ წელს მოგვეცა შესაძლებლობა გამოვიყენოთ ბევრად მეტი დრო იმის დაზუსტებაში, აქვთ თუ არა ჩვენს მსახიობებს ინტერესი, მოვყვეთ მათი პერსონაჟების ისტორია უფრო ღრმად. ეს ყველაფერი საბოლოოდ გადაწყდა მაშინ, როდესაც მივხვდით, რომ არ მოგვიწევს მოვწყდეთ ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან "ვამპირის დღიურებს" და პირიქით განვავითაროთ ამ სერიალის პერსონაჟების ისტორია.  
-რა ცნობებს მოგვაწვდით 25 აპრილის სერიასთან დაკავშირებით?
-იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მისტიკ ფოლსში მიმდინარე მთელი რიგი მოვლენები აიძულებს კლაუსს გაემგზავროს ნიუ ორლეანში, რათა ამოხსნას საიდუმლო. ის შეიტყობს, რომ ვიღაც-ვიღაცები აპირებენ მის საწინააღმდეგოდ მოქმედებას. სწორედ ამიტომ, იგი ეშურება ნიუ ორლეანისკენ რათა შეიტყოს კერძოდ ვინ კრავს პირს მის წინააღმდეგ და რას აპირებენ ისინი. და ამ საიდუმლოს კლაუსი აბრუნებს იმ ქალაქში, რომლის აშენებაშიც საუკუნეების წინ თავად მიიღო მონაწილეობა. ის უმეგობრდება ვამპირს - მარსელს, რომელიც შემქმნელია ქალაქის მთელი რიგი წესებისა და ლიდერია მთელი ზებუნებრივი საზოგადეობისა. მას, გარკვეულწილად ძალაუფლება გადააქვს კლაუსის ხელში და ეუბნება: "შენ მასწავლე ყველაფერი, რაც კი ვიცი". ანუ, კლაუსის პროტეჟე ზებუნებრივი საზოგადოების "მეფეა" ნიუ ორლეანში და კლაუსიც ნელ-ნელა უახლოვდება მას.  

-როგორ აღწერდით მარსელასს ?
 -წვეულება მისი სიცოცხლეა. ის არის სასტიკი და საშიში როკ-ვარსკვლავი. ის არის იმ სახის ვამპირი, რომელსაც შეუძლია მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს ფრანგული კვარტალის ცხოვრებიდან.
 
-ფანებს აინტერესებთ ვინ შეაჩერებს კლაუსს და როგორ ჩაერთვება ამ ყველაფერში ჰეილი. 
 -ეს დიდი საიდუმლოების ნაწილია. მე ვიტყვი, რომ ვერავინ ივარაუდებს ამ ყველაფერს და ჰეილის მოქმედებები ყველასთვის დიდი სიურპრიზი იქნება.
 
-იქნება თუ არა როლი ელაიჯასთვის სპინ-ოფში?
- ჯული პლეკის სამყაროში (იცინის), ყოველთვის არის როლი ელაიჯასთვის. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად არის დანიელ გილსის სამყაროში ინტერესი ჯული პლეკთან მუშაობის მიმართ. მაგრამ, მე ვიმედოვნებ, რომ პასუხი იქნება "კი".
 
-და რას გვეტყვით რებეკაზე (კლერ ჰოლტი)? იგი ბრუნდება ახალ სერიაში, თუმცა კლაუსსა და მას მაინც და მაინც კარგი ურთიერთობა არ აქვთ.
-ამ მომენტისთვის, ის მართლაც ძალიან გაბრაზებულია კლაუსზე და მათ ურთიერთობას კიდევ მრავალი ბარიერის გადალახავა მოუწევს უახლოეს 5 ეპიზოდში. მე ვფიქრობ, რომ ის კიდევ ერთი პერსონაჟია, რომელიც დიდი განძია ორივე შოუსთვის. მისი მონაწილეობა ახალ შოუში დამოკიდებულია რებეკას მომავალზე, კლერის მომავალზე რებეკასთან მიმართებაში და ყველა იმ მოვლენაზე, რაც ჯერ არ განგვიხილავს.



ახალი პერსონაჟების ძირითადი მახასიათებლები:
Witch Sophie
2013 წლის 8 მარტი, პარასკევი
სოფი არის დაახლოებით 28 წლის ჯადოქარი, მისი ჯადოქრობა გაქრა – და ის არ არის ბედნიერი ამით. მართალია მან ძალები დაკარგა, მაგრამ აქვს გეგმა, თუ როგორ დაიბრუნოს ისინი.

დაიბადა: 1980–იან წლებში
სტატუსი: ცოცხალი
საქმიანობა: უცნობია
სახეობა: ჯადოქარი
სქესი: მდედრობითი
მსახიობი: დანიელა პინედა
ოჯახი: ჯეინ–ანა(და)

მარსელი არის კლაუსის ყოფილი პროტეჟე და ვამპირი რომელიც მან მოაქცია. მარსელმა შექმნა თავისი წესები და ასევე არა ამქვეყნიური არსებების საზოგადოება, რომლებიც მარსელს ნიუ ორლეანის არაამქვეყნიური არსებების "მეფედ" მიიჩნევენ. 

ახლო წარსული:
წარსულში ის მოაქცია კლაუსმა, და მარსელი მისი მოსწავლე იყო გარკვეული დროის მანძილზე.

თვისებები:
მარსელი აღწერილია, როგორც...როგორც წვეულებების მოყვარული. ის არის სასტიკი და საშიში, ის როკ ვარსვლავია. ასევე არის ბოროტი, თავაწყვეტილი და ქარიზმატული. მარსელი თავის ქარიზმას იყენებს, რათა მიიღოს ის რაც უნდა. მარსელმა იცის როგორ გაატაროს კარგად დრო და ისიამოვნოს ცხოვრებით. 
მარსელი შესაძლოა არის ვამპირი, რომელიც საუკუნეების წინ გარდაიქმნა. 
ცნობილი გახდა, რომ მარსელი იყო კლაუსთან ერთად, როცა ჰიბრიდმა ააშენა ნიუ ორლეანი. მათი ხელახლა გაერთიანება, წესით ბედნიერი უნდა იყოს, მაგრამ შესაძლოა დიდხანს არ გაგრძელდეს, რადგან ორივე მათგანს პირველობა სურს.
მარსელს კამილა მოეწონება.



Camilla
კამილას აწუხებს კითხვა, შეიძლება თუ არა, რომ ადამიანი დაიბადოს ბოროტი. მას მერე, რაც მის ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა, კამი გახდა ფსიქოლოგიის სტუდენტი, რათა შეისწავლოს ადამიანის ქცევა, მას უნდა დაამტკიცოს, რომ ადამიანს არ შეუძლია იყოს უბრალოდ "ბოროტი". 
კლაუსი შეხვდება კამის, ტულანში, ნიუ ორლენაში. კლაუსი მას დააინტრიგებს და კამილა დაინტერესდება ნიუ ორლეანის ბნელი მხრით.
კამილა არ წარმოადგენს არცერთ არაამქვეყნიურ არსებას, ის ჩვეულებრივი ადამიანია.
კამილას აქვს ქერა თმა, ცისფერი თვალები და ლამაზი სახე
მარსელს შეუყვარდება კამილა.

დაიბადა: უცნობია
სტატუსი: ცოცხალი
საქმიანობა: ფსიქოლოგიის სტუდენტი
სახეობა: ადამიანი
სქესი: მდედრობითი
ოჯახის წევრები: უცნობია


Witch Davinne
დავინა არის თინეიჯერი ჯადოქარი. იზრდება ძალიან დაცულად, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან ქალაქში კლაუსი და ელაიჯა შედიან.

დაიბადა: 1994
სტატუსი: ცოცხალი
საქმიანობა: უცნობია
სახეობა: ჯადოქარი
სქესი: მდედრობითი
ოჯახის წევრები: უცნობია (yet :D )
მსახიობი: დანიელა კემბელი



Witch Jane-Anne
ჯეინ–ანა არის ჯადოქარი. ის გამოჩნდება "ორიგინალებში".

მე–4 სერიის მე–19 სერიაში კატერინამ კლაუსს აცნობა რომ არსებობს ჯადოქარი ჯეინი, რომელიც კლაუსის წინააღმდეგ აპირებს გალაშქრებას.

დაიბადა: უცნობია
სტატუსი: ცოცხალი
სახეობა: ჯადოქარი
ოჯახი: სოფი(და)
მსახიობი: მალაია რივერა დრიუ

სიმღერა "ორიგინალების" პრომოდან

My Songs Know What You Did In The Dark

და ის პრომო რომელსაც ამდენი ხანი ველოდით


ამდენი საინტერესო ნიუსის შემდეგ მაქვს ერთი ცუდი ამბავი :(
ჯოზეფ მორგანი , კლერ ჰოლტი და დენიელ ჯილისი ვამპირის დღიურებში აღარ იქნებიან .. მაგრამ არც "ორიგინალებში" შეგვხვდებიან დღიურების მსახიობები ...
და კიდევ ..
ორიგინალების რეჟისორი იქნება ჯული პლეკი, ხოლო ვამპირის დღიურებს ის აბარებს ქეროლაინ დრაიზს ))
ასე, რომ 25 აპრილ მე დავინახავ თქვენს ჩამოვარდნილ ყბებს ... 


უნამუსო ვიყო 3 საათი ვჩიჩქნიდი ინტერნეტს რომ რამე მეპოვა .. ამიტომ დამიკომენტარეთ ძალიან გთხოვთ
ძალიან ძალიან რომ არ მიყვარდეთ ამდენს არ ვიწვალებდი და მარტო რამოდენიმე ფოტოს დავდებდი. 
სიყვარულით თქვენი Annie♥
კატეგორია: News-სიახლეები | ნანახია: 1158 | დაამატა: HazzasBitch❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7

(2013-04-19 6:02 PM)
* 7 Holly❤Shit   [Entry]
magari siaxleaaaaaaaaaaaa