მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 20 » The Short Story ♥
10:28 PM
The Short Story ♥




როცა ვინმე მთელი გულით გიყვარს, შენ არ გჭირდება მისგან ამის დამამტკიცებელი ქმედებები, შენ უბრალოდ გრძნობ მის სიყვარულს, მნიშვნელობა არ აქვს ის სადაა...შენ უბრალო მის სიახლოვეს გძნობ და გული სიხარულით გევსება..რადგან იცი რომ მან ყველაზე ძვირფასი რამ გაჩუქა...მოგცა შანსი შენი და მისი სიყვარული პატარა არსებაში გადასულიყო...გული სიხარულით ევსებოდა ახალგაზრდა გოგონას, რომელიც კლდის პირას იდგა და მზის სხივებით თბებოდა, ნელი სიო მის ოქროსფერ თმებს ეთამაშებოდა... ზღვის ხმა ყოველთვის ამშვიდებდა, საოცარ სიწყნარეს გვრიდა და აფორიაქებულ სულს უმშვიდებდა...
- თქვენო უდიდებულესობავ დროა წავიდეთ - გამეფებული სიწყნარე სეფე ქალის ხმამ დაარღვია...გოგონამ ცისფერი თვლები აღაპრო ცას, გულიანად გაუღიმა ღრუბლებს..მან იცოდა რომ ის იქ იყო და იცავდა მათ..მას და მათ სიყვარულს...შემდეგ ხელი გაბერილ მუცელზე დაისვა, გრძელი კაბა ერთი ხელით ოდნავ აწია და ეტლისკენ წავიდა...ძველი საბერძნეთი, ახლად გადატანილი საერთო მწუხარება, გამეფბული ცრურწმენა და სხვადასხვა ღმერთი, ახალგაზრდა დედოფალი და მომავალი ბედნიერება...ელისა სულ რაღაც 24 წლის იყო და უკვე დიდი პასუხისმგებლობა ქონდა მხრებზე დაწოლილი, მამამ მისსავე სიცოცხლეში აიყვანა სამეფო ტახტზე... ზევსის სიმკაცრე, ათენას სიბრძნე და პოსეიდონის გამჭრიახობა...ხალხი აღრფთოვანებული იყო მისი სილამაზით და გამჭრიახობით, ყველა ცემდა პატივს ახალ მმართველს და მათი პატივისცემა ორმაგად გაიზარდა როცა გაიგეს რომ მომავალი მემკვიდრე ომის ღმერთის არესის შვილი იყო...ნახევრად ღმერთი და ნახევრად ადამიანი...მათ სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა და ალბათ მომავალში მითიც კი დაიწერება მათ სიყვარულზე...ყველაფერი კი 4 წლის წინ დაიწყო...ელისა როგორც ყოველთვის, სასახლიდან გაიპარა და ცხენს დიდი სისწრაფით მიაჭენებდა ზღვის ნაპირზე..იმდენად სწრაფად მიაქროლებდა რომ სადავე ხელიდან დაუსხლტა და ცხენის დამორჩილება ვეღარ შეძლო, ის ის იყო ცხენიდან ვარდებოდა, რომ ვიღაცის ძლიერმა მკლავმა შეაჩერა და წონასწორობa შეანარჩუნებინა უნაგირზე..გოგონა გრძნობდა მის ძლიერ მკლავებს, რომლებიც მის წვრილ წელს ძლიერად იჭერდა..უცნობმა ცხენი გააჩერა და სწრაფად ჩამოხტა ცხენიდან, გოგონამაც უცნობს მიბაძა
-მადლობა - თბილად გაუღიმა

-სამადლობელი აქ არaფერია, უბრალოდ უსამართლობa იქნებოდა შენნაირ ანგელოზს ნაადრევად დაეტოვებინა დედამიწა
ელისას ესიამოვნა უცნობის კომპლიმენტი და ლოყები შეეფარკლა, ფრთხილად ახედა და ახლაღა შეამჩნია რომ მისი გადამრჩენელi ზედმეტად სიმპატიური იყო, ცისფერი მრავლისმეტყველი თვალები, შესამჩნევად დაკუნთული სხეული, რომელსაც აბჯარი უფარავდა და დამატყვევებელი ღიმილი
- მე ელისა ვარ - გაუღიმა
- კარგად ვიცი ვინც ხარ, მე არესი - მანაც ღიმილით უპასუხა

ელისა დაიბნა, გაოცდა, არ იცოდა რა გაეკეთებინა, მის წინ ომის ღმეთი იდგა ის კი ისე ელაპარაკებოდა როგორც ჩვეულებრივ მოკვდავს... არესი მიხვდა გოგონას დაბნეულობას, გაეცინა მის ბავშურობაზე, მიუახლოვდა, მისი სახე ხელბში მოიქცია და თბილად გაუღიმა
- მერე რა რომ ღმერთი ვარ, ხანდახან მეც მინდა ისე მომექცნენ როგორც ადამიანს
გოგონამ თვალი თვალში გაუყარა და მის უძირო ცისფერ თვალებში ჩაიძირა, გული საოცარი სითბოთი გაიჟღინთა, სხეულში სისხლმა ორმაგი სისრაფით დაიწყეს დენა, კაპილარები გაიჟღინდა ტკბილი ნექტრით, რომელსაც სიყვარული ერქვა... იგივეს გრძნობდა ომის ღმერთიც, ან უფრო მეტსაც გრძნობდა, რადგან ადამიანური გრძნობები მითვის უცხო იყო, მას მხოლოდ ადამინების თხოვდა მუდარა ესმოდა, მისგან ადამინები მხოლოდ დახმარებას ითხოვნენ, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა, მის წინ იდგა ადამიანი, რომელიც უბრალოდ სიყვრულს, სითბოს და მზრუნველობას ითხოვდა მისგან...
- დროა სასახლეში დავბრუნდე - თავი გაინთავისუფლა მისი ხელებიდან

- არ მინდა შენი გაშვება - მკლავში ჩაავლო ხელი
"არ მინდა შენი გაშვება" ამ სიტყვებმა თითქოს თაბრუ დაახვიეს ელისს, სიხარულით აავსო მთელი გული ამ უბრალო ფრაზამ...გულს დარჩენა უნდოდა, მაგრამ გონება ეუბნებოდა რომ სასახლეში უნდა დაბრუნებულიყო...
- თუ მიბრძანეთ დავრჩები - თავი დახარა ელისმა
"თუ მიბრძანებთ" ეს სიტყვები გულზე მოხვდა და არ ესიმოვა, თითქოს გაბრაზდა...გაბრაზდა იმის გამო, რომ მასთან ვალდებულების გამო უნდოდა დარჩენა...გოგონას შუბლ-შეკრულმა გაუშვა ხელი
- შეგიძლია წახვიდე, მე არ მინდა ვინმე მოვალეობის გამო იყოს ჩემთან
ელისს გაეცინა მის პასუხზე
- მოალების გამო არასდროს ვჩერდები ვინმესთან, თუნდაც ეს ვინმე ღმერთი იყოს, უნდა წავიდე, თორემ ინერვიულებენ, თუ ჩემი ნახვა მოგინდება, შეგიძლია ღამით სასახლის ბაღში მოხვიდე - გოგონა ცხენზე მოკალათდა და სასახლისკენ გააჭენა... იმ საღამოს ომის ღმერთი არ გამოჩენილა ელისთან, არც მომდევნო დღეებში...თუმცა თვალს ადევნებდა ოლიმპოს მთიდან და ელოდა როდის თხოვდა ელისი მასთან მისვლას...დრო მიქროდა, დრეები, თვეები, წელიწადი...უმისობა, სიყვარულით, ტკივილით , მონტრებით გაჟღენთილი გული...სიამაყე და ცრემლიანი გათენებული ღაამეები..ეროსი ხედავდა, როგოr იტანჯებოდა ელისი, თუმცა ყოველთვის როცა მასთან მისვლას დაიპირებდა მისი სიტყვები ახსენედბა თავს " თუ მიბრძანებთ დავრჩები"...ხედავდა როგორ იტანჯებოდა, მაგრამ მაინც ეჩვი ეპარებოდა მის გრძნობებში...კიდევ ერთი მილეული წელი...დაბადებიდღე, ღიმილიანი სახე, მეფედ კურთხევა და მძიმე პერიოდი სამეფოში...ომი, ცრემლით გაჟღენთილი ორი კვირა და მოლოდინი იმისა, რომ მამა ცოცხალი და ჟამრთელი დბრუნდება ომიდან...გამარჯვებული არმია და დანაკლისით დაბრუნებული სამშობლოში...დიდი დანაკლისი და ტკივილი, რომელიც მთელ სამეფოს აერთიანებს
- ელის გამოდი ოთახიდან, სამი დღეა ჩაკეტილი ხარ, არც ჭამ, არც გძინავს, არავის ელაპარაკები, ასეთი საქციელით მამას ვერ დაიბრუნებ - უშედეგოდ ცდილობდა სეფე ქალი გოგონას გამხნევებას...ძნელია როცა ორივე მშობელი გტოვებს, გულში დიდ სიცარიელეს გიტოვებს და მთელი ცხოვრება ამ ტკივილი გიწევს ცხოვრება...
- მისი ბრალია, ის არ დაეხმარა..! მან არ დაიცვა ის...! - გაბრაზებული წამოხტა ელისი საწოლიდან, ფეხშიშველი და საღმურის ამარა გარეთ გაიქცა და მთელ ხმაზე დაიწო წვირილი - არეს გესმის ჩემი ? დამენხე..! გიბრძანებ ახლავე გამოჩნდე...შენ შენ მე მიღალატე, ყველაზე ძვირფასი წამართვი რაც გამაჩნდა...დამენახე,შე მშიშარ, ომის ღმერთი ხარ და პატარა ბავშვივით მემალები ? - გბრზებული ელისი არც კი ფიქროდა რას იძახდა, მუხლებზე დაეცა და ტირილი დაიწო
- როგორ ბედავ და ღმერთს მშიშარას უწოდებ ? ნუთუ მისი რისხვის არ გეშინა ? -
ცნობმა ხმამ საოცარი ტალღით დაუარა მის გულს და გონებას
- რისხვის ? - ირონიული ხმით უთხრა - მეტი რაღა რისხვა უნდა დამატეხო თავს ? ყველაზე ძვირფასი წამართვ - ფეხზე წამოდგა და თვალებში ჩახედა

- მე შენთვის არავინ წამირთმევია, ის გმირულად დაიღუპა - თვალი თვალში გაუყარა
-
შენი ბრალია, შენ უნდა დახმარებოდი ჯარს ომის მოგებაში და მამაჩემის გადრჩენაში - ხელები მომუშტა და გულზე დაუწყო რტყმა - შენი ბრალია, მხოლო შენი
არესს უჭირდა ასეთი ელისის ყურება, ხელები მოხვია და ძლიერად ჩაიხუტა, გოგონა წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა მალე ძალა გამოეცალა და მის თბილ მკლავებში უღონოდ ჩაესვენა..არესი ფრთხილად ეფერებოდა მის ოქროსფერ კულულებს, შუბლზე ნაზად კოცნიდა, ამდენი ხნის მონატრებულ საყვრელ "არსებას" ძლიერად იხუტბდა...მთელი ღამე ბაღში გაათენეს, ამდენი ხნის განმავლობაში ელისს პირველად ეძინა მშვიდად, ბოროტი სიზმრებსაც კი არ შეუწუხებიათ იგი...ანდა როგორ შეაწუხებდნენ, მისი მცველი თვით ომის ღმერთი იყო...ერთადერთი რისგანაც ვერ დაიცვა არესმა, ეს მზის "ბოროტი" სხივები იყო, რომლებიც ელისის სახეზე თითქოს "ტანგოს" ცეკვავდნენ და მის გაღვიძებას ლამობდნენ...არესი ხვდებოდა რომ ძალიან უყვარდა მოკვდავი, იგი მზად იყო მისთვის ყველაფერი დაეთმო, ელისი თუ თხოვდა უკვდავებასაც კი დათმბდა...მზის სხივებმა თავისი გაიტანეს და ელისი ტკბილი ბურუსიდან რეალობაში დააბრუნეს...ფეხზე წამოდგა, თმა გაისწორა და არესს გახედა
- ბოდიში, გუშინ  არ ვფიქრბდი რას ვლაპარაკობდი...
- ცუდათ იყავი გეპატიიება

- რატომ არ მოხვედი ღამით ბაღში ? მე გელოდებოდი, ყოველდღე, ორი წლის განმავლობაში ყოველ ღამე ბაღში გელოდებოდი
- ვიცი ელის, მაგრამ მეშინოდა, არ მინდოდა ჩემში ღმრთი შეგყვრებოდა
- შენ შეცდი, მე ღმერთი კი არა უბრალო ბიჭი შემიყვარდა ვინ სიცოცხლე შემინaრჩუნა
- ელის...ნახევარი სიცოცხლე დამჭირდა შენს საპოვნელად , მაგრამ წამები შესა
ვაებლად - არესი მიუახლოვდა, ხელი ნაზად დაუსვა მხარზე, მეორე ხელი წელზე მოხვია, თავისკენ მიიზიდა, თმა გაუწია და ძალიან ფრთხილდ შეეხო მის ვარდისფერ ტუჩებს, ელისი გაიყინა, წინააღმდეგობის გაწევის უნარი წაერთვა და უბრალოდ დინებას მიყვა...არესმა ტუჩებიდან კისერზე გადაინაცვლა, ნაზად კოცნიდა, თითქოს ფაიფურს თოჯინა იყო და არ უნდოდა ხელში დაფშხვნოდა, კისრიდან ისევ ტუჩებზე დაბრუნდა, კაბის თოკები ნელა გახსნა და გოგონა უფრო ძლიერად მიიკრა...ორივე ბედნიერების მორევში გადაეშვა, მათთვის არ ასებობდა არავინ, ივნენ მხოლოდ ისინი, უყვადათ ერთმანეთი და ეს საკმარისი იყო მათთვის...ელისსმა თვალები გაახილა და ის იმედი რომ ის მის გვერდით იქნებოდა გაუცრუვდა...ნელა წამდგა ფეხზე და გულატკენი სასახლისკენ წავიდა...ნელი სიო სახზე ეთამაშებოდა გოგონას და თითქოს ამ სიომ მოიტანა სასიამოვნო ბგერები...
- ელი გახსოვდეს ჩვენი გულები სამუდამოდ გადაიჯაჭვა
გოგონას გაეღიმა, მიხვდა რომ ის ყოველთვის მის გვერდით იქნებოდა და დაიცავა...სასახლეში დაბრუნდა და თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგა...გაძლიერებული სამეფო, ხალხის სიყვრული, პატივისცემა და მორჩილება...ნელ-ნელა გაბერილი მუცელი, დათვლილ დღეები, საათები, წამები , წუთები და გაუსაძლისი მოლოდინი, შეგრძნება იმისა რომ შენში ორი გული ცემს, აუხწერელი ბედნიერება, რომელსაც ვერანაირი ოქრო, დიდება და ტიტული ვერ შეცვლის...დიდი ბედნიერება და ორი ადამინის სიყვარულის ნაყოფი
- ელის...შენ, მე და ჩვენი შვილი...ჩემი ბედნიერება...ჩემი უკვდავება...სამუდამოდ... - ქარის მოტანილი სიტყვები და ღიმილიანი სახე...

აბა შემიფასეთ ბავშვებო ♥ კრიტიკას და კომენტარებს ველოდები ♥

კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 1195 | დაამატა: Nuchito | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6

(2013-10-21 7:16 PM)
* 6 Tamo   [Entry]
Dzaaliann Maggariiiaa /,3 Chemsas Miliardjer Jobiaa... Ase ROm Warmatebebs gisurvebb