მთავარი » 2013 » ნოემბერი » 24 » The Toy Story
2:42 PM
The Toy Story

The Toy Story  

ჩემი თემა ნინაჩკას კონკურსისთვის... 

აბა შემოცუნცულდით.

    

მოკლედ, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა გადავწყვიტე დამედო. :)) გამახსენდა ჩემი სასაცილო ისტორიები და მინდა რომ მოგითხროთ მათ შესახებ.


1."დელფო"

ჩემიმეგობრის მამა იყო წასული საფრანგეთში, (მესამე კლასია) და ჩამომიტანა სათამაში დელფინი, ზომით დიდი და ძალიან რბილი. მთელი ღამეები მასთან ერთად მეძინა და "დელფო" დავარქვი. ბავშვობაში ძალიან მეშინოდა სიბნელის, მარტო ოთახში დაძინება საშინელება იყო ამიტომ სულ "დელფოს" ვიხუტებდი და ამით ვწყნარდებოდი. 
ახლა ერთ ისტორია გამახსენდა :)) 
ერთხელ რაჭაში წავედით, ჩემს სოფელში სადაც ყოველწელს დავდივართ. სავალი გზა 5 საათი გრძელდება. მოკლედ ჩავედით და რას ვხედავ დელფო დამვიწყებია. მთელი ღამეები ვტიროდი. სულ მინდოდა მასთან ჩახუტება. სამი დღის შემდეგ მე და ჩემი მეგობრები დამალობანას ვთამაშობდით. ჩემიმეგობარი როდესაც დაიხუჭა მე დასამლია ადგილი ვერ ვიპოვე და მანქანაში ჩავძვერი. სკამების ქვეშ ჩავყუჟდი. უცებ ვგრძნობ რაღაც ფუმფულას, სუნიც ეგრევე ვიგრძნი, დელფო იყო. ისე გამიხარდა ! ალბათ დედაჩემს ჩაედო. გახარებული გამმოვარდი მანქანიდან. ის გოგო კიდე უხუჭებოდა მაგრამ დავიძახე "პაჟარია!პაჟარია" და მორჩა :დდ 


2.Bratz

დარწმუნებული ვარ ყველამ იცით ბრაცების შესახებ. მოკლედ ბავშვობაში ვგიჯდებოდი მათზე. 20 ცალი ბრაცი მქონდა. თითოეულის სახელიც კი ვიცოდი:კლოი, საშა, ანნა... მიყვარდი მათთვის ტანსაცმელების გამოცვლა. 




ისტორია : ძალიან მიყვარდა მათთან "ლაპარაკი". ერთხელ გადავწყვიტე სალონობანას თამაში. 


-აბა მისისს კლოი თქვენ იქნებით პირველი ^__^ (მე)
დავაჯინე კლოი მაგიდაზე მოვიმარჯვე ფუნჯები და საღებავები. გადავწყვიტე ჩემი ქერა კლოი რიჟა გამეხადა. ავიღე წითელი საღები ჩავაწე ფუნჯი და დავიწყე თმის "შეღებვა". საბოლოოდ გამოვიდა ის რომ კლოის თმა შეახმა და ხელს რომ დაადებდი სიწითლეს გადმოგდებდა. 
ცუდად გავხდი და ტირილი დავიწყე. მოვიმარჯვე მაკრატელი, შეცდომის გამოსწორების მიზნით . მდენი ვჭერი რო მელოტი გამომივიდა. და ამის მერე ჯობია არ იცოდეთ რა მოხდა...


მეტი ვერაფერი ვერ მოვიფიქრე :დდ ვიცი რო იდიოტობა გამომივდა :დდ 
კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 1144 | დაამატა: Lanaholic▲ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 4

(2013-11-24 9:20 PM)
* 4 SoPii))   [Entry]
dzaan sayvareliii istoriebi iyooo biggrin
yochaghh dzaan gamamxiarulee <33