მთავარი » 2013 » აპრილი » 8 » ♥ Titanic ♥
9:29 AM
♥ Titanic ♥
 Titanic 
 სიმართლე ტიტანიკის ჩაძირვასთან დაკავშრებით. 
 მეტი გაიგეთ სრულიადში 

Tumblr_mkp4qnkhpu1rl2f76o1_500_large

„ტიტანიკის" ტრაგედიის შემდეგ ერთადერთი გადარჩენილი ოფიცრის შვილიშვილი, გემის კატასროფის შესახებ სიმართლეს ჰყვება. ყველა ოჯახს საკუთარი საიდუმლო აქვს, მაგრამ როგორც ყოველთვის, ეს საიდუმლო ეხება ისეთ თემებს, რაც სხვებს არ ან ნაკლებად აინტერესებთ. თუმცა, ეს არ ეხება ლუი პატტენს – უფრო ზუსტად, ლედი პატტენს. 
Tumblr_mkp4qnkhpu1rl2f76o1_500_large

1960 წელს, როცა პატტენი ჯერ კიდევ მოზარდი იყო, მისმა საყვარელმა ბებიამ მას საიდუმლო გაუმხილა და გააფრთხილა, რომ მისმა გახმოვანებამ, შესაძლოა ორი შედეგი გამოიღოს: ერთ–ერთი მათგანი, შესაძლოა საშინელი ყოფილიყო – მისი საყვარელი ბაბუის, ჩარლზ ლაიტოლერის სახელი, რომელიც დამსახურებული ადამიანი გახლდათ პირველი მსოფლიო ომის დროს ჩადენილი ქმედებებისთვის და დაჯილდოვებული იყო ჯვრით, შესაძლოა შერცხვენილიყო. მეორე კი შეცვლიდა ისტორიას და გამოამჟღავნებდა ოფიციალურ ვერსიას ერთ–ერთ ყველაზე ცნობილ კატასტროფაზე – „ტიტანიკის" დაღუპვაზე, რომელმაც 1912 წლის აპრილში 1517 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 
Tumblr_mjiuu5c4om1rv7pvso1_500_large

სწორედ ეს გაფრთხილება ხსნის იმას, თუ რატომ სდუმდა პატტენი 40 წლის მანძილზე. ეს ქალი საიდუმლოს საკუთარ ქმარსაც კი არ უმხელდა. მიუხედავად ამისა, 56 წლის პატტენმა გადაწყვიტა, ყოველივე გამოემჟღავნებინა და ეს ყველაფერი თავისი ახალი რომანის, „სუფთა ოქროს" მეშვეობით გააკეთა: .
Tumblr_mknc8n4kzd1qdwygho6_500_large

„ბაბუაჩემი „ტიტანიკზე" კაპიტანის მეორე დამხმარე იყო. როცა გემი აისბერგს შეეჯახა, იგი თავის კაიუტაში იმყოფებოდა. შემდეგ მან არ შეასრულა ბრძანება და უარი თქვა სამაშველო ნავში ჩაჯდომაზე, თუმცა შემთხვევით მაინც გადარჩა." 

17764_366625043453141_1990965747_n_large
გამაოგნებელია, მაგრამ როცა „ტიტანიკი" წყალში ჩაიძირა, ლაიტოლერი ოკეანეში გადახტა და ჩაიძირა, მაგრამ რაღაც ძალამ იგი კვლავ ზედაპირზე ამოაგდო. შემდეგ იგი ერთ–ერთმა სამაშველო ნავმა იპოვა. 

Tumblr_mkuyjmtohy1qjdms1o1_500_large

მოგვიანებით, კატასტროფის მიზეზების გასარკვევად ერთი გამოძიება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მეორე კი ბრიტანეთმა ჩაატარა, ლაიტოლერს ჰკითხეს, შეჯახების შემდეგ ესაუბრა თუ არა კაპიტანს ან პირველ დამხმარეს, უილიამ მერდოკს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აინტერესებდათ იცოდა თუ არა მან ზუსტად, რა მოხდა. ორივე შემთხვევაში მან კითხვას უარით უპასუხა და ორივე შემთხვევაში მოიტყუა. 

Tumblr_mkuvx0fcso1s49f8jo1_500_large

მაგრამ რაზე საუბარი არ სურდა მას? „შეჯახების შემდეგ – ირწმუნება პატტენი, – ბაბუაჩემი კაპიტანთან და მერდოკთან ერთად, მერდოკის კაიუტაში ჩავიდა, რათა შეიარაღებულიყო იმ შემთხვევისთვის, თუ ნავების ჩაშვებისას არეულობა დაიწყებოდა. მაშინ კაპიტანმა და მერდოკმა უთხრეს მას, რაც მოხდა. იმის მაგივრად, რომ „ტიტანიკი" აისბერგისგან მარცხნივ შემოებრუნებინათ, როცა იგი კურსის პირდაპირ იქნა შემჩნეული, მესაჭე რობერტ ჰიჩინსი პანიკამ შეიპყრო და გემი სწორი მიმართულებით არ მიაბრუნა." 
555484_416268915134949_704363070_n_large
ერთი შეხედვით, შესაძლოა ნებისმიერს მოსვლოდა ასეთი ფაქტი მაშინ, როცა ყველაზე დიდი ლაინერის პირველ რეისზე საჭესთან დგახარ. თუმცა, ამ შეცდომას თავისი ტექნიკური მიზეზი აქვს: 

Tumblr_mhnux3wtva1r5d6rvo1_500_large

"ტიტანიკი" წყალში იმ დროს ჩაეშვა, როცა მსოფლიო აფრებიანი გემებიდან მექანიკურ გემებზე გადადიოდა." – წერს პატტენი. – „ბაბუაჩემმაც, ისევე როგორც სხვა ოფიცრებმა, კარიერა აფრებიანი გემებით დაიწყო. აფრებიან გემებზე ბრძანებები სპეციალური მოწყობილობით გაიცემოდა. თუ საჭირო იყო მობრუნება მარცხნივ, მაშინ მოწყობილობა მარჯვნივ ბრუნდებოდა და ასე ხვდებოდა მესაჭე, რომ მარცხნივ უნდა მობრუნებულიყო. ახლა ეს დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ თავის დროზე ბრძანებების გაცემის ასეთი გზა არსებობდა. ბრძანება „საჭეზე", გამოიყენებოდა იმ დროისათვის ყველა თბომავალ გემზე, ეს კი ავტომობილის მართვას გავს – გემი ბრუნდება იმ მხარეს, რომელ მხარესაც საჭიროა. სიტუაცია საბოლოოდ მაშინ აირია, როცა მერდოკმა იმ გზით გასცა ბრძანება, როგორც ძველად, აფრებიან გემებზე გასცემდნენ, მაგრამ პანიკას ატანილმა ხიჩინსმა შეასრულა ბრძანება, „საჭეზე", როგორც მას ასწავლიდნენ. იმისათვის, რომ კურსი შეეცვალათ, მხოლოდ ოთხი წუთი ჰქონდათ და როცა მერდოკმა ჰიჩინსის შეცდომა შეამჩნია და მისი გამოსწორება სცადა, უკვე გვიანი იყო".

136538807781196_large 

პატტენის ბაბუამ, რომელმაც რიჩმონდში გემთშემკეთებელი კომპანია დააარსა, მოგვიანებით აღნიშნული შეცდომა თავის მეუღლეს, სილვიას მოუყვა და უფრო დიდი საიდუმლოც დასძინა. თუ მესაჭე ჰიჩინსი უბრალოდ შეცდა, მაშინ ბრუს ისმენმა, კომპანია White Star Line–ის ხელმძღვანელმა, რომელსაც ეკუთვნოდა „ტიტანიკი", დამღუპველი ბრძანება გასცა. 

733776_299663946830562_861119054_n_large
„ტიტანიკი" აისბერგს, ყველაზე დაუცველი ადგილით შეეჯახა. – განაგრძობს პატტენი, – მაგრამ როგორც ბაბუაჩემი თვლიდა, ლაინერს კიდევ დიდხანს შეეძლო გაუნძრევლად წყლის ზედაპირზე გაჩერება. თუმცა, ხიდზე ისმენი ავიდა. მას არ სურდა, რომ ლაინერი, რომლის შექმნაშიც კოლოსალური თანხები იყო ჩადებული, ან შუა ატლანტის ოკეანეში ჩაძირულიყო, ან უკან, პორტში დაებრუნებინათ – ეს ძალიან ცუდი რეკლამა იქნებოდა! სწორედ ამიტომ, მან კაპიტანს წინ წასვლა უბრძანა. „ტიტანიკი" ხომ ჩაუძირავად ითვლებოდა!" 

Tumblr_mjz9vttvln1rn6v97o1_500_large
„ტიტანიკი" რომ ადგილზე დარჩენილიყო, იგი წყლის ზედაპირზე საკმაოდ დიდხანს გაჩერდებოდა, ყოველ შემთხვევაში, სხვა გემის მოსვლამდე მაინც. და არც არავინ დაიღუპებოდა, მაგრამ მათ წინსვლის ბრძანება გასცეს და წყლის წნევამ, რომელიც გაჩენილი ხვრელის შედეგად გემში შედიოდა, გაადიდა ტიხარები. შედეგად, წყალგაუმტარი დანაყოფები ერთიმეორის მიყოლებით აივსო წყლით და სწორედ ამიტომ ჩაიძირა ლაინერი ასე სწრაფად." 
Tumblr_mkwjlgs3em1s3zip4o1_500_large
შეიძლება იმის თქმა, რომ არაფერია საერთო ყოველგვარ გამოძიებებს, ფილმებსა თუ წიგნებს და ამ პატივცემული, ლონდონში მცხოვრები ქალბატონის მიერ ფარდაახდილ საიდუმლოს შორის:
Tumblr_mkf1y7woec1s1etfco1_500_large

„საქმე ის არის, რომ როცა გადარჩენილები, სხვა გემზე აიყვანეს, ბრიუ ისმეიმ დაარწმუნა ბაბუაჩემი, რომ თუ იგი სიმართლეს იტყოდა, White Star Line მას სამსახურეობრივ გულგრილობაში დასდებდა ბრალს და დაზღვევას არ აუნაზღაურებდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ კომპანია გაკოტრდებოდა და მომსახურე პერსონალი უმუშევარი დარჩებოდა. იმ დროში, ისეთი ადამიანები, როგორიც ბაბუაჩემი იყო, თავიანთ კოდექსს პირწმინდად ასრულებდნენ. მან მოიტყუა, რათა სხვებს სამუშაო ადგილები არ დაეკარგათ". 
Tumblr_mkvrxiupco1ryio6wo1_400_large
მაგრამ რატომ არ თქვა მისმა ბებიამ არაფერი მას შემდეგ, რაც 1952 წელს ლაიტოლერი გარდაიცვალა? „მას არ სურდა, რომ ეს გმირი ადამიანი, მატყუარად ჩაეთვალათ. დედაჩემი, რომელმაც ასევე იცოდა საიდუმლო, უკმაყოფილო იყო იმით, რომ ბებიამ მე ყველაფერი მითხრა. იმიტომ, რომ ბებიამ ბაბუას წინაშე დაიფიცა, რომ ამ საიდუმლოს არასდროს გასცემდა". 
47000_159782130854577_1654778922_n_large

სწორედ ასე დარჩა მომხდარი საიდუმლოდ ამდენი ხნის მანძილზე, რომელსაც ოჯახი სათუთად ინახავდა. ოჯახი, საიდანაც მხოლოდ პატტენია ცოცხალი. „მე უფროსი და მყავს, მაგრამ მან ცხოვრების უდიდესი ნაწილი ოჯახისგან მოშორებით გაატარა. მოზარდობის წლებში, მე ბევრს ავადვმყოფობდი და სწორედ ამიტომ, დიდ დროს ვატარებდი ბებიასთან". 

73367_453854204696024_1671015085_n_large

მაგრამ რატომ ახადა საიდუმლოს ფარდა ახლა? „დედაჩემი და ბებიაჩემი გარდაიცვალნენ. თუმცა, მე ძველებურად ჩამესმის, რომ ბაბუა უნდა მახსოვდეს, როგორც გმირი". 

483639_552940398082122_352362026_n_large

მწერლების უმრავლესობა, დიდი ხნის წინ გამოიყენებდნენ ამ ისტორიას. მაგრამ არა როგორც ლიტერატურულ ნაწარმოებს, არამედ როგორც დოკუმენტს, შესაძლოა მემუარებისთვისაც. მაგრამ რატომ უნდა გამოიყენო იგი რომანში? „იმიტომ რომ ტრილერს ვწერ. ვგეგმავდი ტრილერის დაწერას ოჯახზე, რომელსაც საგვარეულო საიდუმლოებები აქვს და მოულოდნელად ვიფიქრე, რომ მე თავად მაქვს საგვარეულო საიდუმლო". 

547643_497838216947487_2081275549_n_large
შესაძლოა, რომ ასეთი საიდუმლოს გამხელის მოტივი, ასეთი მარტივი იყოს? „სინამდვილეში არა. ერთხელ დავფიქრდი და მივხვდი, რომ საიდუმლო მთელ მსოფლიოს უნდა გავაგებინო. გავიაზრე, რომ თუ ხვალ მოვკვდებოდი, საიდუმლოც ჩემთან ერთად მოკვდებოდა", – თქვა პატტენმა.

ეგი "ზაპროსტა" :D 
Tumblr_mkvf94wuem1rcc3p2o1_500_large


კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 1010 | დაამატა: -HonestBitch♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7

(2013-04-09 1:36 PM)
* 7 Diva♔   [Entry]
Kargia :)) ashkarad bevri giwvalia :))