მთავარი » 2013 » ნოემბერი » 20 » TOP 10
9:42 PM
TOP 10
TOP 10: პატარა შხამიანი ცხოველი, რომელსაც შეუძლია ადამიანი გაანადგუროს

TOP 10: პატარა შხამიანი ცხოველი, რომელსაც შეუძლია ადამიანი გაანადგუროს 

ადამიანების უმრავლესობას შეუძლია თავის გაკონტროლება როცა მის ახლოს გველს, ობობას ან სხვა რაიმე სახის
საშიშ ცხოველს დაინახავს და მოერიდოს მას. ჩვენი ლოგიკით, რაც უფრო დიდია ცხოველი, მით უფრო 
საშიშია ის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში პირიქით ხდება. ძალიან ბევრი ცხოველი, საკმაოდ პატარა
ზომითა და მომაკვდინებელი შხამით, უფრო ხშირად ხდება ადამიანის სიკვდილის მიზეზი. 
წარმოგიდგენთ, ტოპ 10 ყველაზე პატარა ზომის შხამიან ცხოველს, რომელსაც
შეუძლია მოსპოს ადამიანი. 

__________________________________

➉ სენორული მარჯნის გველი 

სენორული მარჯნის გველი, რომელიც კობრას მსგავსია, მეხიკოს უდაბნოებსა და სამხრეთ ამერიკაში გვხვდება. ისინი არ იზრდებიან 40 სანტიმეტრზე მეტს და არიან ბევრად პატარები და წვრილები, ვიდრე სხვა სახეობის გველები. მათი დანახვა ძალიან რთულია, რადგან ისინი ძირითადად ღამით ამოდიან მიწიდან. ჩვენდა საბედნიეროდ, სენორული მარჯნის გველი საკვებად არა ადამიანებს, არამედ სხვადასხვა გველებს მიირთმევს. მაგრამ თუ მას სადმე გაადწყდებით, მოერიდეთ და გახსოვდეთ, რომ მისი შხამი უძლიერესია და შეუძლია ადამინის ნერვეული სისტემა მთლიანად გაანადგუროს. 



➈ ცისფერი შემორგოლილი რვაფეხა

ცისფერი შემორგოლილი რვაფეხა ავსტრალიის წყლებში ბინადრობს და სიგრძეში სულ რაღაც 10 სანტიმეტრია. ის, ჩვეულებრიც ყვითელი ან ყავისფერი შეფერილობისაა, მაგრამ საფრთხის მოახლოებისთანავე ლურჯდება. არ შეეხოთ მას! ამ პატარა მხეცს განუკურნებელი შხამი აქვს, რომელსაც შეუძლია 26 ახალგზარდა ერთად 1 წამში მოკლას. 



➇ ბრაზილიური მოხეტიალე ობობა

ბრაზილიური ობობა 2007 წელს მთელ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი შხამის მქონე ობობად აღიარეს. ობობის მსხვერპლი 1 საათის განმავლობაში საშინელი ტკივილით იტანჯება, შემდეგ კი კვდება. ბრაზილიურ ობობას, რომლის ფეხი დაახლოებით 10 სანტიმეტრი სიგრძისაა, მეორენაირად ბანანის ობობასაც უწოდებენ, რადგან ის ბანანის კონებში დაძვრება და სწორედ აქედან უშვებს ობობას ქსელს და მსხვერპლს მახეში აბამს. 2008 წელს, ერთი მათგანი დიდ ბრიტანეთში, ბანანის შესანახ ყუთში აღმოაჩინეს. 



➆ მონადირე მორიელი 

მონადირე მორიელები აფრიკისა და აზიის ყველაზე მშრალ უდაბნოებში გვხვდება. ყველაზე დიდი 12 სანტიმეტრისაა, საშუალოდ კი მათი უმრავლესობა სიგრძეში 5 სანტიმეტრს არ აღემატება. ამ სახეობის მორიელი აღიარებულია მთელ მსოფილიოში ყველაზე ძლიერი და მტკივნეული შხამის მქონე მორიელად, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ციებ-ცხელება, კონვულსიები, სხეულის სხვადასხვა ნაწილების პარალიზება და სიკვდილი. 



➅ ტარანტული მტაცებელი ბუზი

ჩრდილოეთ ამერიკაში ტარანტული ბუზის 15 სახეობას ვხვდებით. ისინი 5 სანტიმეტრს იზრდებიან. მათ ასე იმიტომ უწოდებენ, რომ ისინი ინადირებენ პატარა ზომის მწერებს და აპარალიზებენ მათ. კვერცხებს ბუზი ობობის ქსელთან ახლოს დებს და შემდეგ მიწაში მალავს. მას შემდეგ, რაც კვერცხებიდან პატარები იჩეკებიან, 35 დღის განმავლობში ისინი საკვებად ობობებს მიირთმევენ. ამ სახეობის ბუზი ადამიანს არ ერჩის, თუმცა მათი შხამი სიძლიერით მეორე პოზიციაზე დგას მთელ ცხოველთა სამეფოში. 



➄ იაპონური გოლიათი ჰორნეტი

ე.წ იაპონური გოლიათი ჰორნეტის შხამი ერთდროულად ანადგურებს ნერვულ სისტემას და შლის ეპითელურ ქსოვილს. მხოლოდ 1 ჰორნეტს შეუძლია იმსხვერპლოს რამდენიმე მოზრდილი ადამიანი ერთად. იაპონიაში ყოველწლიურად მათი მიზეზით 20-40 ადამიანი იღუპება. 



➃ უსწრაფესი შხამიანი ბაყაყი

ამ სახეობის ბაყაყები ბუნებაში ერთ-ერთ ყველაზე ფერად ცხოველებად ითვლებიან. ისინი სწრაფად იცვლიან ფერს გარემოს ფერის შესაბამისად და მსხვერპლს მახეში მოხერხებულად აბამენ. მათი შხამი ზუსტად მათი კანის შეფერილობისაა და შეუძლიათ 10 მოზრდილი ადამიანი რამდენიმე წუთში გაანადგურონ. 



➂ კონუსებრი ლოკოკინა

კონუსებრი ლოკოკინა ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და მომაკვდინებელი შხამის მქონე არსებად მოიაზრება მთელ პლანეტაზე. ლოკოკინები ავტრალიაში გვხვდებიან. ისინი თევზებით იკვებებიან. ლოკოკინა ქვიშაში იმალება და თევზის მოახლოებას ელოდება. როდესაც თევზს დაინახავს, შხამიანი ჰარპუნით წამლავს მას და მოძარობის საშუალებას არ აძლევს. 


➁ Harvester Ant

ამ სახეობის ჭიანჭველა ყველაზე მომწავლელი შხამის მქონე მწერად ითვლება. მათი ნაკბენი ალერგიასა და ანაფილაქსიურ შოკს იწვევს.



➀  მედუზა

ამ სახეობის მედუზა ძალიან მცირე ზომისაა და მისი სიგრძე 1 სანტიმეტრს არ აღემატება. მეცნიერებმა მედუზა აღიარეს ერთ-ერთ ყველაზე მცირე ზომის საშიშ ქმნილებად დედამიწაზე. ეს სახეობა მეცნიერებმა ახლახანს აღმოაჩინეს და ძალიან იშვიათია ჩვენს პლანეტაზე. მედუზას შხამი იწვევს გულისრევას, თავის ტკივილს, პულსის აჩქრებას და ამ სიმპტომების შემდეგ სიკვდილს. მისი შხამი 100-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე კობრასი და 1000-ჯერ უფრონ მტკივნეული ტარანტულისაზე. ეს საშიში ქმნილება ავსტარლიის წყლებში ბინადრობს. 





კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 1449 | დაამატა: -HonestBitch♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8

(2013-11-22 8:22 PM)
* 8 SoPii))   [Entry]
dzaan sainteresooo iyooo <3