მთავარი » 2012 » დეკემბერი » 30 » თოვლის ბაბუას ისტორია
9:25 PM
თოვლის ბაბუას ისტორია

თოვლის ბაბუა გამონაგონი როდია, ის მართლა არსებობს. სანტა-კლაუსი წარმოშობით ფინეთის ლაპლანდიიდანაა და იქვეა ჩაწერილი. ამ მხარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ცხოვრობს, კორვანტუნტურის მთაზე. 
დათოვლილ ნაძვებში ჩაფლული რეზიდენცია ზღაპრული და ჯადოსნური სამყაროს განცდას ბადებს. ხმაურიან ქალაქებს, ცივ ცათამბჯენებს, მანქანების დაუსრულებელ ნაკადს მოწყვეტილი ეს კუთხე პირველყოფილი ბუნების სიმშვენიერით სუნთქავს. ირმებიანი მარხილებით გაკვალული თოვლი, ფინური ხის მყუდრო და თბილი სახლები, გამჭვრივალე და სუსხიანი ჰაერი, მოლურჯო-იასამნისფერი ღამის ფონზე ანთებული ლამპიონები, გარინდებული დრო იდუმალებისა და სასწაულის მოლოდინს ამძაფრებს. ნაძვიდან ჩამოვარდნილი თოვლის გუნდაც კი ხმას გამოსცემს. სანტა-კლაუსის სამფლობელო თითქოს ანდერსენის ზღაპარს ყვება და მსოფლიოს ყველა კუთხის ბავშვთა საახალწლო სურვილებსა და ნატვრას ისმენს, რათა ახალი წლის ღამეს ერთიანად დაიბერტყოს თავისი კალთა.


სიმშვიდისა და მყუდროების განცდა აქ მხოლოდ მოჩვენებითია. ეს ხომ ჯადოსნური სამყაროს თვისებაა. თითქოს არაფერი ხდება. სინამდვილეში კი მთელ სამფლობელოში მოფენილ პატარა ქოხებში საოცარი ფუსფუსი და სამზადისია. სანტა-კლაუსი ყოველდღე ჩადის თავის რეზიდენციაში, თვალყურს ადევნებს და მონაწილეობს საახალწლო დღესასწაულში. დასასვენებლად ჩამოსულ სტუმრებს ღირსეულ მიღებას უწყობს. ბავშვებისთვის ცოცხალ თოვლის ბაბუასთან შეხვედრა ხომ დაუვიწყარი შთაბეჭდილებაა. სანტა-კლაუსი თოვლის ბაბუაა, მაგრამ მზესავით ნათელი და თბილი, ბუბუნა ხმითა და ფაფუკი ხელებით, ფუმფულა გრძელი წვერითა და კეთილი ღიმილით. ბავშვისთვის თოვლის ბაბუასთან შეხება, მის კალთაზე ჩამოჯდომა და კოცნა ხომ მთელი წლით ოცნებების ასრულებისა და სიკეთის გარანტიაა. ეს ყველაფერი ცხადშია და არა სიზმარში, სამწუხაროდ, წელიწადში მხოლოდ ერთხელ. 
სანტა კლაუსის რეზიდენციაში შობის დღესასწაულზე განსაკუთრებული მენიუა: შემწვარი ბარკალი, ინდაური და მზეზე გამოყვანილი, გამხმარი თევზი, ნაკვერჩხალზე შემწვარი ირმის ხორცი და მწვანილთან ერთად დაბრაწული კაკაბი; ვახშამზე - სოკოს სუფი, შებოლილი ორაგული, კარტოფილის პიურე და თევზეული, ორცხობილა, ვინეგრეტი და ნაკლებმარილიანი ქაშაყი; დესერტად - უგემრიელესი, ტკბილი ფუნთუშები და საყვარელი სასმელი სახტი - ჭვავის ალაოს მაგარი ლუდი. 
სანტას რეზიდენციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ფოსტას. იგი პოლარულ წრეზე მდებარეობს და იქ მხიარული ჯუჯები მუშაობენ, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მისალოც ბარათებს გზავნიან, წერილებსა და საახალწლო გზავნილებს, რომელთაც საკუთარი საფოსტო ემბლემა აქვთ. ალბათ დიდი სიხარულია მსოფლიოს მთავარი თოვლის ბაბუას სახლიდან ამანათისა და მილოცვის მიღება.


სანტა კლაუსი, საშობაო დღესასწაულების გარდა, მთელი წლის მანძილზე მუშაობს. ამ დროს მთელ სამყაროს უვლის თავისი ციგით, რომელშიც ირმებია შებმული. სანტა საკვამურით შედის ოჯახში და ბუხარზე დაკიდებულ წინდებში საჩუქრებს ტოვებს. სხვა დღეებში ის თავის მყუდრო სახლშია და ბუხართან ბავშვებს ესაუბრება, უმასპინძლდება ტკბილეულით და ისმენს მათ სურვილებს. ზამთრის გრძელ ღამეებში ბავშვების წერილებს კითხულობს. 
მაგრამ ამ ქვეყანაზე რა გამოლევს მკაცრ რეალისტებსა და მეცნიერებს, რომლებიც ფიზიკის კანონების გათვალისწინებით ცდილობენ, დაასაბუთონ რომ სანტა-კლაუსის თავდედება არარეალურია. მათი გამოანგარიშებით, სანტა ვერ შეძლებს 1890000-ტონიანი ტვირთის თრევას და ასე დახუნძლული უამრავი სახლის ბუხარში საკვამური მილით ჩაღწევას (ამ წონის საჩუქრები 308 მილიონ ბავშვზეა ნაგულისხმევი). ამგვარი გამოანგარიშებისა და შეზღუდული ფანტაზიის მკვლევრებმა სანტას ირმებიც კი დათვალეს და საჩუქრების საზიდად 145 000 ჩრდილოეთის ირემი გამოუყვეს, მოძრაობის სიჩქარე ბგერის სიჩქარეზე (31 სთ. განმავლობაში მან 1040 კმ. უნდა გაიაროს) აღმატებულად ჩაუთვალეს. ისე კი, ბევრს კი ანგარიშობენ, ამგრამ დარწმუნებული ხართ ალბათ, რომ მოუთმენლად ელიან ყოველ წელს მისგან მოტანილ საჩუქრებს. თუ თქვენც ეჭვი გეპარებათ სანტა-კლაუსის არსებობაში, შეგიძლიათ წერილი მისწეროთ მისამართზე: Santa Claus, 96930. Na papiiri, 99999. პასუხს აუცილებლად მიიღებთ.
 


იცით, ვის მიიჩნევენ სანტა-კლაუსის პროტოტიპად? - იზმირის ეპისკოპოს ნიკოლოზს, რომელიც ქრისტიანულ სამყაროში წმ. ნიკოლოზ სასწაულმოქმედად არის ცნობილი. რატომ? გადმოცემით, მდიდარი ეპისკოპოსი ბავშვებსა და ღარიბებს საჩუქრებს თურმე ფანჯრის რაფაზე ჩუმად უტოვებდა. 
სანტა-კლაუსის რეზიდენცია კლდეში გამოკვეთილი სანტა-პარკიცაა, სადაც ბავშვებისთვის ატრაქციონებია, მინი-დისნეილენდი, თოჯინების თეატრი, ზღაპრული კარუსელი და ჯუჯა ხეების ტყეც. არც ერთი წუთი მოწყენისთვის და რომც მოისურვოთ, თოვლისბაბუა ამის ნებას არ მოგცემთ. არქტიკული ზოოპარკისკენ - რანუა რომ ჰქვია - ჯუჯები გაგიძღვებიან და ირმების ფერმასაც დაგათვალიერებინებენ. სანტა კლაუსის რეზიდენციის ბოლო აკორდია პოლარული წრის გადაკვეთა, რომლის მონაწილეებს სამახსოვრო სერტიფიკატით აჯილდოებენ. მტავარი სანტა-კლაუსი და მისი რეზიდენცია მომავალ წლამდე ბედნიერებასა და ოცნებების ახდენას ჰპირდება თავის სტუმრებს.



წყარო: Angel.ge 
შეასწორა და გაალამაზა Katie 
კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 1409 | დაამატა: Marriiee♥♥♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5

(2012-12-31 11:41 AM)
saintereso iyo yoCaR smile smile