მთავარი » 2013 » ნოემბერი » 30 » Toy Story
1:17 PM
Toy Story
Toy Story
ჩემი საკონკურსო თემა ნინას კონკურსისათვის...
 
 
------------------------------------------------------------
ბავშვობაში ძალინ ბევრი სათამაშო მქონდა , ყველა სათამაშო განაკუთრებულად მიყავრდა... მაგრამ გყველაძე მეტად მამაჩემი ნაჩუქარი სათამაშოები მიყვარდა... ის ყველაზე გამორჩეულ ბარბებს, ფუმფულა სათამაშოებს მყიდულობდა-ხოლმე , ისეთებს სხვას , რომ არ ქონდა და მე როგორც ყოველთვის ჩემი სათამაშოებით ბავშვებში მუდამ ,,ვვმარიაჟობდი" . :დ
 
 
განსაკუთრებით ბარბები მიყვარდა  და ძალიან ბევრიც მქონდა, ყოველ დღე მამას ახალ-ახალ ბარბებს ვთხოვდი, თუ დაავიწყდებოდა ან თუ ისეთ დროს მოდიოდა სამსახურიდან, რომ უკვე თითქმის ყველა მაღაზია დაკეტილი იყო მაშინ ისეთ ისტერიკას ვტეხავდი , რომ მეზობლებს არ ვაძინებდი და სხვა რა გზა ჰქონდათ ყოველთვის მოჰქონდათ ხოლმე ბარბები...
 
 
ერთხელ მამამ ლამაზი ბარბი მომიტანა ქერათმიანი, ოქროსფერი , მოკლე კაბა ეცვა. საკონცერტოდ იყო გამზადებული, მაგრამ ფეხზე ისეთი საშინელი ფეხსაცმელები ეცვა, რომ სულ ძვრებოდა და ნერვები მეშლებოდა... იმ ღამეს როდესაც ბარბი სულ მთლად ახალი იყო დედას წავყევი ბებოსთან (ის ჩვენს ქვევით ცხოვრობა)
და რა თქმა უნდა ჩემი ახალი ბარბიც წავიოლე, რომ ბებოსთვის მეჩვენებინა. კიბებზე ძალიან ბნელოდა და დედაზე ისე ვიყავი ხელჩაკიდებული, რომ ბარბი სულ გადამავიწყდა. როცა ბებოს სახლში შევედით ვნახე , რომ ჩემს ბარბს ცალ ფეხზე ფეხსაცმელი არ ეცვა და იმხელაზე ვიწივლე, რომ ქვეყანა შევძარი. დედას სახლში წასვლა მოვთხოვე და სლუკუნ-სლუკუნით მამასთან მივვარდი და ჩემი საცოდავი ბარბის ფეხშიშველა ფფეხი დავანახე :დ. მამას შევეცოდე და მაღაზიაში ჩამიყვანა და ახალი მიყიდა საპატარძლო კაბიანი, მაგრამ კიდევ მინდოდა და კიდევ ვაყიდინე ბარბი რომელსაც ხელში მიკოროფონი ეჭირა და ლოყაზე ვარდი ეხატა.
 
 
ალბათ მიხვდით რა დამპალი ბავშვიც ვიყავი , დაჟე ბავშვებს სასრიალოდან ვყრიდი და მარტო ვსრიალებდი ხოლმე... და მამიკოს კეთილგანწყობით მუდამ ვსარგებლობდი, კიდევ იმდენი რამე გადამხდა თოჯინებთან დაკავშირებით , მაგრამ ფორტე-პიანოს გაკვეთილი მეწყება და ვეღარ ვასწრებბ..
კი ვიცი ბევრი ვიბოდიალე, მაგრამ რაც არის ეს არის, :დ
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კატეგორია: კონკურსი | ნანახია: 1902 | დაამატა: Tamo | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8

(2013-11-30 5:09 PM)
* 8 Tamo   [Entry]
Madloba Ninna