მთავარი » 2013 » იანვარი » 2 » ცხოვრების ციკლი ♥
2:16 PM
ცხოვრების ციკლი ♥
ცხოვრების ციკლი ეს არის პერიოდი რომელიც მოიცას დროს დაბადებიდან 

გარდაცვალებამდე. ერთმანეთზე გადაბმული და ერტმაეთთან დაკავშირებული 

ფაზები რომლებიც აერთიანებს ბავშვობას, მოზარდობას, ზრასრულობას 

,ხანშიშესულობასა და სიბერეს. თითოეული ადამიანი გადის ამ ციკლს თუმცა

 ზოგჯერ ცხოვრება უდროოდ ასვამს წერტილს და წყვეტს ამ ჯაჭვს. 

თითოეული ფაზა დასამახსოვრებელია. დამახასიათებელი შტრიხებით,

 თითოეულს აქვს დადებიტი და უარყოფითი მხარე,ყველა ტოვებს ნაკვალევს 

და ამჩნევს ადამიანის "პიროვნებას" თავის შრამს.

ცხოვრების ციკლი

ბავშვობა!-ყველაზე უდარდელი და ტკბილი პერიოდია. როდესაც სათუთი და

 წმინდაა ჩვენი სამყარო. როდესაც ძალიან ცოტაა საჭირო როგორც ჩვენს

 გასაბრაზებლად ასევე ჩვენს გასახარად. როდესაც "დედას ვეტყვი" არის

 ყველაზე საშიში მუქარა და მთელი დღის საზრუნავი ისაა რა ჭამო, რითი

 გაერთო, რომელ მულტფილს უყურო, ირბინო,იცეკვო, და რაც შეიძლება

 მეტი დრო გაატარო მშობლებთან.

ცხოვრების ციკლი

გადატყავებული ფეხები, ცრემლები მხოლოდ იმიტომ რომ შოკოლადს არ 

გვყიდულობენ. რწმენა-ფერიების,ზღაპრების,მულტფილმებისა და 

სასწაულების. ყველაფერში ახალის და საინტერესოს დანახვა,გაძლიერებული

 ცნობისმოყვარეობდა და ცხოვრების ვარდისფერი სათვალით ყურება..აი ეს 

არის ის შტრიხები რომელიც ბავშვობას გამოხატავს.

ცხოვრების ციკლი

ცხოვრების ციკლი

"მე მენატრება ის პერიოდი როდესაც ვიძახდი" ინი, მინი, მანი, მო"ს მაშინ როცა გადაწყვეტილების მიღების საჭიროება დგემოდა

ცხოვრების ციკლი

როდესაც ვიყავით პატარები გვინდოდა გაზრდა, მაგრამ ალბათ ვხვდებით რომ გატეხილი სათამაშოები და დაკარგული ფანქრები ჯობია გატეხილ გულსა და დაკარგულ მეგობრებს...

ცხოვრების ციკლი

ცხოვრების ციკლი

ცხოვრების ციკლი

ნუ ღელავ,თუკი შენ შეინახავ ბავშვობას შენში არასდროს დაბერდები!

როდესაც მე ვიყავი პატარა ვხატავდი მზეს ფურცლის კიდეზე, სათვალეებითა და ბევრი სხივებით (სწორი ხაზების სახით)

ცხოვრების ციკლი

ცხოვრების ციკლი

ცხოვრების ციკლი

მოზარდობის პერიოდი!-გარდამავალი პერიოდი როდესაც არც ბავშვობა არის დათმობილი და ამავდროულად ზრდასრულობისაკენ არის დადგმული ბილიკი. ეს არის დრო როდესაც მძაფრდება და ორმაგდება ყველანაირი შეგრძნება, განცდა,გრძნობა და ეს ჩვენს ხასიათზეც აისახება. ხდება გარდატეხა როგორც ფსიქოლოგიურად ასევე ფიზიკურად. ვიცვლებით და ყალიბდება ახალი შეხედულება ცხოვრების მიმართ,გემოვნება. მართალია ჯერ კიდევ არ ვიხსნით ვარდისფერ სათვალეს თუმცა იწყება მერყეობა,იკლებს თავდაჯერება და ჩვენც თინეიჯერობის პერიოდში ვაკეტებს თ ყველაფერს რომ ვიპოვოთ და დავიმკვიდროთ საკუთარი თავი.

ცხოვრების ციკლი

ცხოვრების ციკლი

ცხოვრებაში ჩნდება შედარებით უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავი: სწავლა, გარეგნობა, მეგობრები,სიყვარული,გართობა. თავისუფლების სურვილი პიკს აღწევს, ვიჩემებთ დამოუკიდებლობას, არის შემთხვევა როდესაც გვიფუჭდება ურტიერთობა მშობელთან რადგან "მათ ჩვენი არ ესმით" თუმცა როდესაც ცხოვრბა სერიოზულ პრობლემას შეგვაფეტებს მასინვე ვეძებთ დახმარებასა და ნუგეშს.

ცხოვრების ციკლი

ცხოვრების ციკლი

იყავი ახალგაზრდა,იყავი გიჟი,იყავი თავისუფალი!

ცხოვრების ციკლი

პატარა ბავშვები-თავის ტკივილი. დიდი ბავშვები-გულისტკივილი
Little children, headache; big children, heartache.

ცხოვრების ციკლი

ცხოვრების ციკლი

დღესდღეობით ახალგაზრდობის უმეტესობას აქვს სწორი კბილები და გაღუნული აზროვნება(მორალი)(მემგონი მიხვდით :დ)
Too many of today's children have straight teeth and crooked morals.

ცხოვრების ციკლი

ცხოვრების ციკლი

In the time it takes you to understand a 14-year-old, he turns 15.

ცხოვრების ციკლი

ცხოვრების ციკლი

ცხოვრების ციკლი

შენ შეგიძლია თქვა რომ ბავშვი გაიზარდა როდესაც ის შეწყვეტს იმის შეკიტხვას საიდან მოვიდა და უარს გეტყვის გიპასუხოს კითხვაზე სად მიდის.

ცხოვრების ციკლი

დედა(მოზზარდობს ეხება)

ჩუმად გისწორებ თვალებს გაბადრულს,შენკენ მოვმართავ მე ბავშვურ მზერას

დახმარებას გთხოვ ალბათ დედილო,თან თავს ჩაგიდებ კალთაში ნელა

შენს თითებს ვიგრძნობ,ზურგს გამითბობენ,ბაგე კი მკითხვას მოწყენის მიზეზს

ვიზრდები დედი,ვიზრდები ალბათ,ცხოვრების სწავლა ნელნელა მიწევს

სიცოცხლეც უკვე ღია ბრძოლაში მარტო მეძახის,მარტოკა მიწვევს

მე კი ამ წუთას დედა მჭირდება, დახმარებას რომ მუდამ გამიწევს

შენ გამღიმებ ჩვეულ სიმშვიდით,თითებით თავზე კულულს მიწვალებ

სულელო ბავშვო, ჩურჩულებ შენთვის,გაზრდამდე კიდევ ბევრჯერ იწვალებ

ამ პრობლემების გადაწყვეტაში, ჩემი რჩევების ძალას იწამებ

მარტო ბრძოლაში არსად გაგიშვებ ჩემს მკლავებს ფარად ამოგიფარებ

ეს ცხოვრებაა თვითონ ისეტი უბედურებას თავზე დაგატეხს

ზოგჯერ ვიღაცა დაგეხმარება ზოგჯერ კი მარტო იღებ იარებს

მაგრამ იცოდე დედის რჩევები,ლაშქრად სულ მუდამ დაგედევნება

დედის ცრემლები შენთვის თხეული,აბჯრად და ფარად აგედევნება

მეც გავუღიმე და მე მას ვენდე, რადგან ვიცოდი მართალს იტყოდა

მეც მითქვამს ალბათ ტყუილი ბევრჯერ,თუმცა ღიმილი მისგან მელოდა

მაპყრობდა სევდით სავსე,მე თვალებს, რომ მოვატყუე ალბათ იგრძნობდა

მაგრამ ამავ დროს თბილს და საყვარელს, რადგან ამ ტყუილს მე მპატიობდა

რჩევას საჩუქრად დამახვედრებდა, გამოსავალი უკვე იცოდა...

ეხლა რა კითხვაც არ უნდა დავსვა, პასუხი ვიცი ეს არის მაინც

დედი, დღეს იცი? მე დავაშავე...გიყვარვარ მაინც? მიყვარხარ მაინც...

დედი იმედებს გიცრუებ ლამის...გიყვარვარ მაინც>? მიყვარხარ მაინც...

თუკი მივდივარ? თუკი დაგტოვებ...გიყვარვარ მაინც? მიყვარხარ მაინც...

ჩუმად ვასველებ მე დედის კალთას, ვიზრდები დედი...ვიზრდები ალბატ..

რომ გავიზარდო...გიყვარვარ მაინც? მიყვარხარ ბავშვო...მოყვარხარ მაინც...

ცხოვრების ციკლი

ზრასრულობის პერიოდი!-როდესაც უკვე ჩამოყალიბებლი პიროვნება ხდები. ცხოვრების მიზნები დიდი ხანია დასახულია და უკვე მატი აღსრულების პერიოდი დგება. მოზარდობის პერიოდში არსებული პრობლემების კვალიც აღარ ჩანს და უკვე გაცილებით სერიოზული დაბრკოლებები იჩენს თავს. ცხოვრება თითქოს პირისპირ და ღია ბრძოლაში გიწვევს,შენც გიწევს მოიხსნა უკვე შეჩვეული ვარდისფერი სათვალეები და რეალური და ობიექტური თვალით შეხედო ყველაფერს. უკვე დიდი ხარ, პასუხისმგებლობა იზრდება, მოგეთხოვება პასუხი თიტოეულ შენს ქმედებასა და ნაბიჯზე. ცხოვრების ასპარეზზე ახალი ღირებულებები ჩნდება:ოჯახი,სამსახური,შვილები,ფინანსები.

ცხოვრების ციკლი

ცხოვრების ციკლი

მიუხედავად ამისა ამ პერიოდში ხარ ყველაზე ძლიერი,გაბედული, იწყება ექსპერიმენტებისა და რისკის დრო. რაც უფრო გაბედული და ჭკვიანი ხარ მით უფრო დიდი გამოცდილება გიგროვდება. ჯერ კიდევ არაფერი არ არის გვიანი. სწორედ ეხლა გაქვს ყველაზე ბევრი შესაძლებლობა, შინაგანი ენერგია და შანსი. უკვე იწყებ იმ საძირკველის გათხრას რომელზეც შენი მომავალი ცხოვრება და სიბერე უნდა აიგოს.

ცხოვრების ციკლი

შენ ადვილად შეგიძლია აპატიო ბავშვს სიბნელის შიში,ნამდვილი ტრაგედია ის არის როდესაც ზრდასრულ ადამიანს ეშინია სინათლის.

ცხოვრების ციკლი

ჩვენ ვართ ზრდასრულები....? კი მაგრამ როგორ მოხდა ეს? როგორ მოვედით აქამდე?

People ask me if there are going to be stories of Harry Potter as an adult. Frankly, if I wanted to, I could keep writing stories until Harry is a senior citizen, but I don't know how many people would actually want to read about a 65 year old Harry still at Hogwarts playing bingo with Ron and Hermione. 
J. K. Rowling

ცხოვრების ციკლი

ცხოვრების ციკლი

მე ვფიქრობ რომ თითოეული ზრდასრული ადამიანი გულში ისევ ბავშვია...ჩვენ უბრალოდ თანდათანობიტ ვარწმუნებთ საკუთარ თავს რომ დროა ჩვენი საქციელი დავამსგავსოთ დიდების საქციელს

ცხოვრების ციკლი

მე მინდა დავუბრუნდე დროს,როდესაც "დავლიეში" მოისაზრებოდა შოკოლადის რძე, როდესაც მამა იყო ჩემი ერთადერთი გმირი,როდესაც სიყვარული ნიშნავდა დედის ჩახუტებას,როცა მამის მხარი იყო ყველაზე მარალი მწვერვალი მთელს დედამიწაზე,როდესაც ნახვამდის ნიშნავდა ხვალამდეს და როდესაც "apple" და "blackberry" მხოლოდ ხილი იყო!

ცხოვრების ციკლი

ხანშიშესულობის პერიოდი!-ყველაზე სევდიანი პერიოდი. როდესაც ხვდები როგორ იშრიტება შენში ახალგაზრდობა,როგორ გეცლება ენერგია და სიცოცხლისუნარიანობა. თითქოს გრძნობები შენში ნელნელა ნელდება. ეხლა გაწვება ნოსტაგია ახალგაზრდობისადმი,ცდილობ შენში კვლავ გააღვიძო ძველი "ბუნტი". გარშემო ყველაფერი დაწყობილია,ყველაფერმა იპოვა საკუთარი ადგილი შენს ცხოვრებაში. გყავს ოჯახი რომელმაც შენთან ერთად გაუძლო წლებს, უკვე შენი პრობლემები იგივდება შენივე შტამომავლობის პრობლემებთან. ეხლა შენი შვილები, მათი ცხოვრება ხდება შენი საზრუნავი და შენც უკვე გამოცდილებადაგროვებულს გინდა შენი ცხოვრეის ნაკვალევი მათ გაუზიარო.

ცხოვრების ციკლი

ცხოვრების ციკლი

ეხლა უკვე ხვდები რომ დაგრჩა გასავლელი ცხოვრების მხოლოდ ერთი ჯაჭვი, და ეს სიბერეა. მხოლოდ სიბერეღა გისწრებს წინ..მაგრამ ამ დროსაც აქვს დადებითი მხარე. ამას სიმშვიდე ჰქვია. შინაგანი სიმშვიდე, უკვე ისვენებ ამ ცხოვრების "მღელვარებისაგან". უკვე გამოვლილი გაქვს ყველაფერი,მოგროვებული სიბრძნე,იცი როგორ შეხვდე და გაუმკლავდე ყველაფერს. რჩები საკუთარ თავთან და ავლებ თვალს განვლილ ცხოვრებას. 
თუკი ღირსეული იყო, ღირსეულადვე აუგია ხანშისშესულობის პერიოდიც. მთავარია არ იყო მარტო, გყავდეს გვერდზე თანამგზავრი და
თქვენ,ერთად...აუცილებლად შეეგუებით,ერთად,ბედნიერად და სიხარულითაც კი შეხვდებიტ ამ სიცოცხლის უკანასკნელ საფეხურს.

ცხოვრების ციკლი

ცხოვრების ციკლი

ძლიერი მაშინ ხარ როდესაც მიიღებ ნებისმიერ ასაკს,როდესაც არ ითხოვ უკან დაბრუნებას და მხოლოდ წინ გაიხედები.როდესაც უფალს ახალგაზრდობის დაბრნუნებას კი არ თხოვ არამედ მადლობას გადაუხდი იმისთვის რომ ამ დრომდე მოაღწიე. როდესაც არ შეგეშინდება სიკვდილის და თამამად გაუსწორებ მას მზერას,როდესაც ეტყვი...წამიყვანე...წამიყვანე მეგობარო! დროა, უკვე დროა..

ცხოვრების ციკლი

ცხოვრების ციკლი

სიბერე!-და აი ის უკანასკნელი რგოლიც...სიბერე. დაჭკნა შენი მშვენიერება? არაუშავს...მთავარია თავის დროზე იგი ბევრს ჭრიდა თვალს...რაო აღარ აგდებენ შენს აზრს არაფრად? არაუშავს...მთავარია იგი ბევრს დაეხმარა თავის დროზე...მარტო ხარ? არა..არა უფალი მაინც შენთანაა! ვეღარ აგრძელებ სიცოცხლეს? აღარ გაქვს ძალა? თითქოს ამძიმებ დედამიწას? არა,არა არაუშავს...რადგან შენ მიეცი სიცოცხლე მათ ვინც ეხლა ცხოვრეობს,ვისი გულიც ეხლა ჩქეფს მხურვალე,ჯანსაღი გული. რაო? მიდიხარ მაქვეყნიური ცხოვრებიდან...ჰმ..ზნელია,მაგრამ არა უშავს რა! იმქვეყნად სამოთხე დაგხვდება!

ცხოვრების ციკლი

მაშინ ხარ ბებერი,როდესაც სინანულის გრძნობა ანაცველბს ოცნებებს

ცხოვრების ციკლი


ნეტავ რამდენი წლის უნდა იყო,რომ არ გახსოვდეს რამდენის ხარ?

ცხოვრების ციკლი

A man growing old becomes a child again. 
Sophocles

You know you're getting old when you get that one candle on the cake. It's like, 'See if you can blow this out.'

ცხოვრების ციკლი

ცხოვრების ციკლი

72 წლის შემდეგ ალბათ, როცა სახეზე ნაოჭს დამითვლი

72 წლის შემდეგ ალბათ, დროვ,სიჭაბუკეს ხანში გამიცვლი

როცა ვარდისფერ ღაწვებს დასერავს, ღრმა ნაოჭების მკვეთრი ღარები

მასინ ხომ დავთმობ მომხიბვლელობას და ვერც ჭაღარას დავემალები

72ლწის შემდეგ ალბათ,როცა ჩემს თვალებს დავუკვირდები

ვერ ვნახავ სხივებს და ვერც ვარსკვლავებს ვერც ამ კეშანს გავუფრთხილდები

ამის მაგივრად ჩამქრალ მზერაში უკვე ბებერი ავირეკლები

ხელის კანკალით ყავარჯენს ვითხოვ,დროის წინაშე დავიფერფლები

72 წლის შემდეგ ალბათ,წავაგებ ბრძოლას წლების წინაშე

წელში მოხრილი,ამ მიწის ტვირთად წარსვდგები უფლის მსჯავრის წინაშე

სწორედ ამ წლების შემდეგ შევკადრებ მე ამ ცხოვრებას პატარა თხოვნას

მოვითხოვ შენი მოხუცი მკლავის, ჩემივე მკლავში დოინჯად ყოფნას

რომ დამჭკნარ ხელებს ისევ ვუჭერდეთ,ვუზიარებდეთ სევდიან გრძნობას

თვალს რომ ვავლებდეთ განვლილ ნავკვალევს რომ ვიქარწყლებდეთ ჩვენ მარტოობას

მინდა განვლილი კვალი ცხოვრების,ჩვენი გვერდიგვერდ მიუყვებოდეს

72წლის მერეც მინდა მე შენ მიყვარხარს მეუბნებოდეს

და მერე ალბათ...და მერე ალბათ....72 წლის მერე ალბათ..

პირველი გადავწევ სამოთხის ფარდას,პირველი დაგტოვებ პირველად ალბათ...

მაგრამ მალევე სიცოცხლე იტყვის ორი მოხუცით ნაკლები დამრჩა

ცხოვრების ციკლი

ცხოვრების ციკლი


გამლამაზებელი მარიამი <3

კატეგორია: ჩანახატები ♥ | ნანახია: 1848 | დაამატა: BadGalAnnie | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 5

(2013-01-02 6:11 PM)
* 5 Untitled   [Entry]
არ ვიცი რა გითხრა,ძალიან კარგი იყო,ყოჩაღ thumb