მთავარი » 2013 » იანვარი » 9 » ♡ცოტა რამ ვნების ყვავილის შესახებ♡
9:17 PM
♡ცოტა რამ ვნების ყვავილის შესახებ♡

არსებობს ლეგენდა, რომ სიყვარულის ქალღმერთ ვენერას, ვნებაში ჩაფლულს ვერ შეემჩნია, თუ როგორ დაეკარგა ცალი ფეხსაცმელი. მისი ფეხსაცმელი გადაიქცა უმშვენიერეს ყვავილად, რომელიც სექსუალურობის სიმბოლოდაა მიჩნეული. ეს ყვავილი - ორქიდეაა. ათასწლეულობის მანძილზე ორქიდეას მოაკუთვნებენ ჯადოსნურ თვისებებს, მისი ყვავილის ფურცლებით და თესლით ამზადებენ სასიყვარულო ელექსირებს.

"ორქიდეა - ტროპიკული და სუბტროპიკული ბალახოვანი მცენარე,
აქვს ორიგინალური ფორმის ყვავილები, უპირატესად სურნელოვანი" განმარტებულია უცხოსიტყვათა ლექსიკონში.
იგი ცნობილია განსაკუთრებული სილამაზით და პრეტენზიულობით. ორქიდეა თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში გვაძლევს მისი ყვავილით ტკბობის შესაძლებლობას.


მისი მოვლის წესებზე ყვავილების მაღაზია - "ევრო ეზოს"წარმომადგენელი, თინათინ ხალვაში გვესაუბრა: "ორქიდეა საკმაოდ სათუთი ყვავილია,სჭირდება განსაკუთრებული ნიადაგი - სპეციალური ანათალი, რომელიცყვავილების მაღაზიებში იყიდება. განსაკუთრებული მიწა მას სუნთქვისთვისსჭირდება - დროულად შრება და ჰაერის მოძრაობას უწყობს ხელს. იგისპეციალურ გამჭვირვალე ქოთანში უნდა დავრგოთ, რომელსაც ძირიგახვრეტილი და გვერდები დასერილი ექნება, მორწყვის დროს ნიადაგი კარგადრომ გაიჟღინთოს.


ორქიდეა საჭიროებს განსაკუთრებულ მორწყვას - ქოთნით უნდა ჩადგათ თასში, რომელშიც თბილი წყალი ასხია. ქოთანში წყალი პირამდეუნდა ამოვიდეს. გააჩერეთ დაახლოებით ხუთი წუთით, სანამ წყალს შეიწოვს,შემდეგ ამოიღეთ, დაწრიტეთ და სპეციალურ სადგამზე ან თაროზე მოათავსეთ.იშვიათად უნდა მორწყოთ, მხოლოდ მაშინ, როცა მიწა გამოშრება, ზედმეტმა ნესტმა შეიძლება ფესვი დაალპოს. ორქიდეას ფოთლების დანამვაც უყვარს, მაგრამ წყლის წვეთი ყვავილზე არუნდა მოხვდეს, რადგან ლაქა დააჩნდება. თუმცა, ბათუმში ნესტიანი ჰავის გამოდანამვა აუცილებელი არ არის, აღმოსავლეთ საქართველოში კი პირიქით - აუცილებელია.


ორქიდეას გასამრავლებლად ახალი ამონაყარი უნდა გააცალკევოთ დაგადარგოთ გაზაფხულზე ან შემოდგომაზე, ფოთლით ან ტოტით არ მრავლდება.სასურველია ყვავილს 2-3 წელიწადში ერთხელ გამოუცვალოთ ნიადაგი. რაც შეეხება სასუქს, არსებობს სპეციალური თხევადი სასუქები ორქიდეასთვის,მათი შეძენაყვავილების მაღაზიებშია შესაძლებელი. ოქტომბრიდან თებერვლის ბოლომდე სასუქის მიცემა არ შეიძლება, არც ტოტის მოჭრა. სასუქიც იმავე მეთოდით უნდა მივაწოდოთ, როგორც წყალი. ორქიდეას არ უყვარს როცა მზის სხივები პირდაპირ ხვდება, ამიტომ იგი მზეს უნდა მოვარიდოთ".


Mrs-Malik


კატეგორია: სხვა | ნანახია: 2853 | დაამატა: -AnAnO♡ | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 1

(2013-01-09 9:22 PM)
* 1 BitchyBekah   [Entry]
kaia