მთავარი » 2013 » ივნისი » 2 » Twilight
8:28 PM
Twilight
Twilight 
სიახლეში იხილავთ
კრესტენს სტიუარტის ეშლი გრინისა და ნიკი რიდის
სტილის ევოლუციას ბინდის პრემიერებზე


კრისტენ სტიუარტი 2008 წელს Twilight-ის პრემიერაზე Balenciaga-ს კაბით გამოცხადდა.2009 წელს,როდესაც შედგა New Moon-ის პრემიერა,მსახიობს Oscar de la Renta-ს გრძელი კაბა ამშვენებდა.რაც შეეხება 2010 წელს გამართულ Eclipse-ის პრემიერას,მასზე კრისტენის ლუქი Elie Saab-ის თეთრი კაბისა და Christian Louboutin-ის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლისაგან შედგებოდა.2010 წელს,Breaking Down-ის პირველი ნაწილის ბრიტანულ პრემიერაზე, მსახიობი Roberto Cavalli-ს გრძელი შავი კაბით იწონებდა თავს,რომელსაც იგივე ფერის McQueen-ის ტყავის ქამარი ამშვენებდა. Twilight-ის ამავე ფილმის ამერიკულ პრემიერაზე,რომელიც 2011 წელს შედგა,სტიუარტი J.Mendel-ის კაბითა და Jimmy Choo-ს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით გამოცხადდა.2012 წელს Breaking Down-ის მეორე და ბოლო ნაწილის პრემიერაზე მსახიობს Zuhair Murad-ის კრემისფერი მაქმანის კაბა ემოსა.

Twilight-ის ქალი ვარსკვლავების სტილის ევოლუცია

ეშლი გრინი 2008 წელს Twilight-ის პრემიერაზე Ina Soltani-ის შავი კაბით გამოცხადდა.2009 წელს კი New Moon-ის პრემიერაზე Prabal Gurung-ის გრძელი წითელი კაბით იწონებდა თავს.რაც შეეხება 2010 წელს,როდესაც შედგა Eclipse-ის პრემიერა მსახიობმა თავისი არჩევანი Alexis Mabille-ის ბერძნული სტილის ცისფერ კაბაზე შეაჩერა.ეშლის Donna Karan-ი ემოსა 2011 წელს Breaking Down-ის პირველი ნაწილის პრემიერაზე.იმავე დიზაინერის ქმნილება აირჩია გრინმა რამდენიმე დღის წინ გამართულ Breaking Down-ის მეორე ნაწილის პრემიერისათვის.

Twilight-ის ქალი ვარსკვლავების სტილის ევოლუცია

რაც შეეხება ნიკი რიდს,მან 2008 წელს Twilight-ის პრემიერისათვის Marchesa-ს შავ-თეთრი ყვავილებიანი მოკლე კაბა მოირგო.2009 წელს კი New Moon-ის პრემიერაზე მსახიობის ლუქი Burberry Prorsum-ის მინი კაბის,შავი ქამრისა და Louboutin-ის სანდლებისაგან შედგებოდა.2010 წელს,როდესაც Eclipse-ის პრემიერა შედგა,ნიკის Marchesa-ს ქმნილება ემოსა.იმავე დიზაინერის კაბა აირჩია რიდმა 2011 წელს Breaking Down-ის პირველი ნაწილის პრემიერისათვის.მწვანე კაბა ბერძნულ სტილში იყო გადაწყვეტილი და ოქროსფერი დეტალები ამშვენებდა.და ბოლოს რამდენიმე დღის წინ გამართულ Breaking Down-ის უკანასკნელი ნაწილის პრემიერაზე მსახიობს Versace-ს ნაცრისფერი გრძელი საღამოს კაბა ემოსა,რომელიც ვერცხლისფერი დეტალებით იყო გაფორმებული.

Twilight-ის ქალი ვარსკვლავების სტილის ევოლუცია

ნანახია: 1178 | დაამატა: Chu♡Pa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4

(2013-06-03 1:44 PM)
* 4 SoPii))   [Entry]
kai siaxleaaa ;)))
kai gogoebi ariannn <33
eshliiiii <33