მთავარი » 2013 » მაისი » 7 » უკიდეგანოდ…
8:22 PM
უკიდეგანოდ…

უკიდეკანოდ...

 


ერთი… ორი…

ერთი… ორი…

წუთი…

ერთი… ორი…

წვეთი…

ერთი… ორი…

წკაპ, წკუპ… წკაპ, წკუპ..

ვაიჰ, ფიქრებში გართულს არც შემიმჩნევია, თუ როგორ დადგა მომცრო მაგიდაზე სისხლის გუბე.

ესეც იგივე… აწ უკვე დაზეპირებული ქმედება…

იგივე სითხე – წითელი..ბლანტი…

იგივე ტკივილი – შინაგანი, მტანჯველი…

იგივე მუსიკა – მობეზრებული, მომაბეზრებელი…

უკვე რამოდენიმე წუთია გაშმაგებით ცდილობს ჩემი ხასიათის დაჭერას, სხვადასვა მელოდია ირთვება, თუმცა უშედეგოდ…

იგივე ამინდი – ნაწვიმარი, ნაცვიმარი…

იგივე ფიქრები – სიკვდილი, სუიციდი…

იგივე მცდელობა – უშედეგო, მტკივნეული…

იგივე ცხოვრება – ბანალური, პესიმისტური…

იგივე, იგივე, იგივე – უკიდეგანო, არაამქვეყნიური…

ჩემ ფიქრებს ვეღარ გავურბივარ… ჩემ თავს ვეღარ გავურბივარ…

"ნიღაბი გაისწორე.”

"შენი ნამდვილი სახე გამოაჩინე.”

"ნუ მალავ საკუთარ "მე”-ს.”

იგივე არაფრისმთქმელი სიტყვები, თითქოსდა ჩემი დახმარება უნდოდეთ/შეეძლოთ.

სანამდე გაგრძელდება ეს? იცის კი ვინმემ?

სად იკარგება ბედნიერება? ვიბადებით იმისთვის, რომ უბედურები ვიყოთ.

გზა არც წინ..
გზა არც უკან..
პასუხი არ ჩანს… არსად..
არც იქ…
არც აქ …
მომაშორეთ! მომაშორეთ! მ ო მ ა შ ო რ ე თ -მეთქი!!!
ეს…
ეს ფიქრები…
ჩემი არარეალური, არარსებული პიროვნებისგან დარჩენილ ნაწილსაც ფლითავს, შლის!
მიყურებენ! უნდობლობით მიყურებენ, მაკვირდებიან, თითქოს გიჟი ვიყო.
არა! გიჟი არ ვარ! უბრალოდ ცხოვრებას ვუყურებ საღად. თქვენნაირად თავს არ ვიბრმავებ.
ბრო ხართ! ბრბო! არარსებული აზრებისგან გამონაჟღენთი.. აზრებისგან, რომელიც ხშირ შემთხვევაში სხვის გონებაზეა დაფუძნებული..
მეცოდებით!
სიკვდილი მინდა..
არ ჩანს..
ეს ტანჯვა… საბოლოოდ მომკლა..
ცხოვრება ზედმეტად უნდობელია იმისთვის, რომ მისთვის იბრძოლო.
რით დავასრულო?!

ერთი… ორი…

ერთი… ორი…

წუთი…

ერთი… ორი…

წვეთი…

ერთი… ორი…

წკაპ, წკუპ… წკაპ, წკუპ..

ისევ იგივე…


არ არის ჩემი დაწერილი!!!


კატეგორია: ჩანახატები ♥ | ნანახია: 958 | დაამატა: Lanaholic▲ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4

(2013-05-08 12:07 PM)
* 4 SoPii))   [Entry]
aiii dzaanddzaan magariaaaa <333
wyaro miawereee xolmeee <3