მთავარი » 2013 » იანვარი » 13 » "ვამპირის დღიურები" 17 იანვრიდან ბრუნდება!
5:45 PM
"ვამპირის დღიურები" 17 იანვრიდან ბრუნდება!
"ვამპირის დღიურები" 17 იანვრიდან ბრუნდება!


დარწმუნებული ვარ ყველა ''ვამპირის დღიურების'' ფანი მოუთმენლად ელოდება 17 იანვარს ,რადგან ამ დღეს
სერიალი ეკრანებს უბრუნდება.




მე-4 სეზონი ყველა სეზონისგან გასხვავებული არის. ელენა
გილბერტი (ნინა დობრევი) ავტოკატასტროფის შედეგად
გარდაიცვლება, მაგრამ არავინ იცის, რომ მის სისხლში ვამპირის
სისხლი არის. ელენა შეძლებს გადარჩენას მის ორგანიზმში
არსებული ვამპირის სისხლის მეშვეობით, რომელიც დეიმონ
სალვატორეს (იან სამარჰოლდერი) ეკუთვნის. როგორც ვიცით
ელენა სასტიკი წინააღმდეგი არის რომ ვამპირად გადაიქცეს.
ელენას და სტეფან სალვატორეს (პოლ ვისლი) სწორედ მისი
გარდაქმნის პირველ დღეს გაიტაცებს პასტორი იანგი, რომელსაც
 მისტიკ ფოლსის ზებუნებრივი არსებებისგან გაწმენდა სურს.
ელენა ამ დროს გარდაქმნის პროცესშია და ადამიანის სისხლი
სჭირდება. სტეფანის დახმარებით მომაკვდავი გოგონა იგემებს
სისხლის გემოს და საზარელ ურჩხულად ვამპირად
გარდაიქმნება. მე-4 სეზონის ნახევარში კიდევ ერთი
სენსაციური ფაქტი მოხდა ყველა ფანისთვის. ელენამ გააკეთა

ძმებს შორის ახალი არჩევანი და ამჯერად მან დეიმონ
სალვატორე აირჩია. სტეფანი და კეროლაინ ფორბსი (ქენდის
აკოლა) ელენას ამ არჩევანს სისხლით კავშირს უწოდებენ
ელენასა და დეიმონს შორის. მეტი რომ აღარ ვისაუბროთ
სეზონის იმ ნაწილზე რომელიც ყველას უკვე ნანახი გვაქვს
მოდით იმ ნაწილზე გადავიდეთ, რომელსაც ასე ძლიერ ველით.




სერიალი როგორც უკვე გითხარით 17 იანვარს უბრუნდება
ტელე ეკრანებს. პირველი სერია, რომელსაც ვიხილავთ
ტრადიციულად არის მე-10 სერია და მისი სახელია : ''After
School Special''. სცენარისტები საკმაოდ საინტერესო სეზონს
გვპირდებიან. მე-10 სერიაში ყველასთვის საყვარელი ორი
ორიგინალი ვამპირი რებეკა მაიკლსონი (კლერ ჰოლტი) და კოლ
მაიკლსონი (ნათანიელ ბუზოლიკი) ბრუნდებიან. სიუჟეტურ
ხაზს ჯერ-ჯერობით ვამპირიზმის საწინააღმდეგო წამლამდე
მივყავართ, რომლის პოვნაც კლაუსს (ჯოზეფ მორგანი) სურს.
კლაუსს ეწინააღმდეგებიან რებეკა და კოლი მე-10 სერიაც ამ

სიუჟეტს აქვს დათმობილი. რებეკას დაბრუნებას ხელი
ეიპრილმა (გრეის ფიფსი) შეუწყო, რომელიც პასტორ იანგის
ქალიშვილია. ეიპრილი მისდა უნებურად აღმოჩნდება რებეკას
კუბოსთან და ამოაცლის მას გულში გაყრილ ხანჯალს. რებეკა
დაბრუნების შემდეგ შურის ძიებას აპირებს, როგორც კლაუსზე
ასევე სტეფანზე.




ჯერ კიდევ მთავარ პრობლემად რჩება ჯერემის (სტივენ რ.
მაკქუინი) ვამპირებზე მონადირეობის საკითხი. ჯერემის კიდევ
რამოდენიმე სერია ვერ ვნახავთ
მისტიკ ფოლსში, ის მისი
დაღუპული მშობლების ტბის სახლში იმყოფება სადაც დეიმონი
და მეთ დონავანი (ზაკ როერიგი ) ეხმარებიან.




ასე რომ დაუცადეთ 17 იანვარს რათა იხილოთ შესანიშნავი ნახევრად ფინალის გახსნა.


დაამოწმა და გაალამაზა:-Sophie<3

კატეგორია: ფილმები/სერიალები | ნანახია: 860 | დაამატა: -LiiZ=]] | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1

(2013-01-14 1:55 AM)
* 1 NniiNniiKoOo   [Entry]
kargi siaxlea <3 velodebi sulmoutmenlad <3