მთავარი » 2013 » იანვარი » 15 » Vampire ❤
5:00 PM
Vampire ❤
Vampire 
როგორ გავხდეთ ვამპირები..
მართალია მე არ მჯერა მაგრამ საინტერესო სიახლეა და გადავწყვიტე დამედო, თან ვიცი რომ უყურებთ ფილმებს ვამპირებზე და ძალიან გიყვართ :*



ბევრს აქვს სურვილი გადაიქცეს ვამპირად, რათა იყოს ძლიერი სწრაფი,უკვდავი და მუდმივად ლამაზი


არც არ  უნდა ძალიან გინდოდეს ვამპირობა, ვერ გახდები! წარმოიდგინეთ დედამიწაზე რამდენი ადამიანი ცხოვრობს და რამდენს სურს ვამპირად გადაქცევა, ყველა ადამიანს ოცნება, რომ აუხდეს და ვამპირად გადაიქცეს, წარმოგიდგენიათ რა მოხდება?  ბოლო დროს გადაღებულმა ფილმებმა თუ სერიალებმა ადამიანებს იმის სურვილი გაუჩინა, რომ გახდნენ მისტიკური არსებანი. უმეტესობამ არც კი იცის რას ნიშნავს იყო ვამპირი.

ვარიანტი 1.

უბრალო ადამიანი ვამპირი ვერ გახდება. იმისთვის, რომ იყო ვამპირი უნდა გქონდეს განსაკუთრებული ნიჭი და თვისებები რითიც ვამპირს მიიზიდავ და დააინტერესებ. სანამ ვამპირი გადაწყვეტს შენს დაუფლებას იქამდე დაახლოებით ერთი წელი უნდა გქონდეს მასთან ურთიერთობა. როდესაც შენს ერთგულებაში დარწმუნდება, მხოლოდ მაშინ მოგნათლავს ვამპირად და გადმოგცემს მის ძალას და თვისებებს, ანუ გახდები – უკვდავი, გექნება ადამიანთა დამორჩილების ძალა, იქნები მუდამ ლამაზი და ა.შ…. მაგრამ ამ ყველაფერს უანგაროდ არ მოგცემს, მადლობის ნიშნად უნდა მისცე სული.

ვარიანტი 2

იმისთვის, რომ გახდე ვამპირი კონტაქტი უნდა დაამყარო ვამპირთან. ეს შესაძლებელია წლის მეცამეტე სავსემთვარეობას. ღამის 3 საათზე, როდესაც სავსე მთვარე ყველაზე ბობოქარია, წადით სასაფლაოზე და ჩამოჯექით საფლავზე, რომელიც მიგიზიდავთ თავისკენ. იჯექით იქამდე სანამ ვამპირი არ გამოჩნდება. როდესაც მოგიახლოვდებათ დახუჭეთ თვალები და არ გაახილოთ მანამდე-სანამ სახესთან სიცივეს არ იგრძნობთ. როგორც კი თვალებს გაახელთ წადით სახლში, გზაში უკან არ მოიხედოთ და არავის არ დაელაპარაკოთ დილამდე. როდესაც ვამპირი საჭიროდ ჩათვლის, მაშინ მოვა თქვენთან და გიკბენთ. კბენა გასტანს 5 წუთს და ეს მტკივნეული იქნება. ვამპირი მთლიანად ამოგწოვთ სისხლს და შემდეგ თავისი სისხლიდან 3 წვეთს გიწილადებთ. ამ რიტუალის შემდეგ თქვენ სრულფასოვანი ვამპირი ხდებით, მაგრამ წინ უამრავი მტკივნეული და რთული მომენტი გელით. სრულიად შეიცვლებით, როგორც გარეგნულად ისე შინაგანად. შეგეცვლებათ აზრები სამყაროზე, ახლობლებთან დამოკიდებულება და სხვა…

ვარიანტი 3.

გაინტერესებს ხარ თუ არა სულიერად ვამპირი? მაშინ დაფიქრდი და გააანალიზე: გიყვარს მარტოობა? გქონია ისეთი მომენტი, როდესაც ცხოველური ცორციდან სისხლის ამოწოვა მოგნდომებია? ვერ იტან მზის სხივებს? არ მოგწონს ღამით ძილი და ღისით სიარული? არ გყავს მეგობრები და არც გსურს, რომ გყავდეს? ყოველთვის ცუდ ხასიათზე ხარ და მზად ხარ ყველაფერი გაანადგურო? – თუ ყველაფერზე დადებითი პასუხი გაქვს, მაშინ შენ შინაგანად ვამპირი ხარ. როდესაც ვამპირთან კონტაქტს დამყარებ ის მაშინვე მიხვდება, რომ შენ მისიანი ხარ და შემოგთავაზებს მის შავ-ბნელ გზაზე სიარულს, თუ დათანხმდები შენ მოგიწევს: ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან, შინაურ ცხოველებთან/ფრინველებთან, გარეგნობასთან, სულიერ სამყაროსთან, სიკვდილთან, წყურვილის გრძნობასთან, სიხარულის შეგრძნებასთან დამშვიდობება.

ვარიანტი 4

ვამპირიზმი დედამიწის მკვიდრთა 10-15%-ს აქვს დნმ-ში, ის გადადის გენებით, როგორც სხვადასხვა დაავადება. გენებში აქვს ეს ყველაფერი მათთვის უფრო იოლია ვამპირად გადაქცევა, ვიდრე მათთვის ვისაც არ აქვს გენებში და უბრალოდ მოწოდება აქვს.

სულ ესაა რისი თქმას მსურდა და რისთვისაც მოგაცდინეთ. ვამპირიზმი საკმაოდ საინტერესო და ვრცელი თემაა, მე ნამდვილად არ გამაჩნია ამ თემის შესახებ დიდი ინფორმაცია. ჩემი აზრით ვამპირიზმზე არავის არ გააჩნია უტყუარი ინფორმაცია, არც წიგნებში წერი სრული სიმართლე. ვამპირები ადამიანებს ძველ დროში უფრო ხშირად ენახვებოდნენ ვიდრე ახლა, რადგან რწმენა დავკარგეთ და მათ მიმართ ავმხედრდით.

კატეგორია: სასაც.../საინტ. | ნანახია: 908 | დაამატა: teenager♡♡ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2

(2013-01-17 11:45 PM)
Me Var biggrin :D Yvela Vampiras Medzaxis . Skolashic Rom Mivdivar Dagvianebit maswavleblebi meubnebian vampira mobrdzanda . biggrin gacivebuli kani maq , tettri saxe biggrin ravici meti .. biggrin