3:52 PM ვარდისფერი ოცნება | |
❤ PINK DREAM ❤ ![]() ოცნება სულის მდგომარეობაა,ის მდგომარეობა როცა სულს რამე ძალიან უნდა,ოცნებობს და თავის ოცნებებში იფანტება ვარდისფერი ოცნება მე ვოცნებობდი, ბევრს ვოცნებობდი დღეც, ღამეც... ჩემი ოცნებები ჩემი მეგობრები იყვნენ.... ![]() ერთდღესაც ოცნებამ ჩემთან ყოფნა არ მოინდომა, ან იქნებ მე არ მოვინდომე მასთან ყოფნ.. ყელში რაღაცა ბურთულასავით გაიჩხირა, თვალებს ცრემლი მოაწვა... და მე გავუშვი ჩემი ოცნება. ![]() უღიმღამო ადამიანად ვიქეცი ადამიანად ოცნებების გარეშე. ![]() მხოლოდ წარსულში დავიწყე ყურება, წარსულით ცხოვრება. ![]() ჩემი ცხოვრება შავმა ფერებმა დაისაკუთრეს. ![]() ოცნება ცაში აიჭრა, გაფრინდა, დამტოვა. გადაიფრინა მინდვრები, მთები გადაცურა ოკეანეები. ![]() ხან ცაში დაფრენდა ხან ხმელეთზე მიაბიჯებდა მშვიდად. ![]() უხაროდა ოცნებას თავისუფლება, ჩემი ახირებებიდან განთავისუფლება. ![]() დანავარდობდა, ჰაერში ტრიალებდა თავის ბედნიერებას ყველას და ყველაფერს უზიარებდა: კლდეებს, ბალახს,მთებს... ![]() უკან კი არ იხედებოდა. ![]() ყველა ცდილობდა დაეჭირა მაგრამ ვერავინ მიწვდა. ![]() უამრავ ადამიანს აუბნია თავგზა შემოიარა დედამიწა და გასცდა მის ფარგლებს.. ![]() ახლა მზის სისტემაში დაიწყო ბოდიალი, ![]() მზე რომ დაინახა, შეკრთა არ დამწვასო და უკან დაიხია. ![]() მოიარა ყველა პლანეტა ![]() სულიერი რომ ვერავინ ნახა მოიწყინა და უკან დაბრუნდა ისევ მე მომიახლოვდა, მეც დავიჭირე და მაგრად მოვუჭირე ხელი. ![]() თუმცა დაღლილიყო, გაფერმკრთალებულიყო, ის აღარ იყო რაც მე მინდოდა. ![]() მე მაინც მოვუჭირე და აღარ გავუშვი ჩემი ოცნება, ჩემი ვარდისფერი ოცნება... ![]() | |
|
სულ კომენტარები: 2 | |
|