მთავარი » 2013 » იანვარი » 6 » VS
9:54 PM
VS
რას მოითხოვს Victoria's Secret ?
 



Victoria's Secret ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული კომპანიაა. აქედან გამომდინარე მასში საუკეთესო მოდელები მუშაობენ. ძალიან ბევრი გოგოს ოცნებაა მათ შორის იყოს და მონაწილეობა მიიღოს Victoria's Secret-ის შოუში. თუმცა ამისთვის მხოლოდ ოცნება არ კმარა.

რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს მოდელი, იმისთვის რომ Victoria's Secret-ის ანგელოზი გახდეს?

Victoria's Secret-ს აქვს ისეთივე სიმღლის მოთხოვნა, როგორიც სხვა მაღალი დონის კომპანიებს: 1.72-1.83 მეტრი. არავის კანდიდატურა, ვინც 1.72-ზე დაბალია არ განიხილება. 
     

               

იმის გათვალისწინებით, რომ ფირმა თავდაპირველად მხოლოდ საცვლებს ყიდდა და ახლაც ძირითადად მათი გაყიდვითაა დაკავებული, მოდელების პარამეტრებს დიდი ყურადღება ექცევა. ყველაზე სასურველია, რომ მოდელის პარამეტრები იყოს: 86-61-86. თუმცა ოდნავი განსხვავება ამ ციფრებში დასაშვებია, თუ მოდელს გამორჩეული სახე აქვს. ისტორიას ჯერ არ ახსოვს არატიპიური მოდელი-გოგონა ვულგარული ფორმებით. (ზედმეტად დიდი მკერდით) 

პარამეტრებისა და სიმაღლის გარდა, Victoria's Secret-ს მოთხოვნები ასაკთან დაკავშირებითაც აქვს. მოდელი უნდა იყოს 18-22 წლის, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის ჯერ არ არის კარგად ცნობილი მოდის სამყაროში. კონტრაქტით გაფორმებულ მათ ენჯელებთან კი თანამშომლობის წლებთან ერთად ასაკის შეზღუდვა არ მოქმედებს. 

                   

Victoria's Secret-ის მოდელის გარეგნობაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ როლს სახე ასრულებს. სასურველია მოდელს ჰქონდეს: სავსე ტუჩები, პატარა ცხვირი და მომხიბლავი ღიმილი. ეს Victoria's Secret-ის მოდელების უმეტესობის                                                

ძალიან ბევრი მოდელი, რომელსაც ამბიცია აქვს, რომ Victoria's Secret-ის ანგელოზი გახდეს, ყურადღებას არ აქცევს იმ ფაქტს, რომ გარეგნობის გარდა მნიშვნელოვანია მათი ხასიათი და სხვებთან ერთად კარგად მუშაობის უნარი. Victoria's Secret-ში დიდ ყურადღებას აქცევენ შინაგან სილამაზესაც. რადგან მოდელმა კომპანია უნდა წარმოაჩინოს, მისი შეუფერებელი საქციელი დიდ ზიანს მიაყენებს ფირმის სახელს. სწორედ ამიტომ რაც არ უნდა ლამაზი იყოს გოგონა მას მოდელად არ აიყვანენ, თუ კარგი ხასიათი არ ექნება. Victoria's Secret-ის მოდელები ყველანი ახლო მეგობრები არიან. 

                

                

იმისათვის რომ გოგონა გახდეს Victoria's Secret-ის მოდელი აუცილებელია ჰყავდეს აგენტი, სხვა შემთხვევაში ფირმა კონტრაქტს არ გაუფორმებს. Victoria's Secret-ის მოდელების უმეტესობა ორი სააგენტოდნ: Ford Modeling Agency და Elite Model Management-იდან არიან არჩეულები. 

           

             

ცხადია, რომ Victoria's Secret-ის მოდელების ფოტოები ჟურნალებში Photoshop–ითაა დამუშავებული, მაგრამ ბუნებრივია რომ შოუზე მათ ეს ფუფუნება არ აქვთ. ამიტომ მოდელები საუკეთესო ფორმაში უნდა იყვნენ. სუფთა კანი, ბზინვარე თმა და კარგი ტანი, მინიმალური მოთხოვნებია.
 

ისინი ესწრებიან სხვადასხვა წვეულებებს Victoria's Secret-ის სახელით, სადაც გლამურულად უნდა გამოიყურებოდნენ. ასევე დიდ ყურადღებას აქცევენ იუმორის გრძნობას. 

მოდელები მუდმივად ვარჯიშობენ, რადგან წლის განმავლობაში ნებისმიერ სეზონზე საცუარო ბიკინების, 
თეთრეულის თუ სპორტული ტანსაცმლის რეკლამირება ევალებათ. ასევე Victoria's Secret-ის მოდელები არიან მოდელები ჯანმრთელი ახალგაზრდა ქალისა. 

კომპანია პერმანენტულად ატარებს კასტინგს და კონკურსს Victoria's Secret Model Search. კასტინგზე მოდელს ეძლევა 2 წუთი იმისთვის, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს. საბოლოო ჯამში ფირმა ირჩევს 30-მდე მოდელს შოუში მონაწილეობის მისაღებად. რაც შეეხება კონკურსს მის გამარჯვებულსაც ეძლევა შანსი შოუში მიიღოს მონაწილეობა და მოირგოს ცნობილი, ვარდისფერი ხალათი. 2009 წელს კონკურსი 19 წლის Kylie Bisutti -მა მოიგო. 

        

                            ახლა კი გავეცნოთ Victoria's Secret-ის ამჟამინდელი ანგელოზების სიმაღლესა და პარამეტრებს: 

                       Adriana Lima 
                           სიმაღლე: 1.78 მეტრი 
                          პარამეტრები: 86-61-89 

                         

                                Alessandra Ambrosio 
                                სიმაღლე: 1.77 მეტრი 
                                 პარამეტრები:86-64-87

                                   

                            Behati Prinsloo 
                               სიმაღლე: 1.78 მეტრი 
                                პარამეტრები :81-66-87

                                       

                                                Candice Swanepoel 
                                               სიმაღლე: 1.75 მეტრი 
                                              პარამეტრები: 84-59-88

                                               Chanel Iman 
       სიმაღლე: 1.78 მეტრი 
        პარამეტრები: 81-58-84 

                                                

        Doutzen Kroes 
             სიმაღლე: 1.78 მეტრი 
            პარამეტრები: 82-62-88 

                                               

               Erin Heatherton 
                 სიმაღლე: 1.80 მეტრი 
                პარამეტრები: 83-62-86 

                                                  

             Lily Aldrige 
                სიმაღლე: 1.73 მეტრი 
                 პარამეტრები: 84-58-84 

                                                  

  Lindsay Ellingson 
      სიმაღლე: 1.80 მეტრი 
                        პარამეტრები: 84-61-86                                 

                                                  

                                         Miranda Kerr 
                                                სიმაღლე: 1.75 მეტრი 
                                              პარამეტრები: 81-65-86 

                                                      

                                             Rosie Huntington-Whiteley 
                                                სიმაღლე: 1.75 მეტრი 
                                             პარამეტრები: 86-63-89 

                                                   

კატეგორია: სურათები/ანიმაციები | ნანახია: 1293 | დაამატა: HazzasBitch❤ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4

(2013-01-07 1:45 PM)
* 4 queen♥M   [Entry]
ra kaia ))
zogi modlei ar momwoons )) sxvata shoris zogi magalic araa :dd