მთავარი » 2013 » თებერვალი » 10 » Wake Up With Us !
10:07 AM
Wake Up With Us !
WAKE UP WITH US !!!
ყველანი ადექით საწოლებიდან,
ერთი კარგად გაიზმორეთ და მოემზადეთ !!
ჩემი აქციის პირველი ნაწილი ..
მიხარია, რომ დაგაინტერესათ და
იმედია მოგეწონებათ :))

პირველ რიგში მინდა გითხრათ, რას შემოგთავაზებთ დღეს ..
1. დილის აერობიკა
2. ის რაზეც ბევრი ოცნებობს /პარიზის შესახებ/
3. რჩევები და დახმარებები
4. ინტერვიუ მასთან /დემი ლოვატოსთან/


1. დილის აერობიკა



2. ის რაზეც ბევრი ოცნებობს /პარიზი/
პარიზი .. ეს სიყვარულის ქალაქია .. 
პარიზი .. ეს მოდის ქალაქია ..
პარიზი .. ქალაქი რომელსაც არასდროს სძინავს ..
პარიზი .. ქალაქი, რომელშიც მოხვედრაზეც ბევრი ოცნებობს ..

როდესაც პარიზს ახსენებენ, პირველ რიგში რა გახსენდებათ? რათქმაუნდა .. მისი მშვენება .. ეიფელის კოშკი, რომელიც გუსტავ ეიფელმა ააგო და ძალიან საინტერესო ისტორია აქვს ...
გუსტავ ეიფელს ძალიან სურდა აეშენებინა ისეთი რამ, როგორიც არსად არ იყო .. ჯერ არც კი ჰქონდა მოფიქრებული როგორი უნდა ყოფილიყო, როცა საზოგადოებისგან კრიტიკა წამოვიდა .. გავრცელდა ხმა, რომ შენობა ლითონისგან უნდა ყოფილიყო დამზადებული, ხალხი კი ამბობდა "ამხელა ლითონის გროვა ჩვენ არაფერში გვჭირდებაო".. მაგრამ ქალაქის (პარიზის) მერია დათანხმდა კოშკის მშენებლობაზე და აიგო 300 მეტრიანი ეიფელი .. როცა მერიაში იკითხეს, თუ რატომ მისცეს გუსტავს "ლითონის გროვის" აშენების უფლება, მათ უპასუხეს: "შეიძლება, ეს კოშკი არაფერში გამოგვადგეს, მაგრამ ვცდით ბედს და ეს შენობა გაგვაქვს კონკურსზე" .. ამ შეჯიბრებაში სწორედ რომ პარიზმა გაიმარჯვა იმ პერიოდში ყველაზე მაღალი შენობისთვის ..




3. რჩევები და დახმარებები (ანონიმურობა დაცულია)
ツ ანი, მჭირდება შენი დახმარება .. ჩემ მეგობარს და მე ერთი და იგივე ბიჭი მოგვწონს, იმას მე მოვწონვარ და არ ვიცი რა ვქნა .. გიოს რომ დავუახლოვდე მარის დავკარგავ, და გიოზე რომ უარი ვთქვა, მას ... : ხ აღარ ვიცი რა ვქნა .. მიშველე გთხოვ !
ეხლა მომისმინე .. როგორც ვიცი შენ და მარი უკვე წლებია, რაც საუკეთესო მეგობრები ხართ, მე თუ მკითხავ მეგობრობა უფრო მნიშვნელოვანია, ხდება ხოლმე, მაგრამ მემგონი უკეთესი იქნება, თუ გიოს დივიწყებ, რადგან ეგეთი კიდევ მილიონი გამოჩნდება <3

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მეტი არავის არაფერი მოუწერია .. დარწმუნებული ვარ პრობლემები უფრო ბევრია, ნუ შეგრცხვებათ მოწერა, გთხოვთ <33


4. ინტერვიუ მასთან /დემი ლოვატო/
(პირველად ჩემივე თავისგან ავირე : დ)
ツმეツ დემი, შენ გყავს ძალიან ბევრი ფანი, ცოტაა ისეთი, რომელსაც შენი ვოკალი არ მოსწონს .. როგორი გრძნობაა, რომ გიცნობს ყველა ?
ツდემიツ დიდი ხნის მანძილზე ჩრდილში ვიდექი , არასდროს მეგონა თუ ასე დიდ წარმატებას მივაღწევდი .. ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც ხალხს უყვარხარ.. ამას ყველა ისურვებდა ..

ツმეツ როგორც ვიცი როდესაც პირველად კბილი ამოიღე დედას უთხარი რომ
ツდემიツ კბილი უკან ჩაებრუნებინა
ツმეツ ჰო, მართალია .. :დ ხომ არ გახსოვს, რატომ მოგივიდა ეს უცნაური აზრი ?
ツდემიツ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და არ მინდოდა კბილი დამკლდომოდა .. :დ

ツმეツ გაიხსენე კურიოზი შენი ცხოვრებიდან
ツდემიツ ყველაზე სამარცხვინო და აგრეთვე სასაცილო მომენტი იყო, როცა ერთ ერთი გადაღების დროს პლიაჟზე ბიკინი გამძვრა (იცინის) საბედნიეროდ მხოლოდ სელენა გომეზმა დამინახა ..

ツმეツ არ აპირებ საქართველოში ჩამოსვლას?
ツდემიツ ამაზე ბევრჯერ მიფიქრია, მინდა ჩამოვიდე, მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვერ ვახერხებ .. იმედია ახლო მომავალში შევძლებ ჩამოსვლას .. ბევრი მსმენია საქართველოზე და ვიცი, რამდენი ფანი მყავს .. ქართველებს ვპირდები, რომ მალე ვესტუმრები <3

ツმეツ და ბოლოს, რას ეტყოდი ლოვატიკებს?
ツდემიツ ჩემს ფანებს მინდა ვუთხრა და გადავუხადო დიდი მადლობა, რადგან მათ გარეშე მე არაფერი ვარ ..
უღრმესი მადლობა ლოვატიკებო !!
თქვენ საუკეთესოები ხართ !


შეიძლება ისეთი არ არის როგორსაც ელოდით, მაგრამ იმედია მოგეწონათ <3 
+ მჭირდება დამხმარე .. მე და ის მონაცვლეობით დავდებთ ხოლმე თემებს .. მსურველებმა მომწერეთ PM – ში <33
კატეგორია: TeenLover ♥ | ნანახია: 1325 | დაამატა: -Ani♡Del♡Rey | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 121 2 »

(2013-02-24 1:38 PM)
კიდევ დადე რააა