მთავარი » 2013 » ივნისი » 4 » We Love Sweat ♥
2:53 PM
We Love Sweat ♥


ჯერ გასწავლით სახლის პირობებში ნაყინის დამზადებას, რადგან ახლა ზაფხულია..


ნაყინი

პატარა ქვაბში გაადნეთ 100 გრამი კარაქი, გააცივეთ, კარგად ათქვიფეთ ორი ცალი კვერცხი და ნახევარი ჭიქა შაქარი ერთად, მიღებულ მასაში ჩაამატეთ გაცივებული კარაქი და კვლავ ათქვიფეთ, მანამ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. მერე დადგით გაზზე და ნელ-ნელა შეურიეთ რძე, თან ურიეთ. როცა მასა ადუღდება, ჩააყარეთ 2 ჩაის კოვზი კაკაო (თუ კაკაოს გარეშე გირჩევნიათ, შეგიძლიათ არ ჩაამატოთ). მოურიეთ კარგად, მანამ, სანამ ქაფის მაგვარი მასა არ გაქრება. დაელოდეთ გაცივებას, გაცივებული ნაყინის მასაში შეურიეთ ერთი შეკვრა ვანილი, კარგად მოურიეთ და შედგით საყინულეში.

უმჯობესია ნაყინი საღამოს დაამზადოთ, ღამის განმავლობაში უფრო კარგად გაიყინება. როცა ნაყინს საყინულედან გამოიღებთ, გააფორმეთ ხილით, შოკოლადით ან, თხილით, ან სამივეთი ერთად. ეს უკვე თქვენს გემოვნებასა და ფანტაზიაზეა დამოკიდებული...



გამდნარი შოკოლადის ნამცხვარი



შოკოლადი - 80 გრ
კარაქი - 50 გრ
შაქარი - 40 გრ
ფქვილი - 30 გრ

ფრანგულად Fondant ნიშნავს- გამდნარს.ამ ნამცხვრის 3 სახეობა არსებობს: თხევადი შიგთავსით, რომლებსაც მიირთმევენ თბილს, რბილი შიგთავსით და ასევე გამოუმცხვარი, რომელსაც უბრალოდ მაცივარში აციებენ. ამ სახეობებს აერთიანებს ერთი რამ: შოკოლადის და კარაქის დიდი რაოდენობა. უმარტივესი გასაკეტებელია, ყველა კომპონენტს აურევტ ერთმანეთში და გამოაცხობთ ღუმელში. ფქვილის მაგივრად შეიძლება ნუშის გამოყენება.
ინგრედიენტები გათვლილია 2 ადამიანზე.

გადავიდეთ მომზადებაზე.
გავადნოთ შოკოლადი და კარაქი.
2 კვერცხი ავთქვიფოთ 40 გრამ შაქარში,
დავამატოთ გამდნარი შოკოლადი
ჩავაყაროთ 30 გრამი ფქვილი და კარგად ავურიოთ.
ჩავასხათ კარაქით წასმულ ან ფქვილით მოყრილ ფორმაში.
გამოვაცხოთ 210 გრადუსზე 10 წუთი. ამ ნამცხვრის მირთმევა შეიძლება ნაყინთან ერთად.
თუ გამოვაცხობთ 15 ცუთი მაშინ შიგთავსი გამაგრდება და ამ ნამცხვრის მირთმევა შეიძლება ცივიც.




რაფაელო



ქოქოსის ფხვნილი - 300 გრ
მოხალული ნუში - 50 გრ (ან ნებისმიერი თხილი)
შედედებული რძე - 1 ქილა
მომზადება
მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი ერთ-ერთი ავტორის ნათია ნებუნიშვილის რეცეპტი.
რაფაელოს კანფეტების, რაც რეალურად მაროკოული ტრუფელის სახელით არის ცნობილი - მზადდება შემდეგნაირად:
300 გრ. ქოქოსის ფხვნილში ავურიოთ 1 ქილა შედედებული რძე. ამოვიყვანოთ პაწია ბურთები, ამ ბურთებში მოვათავსოთ თითო ნუში.. მივცეთ ისევ ბურთების ფორმა და მშრალ, ქოქოსის ხვნილის ფანტელებში გავაგოროთ.. ქოქოსის გრძელი ფანტელები აუცილებელია ბურთების ამოსავლებად, უფრო ლამაზს ხდის და ერთი შეხედვით ვერ გაარჩევთ რაფაელოსაგან.. მომზადებული ბურთები 4 საათით გავაჩეროთ მაცივარში.. თუ საჩუქრად გნებავთ ბურთები მოათავსეთ სპეციალურ ქაღალდში (რომელიც მაღაზიაში იყიდება,პაწია კექსის ზომისები).. გემოთი ჩვეულებრივ რაფაელოსაც კი სჯო
..



კომენტარებში დაწერეთ თუ რა დესერტი გინდათ გასწავლოთ შემდეგ სიახლეში...


LadyVampire
კატეგორია: SWEET ♥ | ნანახია: 1243 | დაამატა: QeTii | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4

(2013-06-04 10:24 PM)
* 4 Dona♡   [Entry]
ra kargi sakhelia♥
-mm♥