მთავარი » 2013 » ივნისი » 7 » We Love Sweet ♥
7:18 PM
We Love Sweet ♥
_____________________________
მარციპანი შოკოლადი

ნუში (გატეხილი) - 200 გრ.

შაქრის პუდრი - 90 გრ.

მწარე ნუშის ესენცია - რამდენიმე წვეთი

შოკოლადი - 150 გრ. - შოკოლადი შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენი სურვილისამებრ - მე გამოვიყენე მუქი შოკოლადი, 60%-იანი კაკაოს შემადგენლობით, შეგიძლიათ გამოიყენოთ სამარხვო

ნუში ჩაყარეთ ჯამში და დაასხით მდუღარე წყალი. წყალი რომ გაგრილდება, ნუშს შემოაცალეთ კანი- თითებს შორის მოაქციეთ ისე, თითქოს გაჭყლეტას აპირებთ და კანიც ადვილად გაძვრება.



კანგაცლილი ნუში ჩაყარეთ კომბაინში/ჩოპერში დააქუცმაცეთ მაქსიმალურად. შემდეგ დაამატეთ შაქრის პუდრი - ჯერ კოვზით აურიეთ და შემდეგ კომბაინის მეშვეობით. არ შეგეშინდეთ, თუ მშრალი მასა გამოვა. დაამატეთ ნუშის ესენციის რამდენიმე წვეთი და ისევ აურიეთ კომბაინის მეშვეობით - ეხლა კი მიიღებთ რბილ, ნამიან მასას.



ხელით გააკეთეთ ბურთის ფორმები, ან სხვა თქვენთვის სასურველი ფორმა (მაგალითად აგურის ფორმა :)) და დააწყვეთ კალკაზე ან საცხობ ქაღალდზე.



გაადნეთ შოკოლადი. ამისთვის საჭიროა ქვაბში ჩაასხათ წყალი და აადუღოთ. შემდეგ შოკოლადის სადნობი დადეთ ქვაბზე, ისე, რომ მისი ძირი ეხებოდეს ქვაბში ადუღებულ წყალს. თუ არ გაქვთ შოკოლადის სადნობი, შეგიძლიათ გამოიუენოთ მეორე, უფრო პატარა ქვაბი. დაყარეთ შოკოლადის ფილები და დროთა განმავლობაში მოურიეთ კოვზით.



გამდნარი შოკოლადი მოასხით თითოეულ ბურთულას (კოვზის მეშვეობით გვერდებიც შემოულესეთ) და შემდეგ ბურთები შეაწყვეთ მაცივარში. გააჩერეთ მინიმუმ 5 საათი (უმჯობესია მთელი ღამით დატოვოთ).


ბაუნტი

გახეხილი ქოქოსი-350 გრ
შედედებული რძე-1 ქილა
შოკოლადი- 200 გრ.



კოკოსი შევურიოთ შედედებულ რძეს. ამ მასისგან გავაკეთოთ გრძელი ფორმები.
დავადნოთ შოკოლადი წყლის აბაზანაზე და თითო ფორმა ამოვავლოთ შოკოლადში.
დავაწყოთ პერგამენტით დაფენილ ლანგარზე და გავაჩეროთ 1 საათი..

ნუტელა

კვერცხი - 2 ცალი
შაქარი - 3 ჭიქა
კაკაო - 2 ს/კ
ფქვილი - 4 ს/კ
ვანილი - დანის წვერზე
თხილი - 1 ჭიქა
კარაქი - 1 ჩ/კ
რძე - 2 ჭიქა
კვერცხი კარგად ავურიოთ შაქართან ერთად. დავამატოთ ფქვილი, კაკაო, დაფქვილი თხილი, კარაქი და ვანილი. ყველაფერი კარგად ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ რძე და ისევ კარგად ავურიოთ.


მიღებული მასა დავდგათ დაბალ ცეცხლზე და მუდმივად ვურიოთ, სანამ არ გასქელდება. ვერ იპოვით ვერანაირ განსხვავებას ნამდვილ "ნუტელასგან".

დაამოწმა:Queen♥A-მ

კატეგორია: SWEET ♥ | ნანახია: 1106 | დაამატა: QeTii | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5

(2013-06-08 1:50 PM)
* 5 Queen♥S   [Entry]
ra magaria^^ gavaketeb♥