მთავარი » 2013 » მარტი » 23 » Welcome To Reality
8:07 PM
Welcome To Reality
Welcome To Reality

რომ დავაკვირდი,კარგი გარეგნობის იყო თუმცა ძალიან ბავშობდა რაც მე მაღიზიანებდა. 
თუმცა არამგონია მასაც ნამდვილად მოვწონებოდი,უბრალოდ ალბათ მათთვის მორიგი  გასართობი ვიყავი და ამიტომ უბრალოდ შევეშვი.
-დავალებად რა მოგვცა? -მკითხა ელისმა და ჩემი ფიქრებიდან გამომარკვია. 
-არ ვიცი,არ ვუსმენდი. 
-რატო არ უსმენდი? 
- არ შეიძლება? 
-შეიძლება,უბრალოდ გამიკვირდა)) რა იყო ვინმე ხომ არ მოგწონს?
-ვინ უნდა მომწონდეს ელის,რა კითხვებს მისვამ?-ვუპასუხე უხეშად,რადგან ძაილიან გამაღიზიანა თავისი უაზრო შეკითხვებით. მივხვდი რომ ვაწყენინე,რაც მისი ლაპარაკის ტონში ვიგრძენი. 
-არავინ,დაიკიდე))-მიპასუხა და შეტრიალდა. 

-კაი ბოდიში,ვიცი რომ უხეშად მომივიდა უბრალოდ ხომ ხვდები არა. დაძაბული ვარ დღეს მთელი დღეა,ძალიან ვნერვიულობ
-ეგ არაფერი-მითხრა და გამიღიმა. 
როგორც იქნა ზარი დაირეკა და წიგნები ჩანთაში ჩავდე. ზარი დარეკილი არ იყო,რომ უკვე ვინჩესტერები გარეთ იყვნენ და კარებთან ვიღაცას უცდიდნენ. 
-არ აპირებ სკოლა დაათვალიერო? -მომართა ნიკმა.
-თქვენთან ერთად არა)) -ვუპასუხე და  ელისს ხელი გავუყარე. 
-კი ბატონო,არჩევანი შენზეა-მხრები აიჩეჩა და თავის ძმიანად წავიდა. 
-ესეიგი სკოლას ვათვალიერებთ ხო? -მკითხა ელისმა სიცილით.
-ეგრე გამოდის). 
კლასი დავტოვეთ და დერეფანში სიარული დავიწყეთ. 
-აი აქ არიან ჩვენი პარალელურკლასელები არიან-მითხრა და გვერდითა ოთახისკენ მიმითითა. 
უეცრად დერეფანში ის ბიჭი შევნიშნე,რომელიც გუშინ ვნახე. როგორც ჩანს მანაც დამინახა და ჩემკენ წამოვიდა.
-ჰეი,როგორ ხარ? -მკითხა და გადამკოცნა. 
-კარგად,შენ? არ ვიცოდი შენ თუ ამ სკოლაში სწავლობდი)) 
-ჰო არც მე ვიცოდი. რომელ კლასში ხარ? 
-მეათე B-ში,შენ? 
-მეც მეათეში ვარ,ოღონდ A-ში. გამიხარდა შენი ნახვა)) იმედია ხშირად შევხვდებით ხოლმე-თქვა თვალი ჩამიკრა და წავიდა. 
-მოიცა შენ ამას იცნობ? 

-არც ისე კარგად. გუშინ შემხვდა მაღაზიაში რომ ვიყავი და გზა მიმასწავლა. 
-აააა გასაგებია. 
უეცრად ჩვენკენ ერთი გოგონა წამოვიდა. 
-ჩვენი კლასელია,გაუღიმე!-ჩამჩურჩულა ელისმა და ის გოგონაც მოვიდა. 
-გამარჯობა გოგონებო))შენ ახალი ხარ ხო?-შემომხედა და აშკარად "ძალით" გამიღიმა. 
-კი,დღეს გადმოვედი. 
-რა გქვია? 
-ჰელენი,შენ? 
-ლუსი. რამდენის ხარ ელ? 
-17,შენ? 
-უი რა დამთხვევაა მეც. 

-აქ რატომ გადმოხვედი? -განაგრძო მან. 
-მამაჩემთან გადმოვედი საცხოვრებლად და)) აქამდე დედაჩემთან ვცხოვრობდი ეხლა კი მამაჩემს და ჩემს ძმას შემოვუერთდი. 
-ძმას? ძმაც გყავს? 
-აჰა. დეივიდი ჰქვია )) 
-შენი ძმა დეივიდ ბერნსი ხომ არაა? 
-კი და რა იყო? -გამიკვირდა მე. 
- არაფერი,უბრალოდ ეგ ძალიან პოპულარულია ჩვენთან)) გაგიმართლა-თქვა და გამიღიმა. 
მეც გამეცინა. 
-იცი სხვათაშორის მას არ ვიცნობ დიდი ხანია)) 2 დღეც არაა გასული თითქმის. 
-Wow,რა უცნაურია.ისე არც მე ვიცოდი თუ მას და ჰყავდა... 
-ჰო ეგ არცაა გასაკვირი-ვუთხარი და გავუღიმე. 
-შენ სად ცხოვრობ?
- ჩემს ძმასთან,სკოლასთან ახლოს,შენ?
-მეც აქვე ვარ. არ გინდა დღეს გამომიარო? 
-რავი,ვნახოთ. ჯერ ახალი გადმოსული ვარ და... 
-კარგი მაშინ ჩემს ნომერს მოგცემ და დამირეკე-მითხრა ლუსიმ და ნომერი ჩამაწერინა. 
-აუცილებლად))-გავუღიმე და დავტოვე. 
ირგვლივ გავიხედე და შევამჩნიე რომ ელისი წასულიყო.კლასში შევედი და ის მარტო იდგა,რატომღაც მოწყენილი მეჩვენა. 
როდესაც შეამჩნია რომ მასთან მივდიოდი,სხვაგან წავიდა.
 
მასთან წავედი,ხელი მოვკიდე და ვკითხე:
-ელის რა გჭირს?
-არაფერი,რა უნდა მჭირდეს?)) 
-აშკარად გაბრაზებული ხარ ჩემზე.
-ეგ ლუსის კითხე ვარ თუ არა შენზე გაბრაზებული)) მაგას უფრო ეცოდინება და თან ერთმანეთს კარგად ეწყობით.
-შენ რა ეჭვიანობ ? კარგი რა რა გჭირს))
-მემგონი უკვე გიპასუხე ლუსის კითხე თქო. 
-რა პატარა ბავშვივით იქცევი? უბრალოდ კლასელია და გავიცანი თუ შენგან უნდა ავიღო ნებართვა? 
-ჰაჰა)) თუ უბრალოდ კლასელია მემგონი შეგეძლო რომ ჩემთვისაც მოგექცია ყურადღება. 
-და საიდან მოიტანე რომ არ გაქცევდი? თუ უნდა გამოგკიდებოდი? - ვუპასუხე უფრო ხმამაღლად,რადგან ძალიან მიშლიდა ნერვებს. 
-არა უბრალოდ შეგეძლო ელემენტალურად მეც ჩაგერთეთ საუბარში. 
- და სად ჩამერთე როცა ადამიანი მეცნობოდა? რა პატარა ბავშვივით იქცევი? 
-ხოდა არამგონია პატარა ბავშვთან მეგობრობა გინდოდეს)) ნახვამდის-თქვა და კლასში შევიდა. 
ძალიან დავიბენი რადგან არ მეგონა თუ ესეთ რაღაცებს დაიწყებდა. გაკვირვებული წინდაუკან დადვიოდი დერეფანში. 
-რა ხდება,კარგად ხარ?-მოვიდა ჩემთან ლუსი.
-არაფერი არ ხდება,არ ინერვიულო-ვუპასუხე ცივად. 
-კარგი რა რაღაც არ გეტყობა)) მითხარი არავისთან ჩაგიშვებ ნუ ღელავ. ელისთან იჩხუბე?
-ჰო რაღაც მსგავსი. 
-რატომ? 
-არაფერი ისეთი. ისე რამდენ ხნიანი შესვენებია აქ? 
-ეხლა არის 20 წუთიანი. დიდი დასავენება კიდევ ნახევარ საათიანი. 
-აა,რა კარგია. 
-აჰა)) ისე დღეს მოხვალ ხო ჩემთან? 
-არ ვიცი,ალბათ კი. 
-ძალიან კარგი,გავერთობით. თან ელესაც გაგაცნობ)) 
-ეგ ვინაა?
-ჩვენი კლასელია,უბრალოდ დღეს სკოლაში არ არის. დღეს ჩემთან მოვა. 
-ძალიან კარგი-ვუთხარი და ძალით გავუღიმე. 
ვიმედოვნებ ძალიან ცუდად არ გამომივიდა ))
-კარგი წამო ეხლა კლასში ზარია 2 წუთში. 
არაფერი მითქვამს,უბრალოდ უკან გავყევი.
მართლაც ზარი ორ წუთში დაირეკა.
 ვინჩესტერები კვლავ არ ჩანდნენ გაკვეთილის დაწყებიდან 15 წუთი იყო გასული,თუმცა მაინც არ შემოსულან. 
ელისი ჩემგან გადაჯდა და ვიღაც პირველ მერხზე მჯდომ გოგონას მიუჯდა. 
მე რა თქმა უნდა არაფერი მითქვამს ჩემთვის ვიჯექი წყნარად და მასწავლებელს ვუსმენდი. 
გეოგრაფიის მასწავლებელი-ხანში შესული ქალი იყო და ჩემს ძმას თურმე იცნობდა. 
მანაც გამომკითხა რაღაცები ჩემზე და დამაბარა ძმა მომეკითხა. მეც ღიმილით ვუთხარი რომ აუცილებლად გადავცემდი ამას დეივიდს და კვლავ ჩემს ადგილას დავბრუნდი. 
უეცრად გოგონას ხმა მომესმა. 
-ელენ,ელენ გამოიხედე -მეძახდა ვიღაც და მეც უკან გავბრუნდი. თურმე ლუსი ყოფილა. 
-რა იყო? 
- არ გინდა ჩემთან გადმოჯდე? 
-აუ მეზარება რა. 
-კაი მაშინ მე გადმოვალ-თქვა და გაიღიმა
-კი ბატონო,უბრალოდ მასწავლებელი არ გაბრაზდება?
-არა ვერც შეამჩნევს-თქვა და გაიცინა. 
რამოდენიმე წამში უკვე ჩემს გვერდით იჯდა და უაზრობებზე მელაპარაკებოდა. ელისმა შეამჩნია ყველაფერი და უკმაყოფილო უკან გატრიალდა. 
-ვინჩესტერები სად არიან?
-რავი,ალბათ სადმე დაბოდიალობენ. ხო იცი მაგათ არ გაუჭირდებათ
-ააა,გასაგებია. 
-და მოიცა,შენ მოგწონს? 
-არა რა სისულელეა. უბრალოდ გამიკვირდა. 
-ხო მესმის შენი. არაუშავს შემოვლენ ერთ 5 წუთში ნახე:დ )) გეოგრაფია უყვართ.-თქვა და საათს დახედა. მართლაც,ზუსტად ხუთ წუთში კარი გაიღო და დეიმონი შემოვიდა.
-გამარჯობა მას)) როგორ ხართ? 
-კარგად შვილო,შენ? შენი ძმა სადაა?
-არ ვიცი,ცოტა შეაგვიანდება. 
მასწავლებელს არაფერი უთქვამს გაუღიმა და დეიმონიც დაჯდა. 
-რას შვრები? -მკითხა და გვერდით მომიჯდა. ლუსი კინაღამ გადავარდა. 
მივხვდი რომ არაფერი რომ არ მეპასუხა "ქაჯობა" იქნებოდა და ამიტომ მეც შევეცადე ზრდილობიანად მეპასუხდა.
-რავი აბა,შენ? 
-ვახ როგორი "Sweet"-ი ხარ,რამე გჭირს?
-არც არაფერი.
-ისე მომიყევი რამე შენზე კლასელები ვართ ბოლოსდაბოლოს-თქვა,ჩემსკენ მოიწია და ავტომატურად ლუსიც გადააგდო. 
-უკაცრავად,ხელს ხომ არ გიშლით?!-იკითხა გაცოფებულმა 
-ნამდვილად) უკეთესი იქნება თუ წახვალ აქედან. 
ლუსის არაფერი უთქვამს,უბრალოდ რაღაც ჩაილაპარაკა თავისთვის და დაგვტოვა.
-ზედმეტებიც წავიდნენ.-თქვა და წარბები აათამაშა. 
-მიდი ეხლა მოყევი რამე. 
-რავიცი აბა რა გითხრა? )) ჩვეულებრივი ადამიანი ვარ 17 წლის. 
-ვახ,მართლა? მე უფრო დიდი მეგონე. 
-ეს კომპლიმენტად მივიღო?
-როგორც გინდა. სხვა?
-სხვა რა გითხრა. ჩემს ძმასთან გადმოვედი ეს ერთი დღეა საცხოვრებლად და თითქმის არავის ვიცნობ. 
-და რატომ გადმოხვედი შენს ძმასთან?
-შენ რაში გაინტერესებს? 
-არ შეიძლება ვიცოდე? მინდა უფრ
ო მეტი რამ გავიგო შენზე-მითხრა და თავისი დიდი,ცისფერი თვალებით ამომხედა.
-ოჯახური პრობლემების გამო. აქამდე დედასთან ვცხოვრობდი. 
-აა გასაგებია. მე და ჩემი ძმა კიდე ბიძაჩემთან ერთად ვცხოვრობთ,რომელიც თითქმის არასდროსაა სახლში ასე რომ შეგიძლია შემოგვიარო ხოლმე. 
-მადლობა დაპატიჟებისთვის))** 
-არა მე მართლა გეუბნები. რომ მოიწყენ ხოლმე,ჩვენი სახლის კარგი ყოველთვის ღია იქნება შენთვის. 
-მადლობა აუცილებლად გავითვალისწინებ-ვუთხარი და მორცხვად გავუღიმე. 
-იცი სხვებს არ გავხარ)) 
-მართლა? საიდან დაასკვენი?
-თითქმის ყველა გოგო ჩვენს კლასში გაკვეთილებზე ტუჩსაცხს და ეგეთ რაღცებს იღებენ და იპრანჭებიან. შენ კი მაგის გარეშეც ლამაზი ხარ,თან რაღაცნაირი ხარ... გულახდილად მელაპარაკები)) 
- და რა იცი რომ არ გატყუებ? -გავიცინე. 
-ვგრძნობ-თქვა და თვალი ჩამიკრა. 
უეცრად ტელეფონი აზუზუნდა. ვუპასუხე და დეივიდის ხმა ვიცანი. იგი მთხოვდა რომ სახლში წავსულიყავი,რაც ძალიან გამიკვირდა. ვუთხარი რომ გაკვეთილზე ვიყავი,თუმცა მაინც არ დაიშალა. მეც ბოლოს დავთანხმდი და მასწავლებელს გავეთავისუფლე.
ამ დროს დეიმონი თვალს მადევნებდა,ბოლოს კი მკითხა:
-ჰეი,სად მიდიხარ?
-სახლში ჩემმა ძმამ მთხოვა წამოდიო. 
-აააა. არ გინდა გაგაცილო? 
-არა მადლობ,მივაგნებ როგორღაც. 
-რაღაც არამგონია-თქვა და უკან გამომყვა.
-სად მიდიხარ?
-მოგყვები,ვერ ხედავ?
-კი ბატონო.-ვუპასუხე და მხრები ავიჩეჩე. 
ლუსის დავემშვიდობე და კიბეებზე ჩავდიოდი. უეცრად დეიმონი სადღაც წავიდა და მეც ყურადღება აღარ მიმიქცევია ქვემოთ ჩავედი. 
-დამელოდე!-მომესმა მისი ხმა და მეც გადავწყვიტე დავლოდებულიყავი. სკოლის ეზოში ვიდექი მარტო და ველოდებოდი,როდესაც...

იმედი მაქვს მოგეწონათ<3 ძალიან დიდი ბოდიში რომ დავაგვიანე. ვიცი ეს თავი უინტერესო იყო,თუმცა ისეთი იდეები მაქვს რომ აუცილებლად მოგეწონებათ:დ დიდი ხანია ამის დადება მინდა,უბრალოდ მართლა ვერ მოვახერხე. იმედი მაქვს დააკომენტარებთ და თქვენ აზრს კომენტარებში გამოხატავთ. 
კატეგორია: Book | ნანახია: 1120 | დაამატა: YoungGal❤ | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 9

(2013-03-26 5:01 PM)
♥ dzaan magari iyoo ♥ male dade da me machuqe :*