მთავარი » 2013 » მარტი » 30 » Be Alright
4:31 PM
Be Alright
Be Alright
თავი 7
ყველაზე ემოციური თავი ამ ნაჯღაბნის ისტორიაში ..
შემდეგი 8 კომენტარზე
  
ჩართეთ რა და ისე წაიკითხეთ



’’ის წავიდა,დაგვტოვა’’ ამ დროის განმავლობაში სულ ეს სიტყვები მიტრიალებდა გონებაში....
სამი თვე გავიდა იმ დღის შემდეგ, რაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. უბრალოდ ყველაფერი ამოტრიალდა და უარესობისკენ, არა კატასტროფისკენ წავიდა. ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ რომ ეს მოხდა ან უბრალოდ არ მინდა დავიჯერო. ჩემს თავს მუდამ ვარწმუნებ რომ ეს არა არის სიმართლე, უბრალოდ მძინავს უკვე დიდი ხანია და საშინელი კოშმარს ვხედავ. ყოველ დილით როცა ვიღვიძებ მგონია დაბლა ჩასვლისას იქ მამაჩემი დამხვდება, რომელიც სწრაფად იყრის საჭმელს რომ სამსახურში არ 
ააგვიანდეს. როცა ახალ ნახატს დავხატავ ყოველთვის ვდგები და მივდივარ მამაჩემთან რომ შევაფასებინო მაგრამ ის არსად ჩანს , არსად არ არის! ხშირად წამომიყვირებია დაუფიქრებლად „მამა" როცა რამე მჭირდებოდა, მაგრამ პასუხს არასდროს არავინ მცემდა. არ ვიცი რა დავაშავე ისეთი ღმერთმა ესე რომ გამწირა და წამართვა ის ვინც ყველაზე მეტად მიყვარდა, ის ვის გამოც მიხაროდა, ცხოვრება ჩემი პირველი სიყვარული. წამართვა მამა. არა ის მხოლოდ მამა არყოფილა, არამედ ჩემი მეგობარი, მრჩეველი, კეთილისმსურველი, ის ყველაფერი იყო!  დედის მაგივრობასაც კი მიწევდა. მაშინ როცა არავის ესმოდა ჩემი ის მიგებდა და მეხმარებოდა. 
არ ვიცი როდემდე გავტან, ესე უბრალოდ, ჩემმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა ეხლა უკვე აღარაფერს აქ ჩემთვის მნიშვნელობა. სამხატვრო აკადემიაში ძალიან იშვიათად დავდიოდი, თუ მივდიოდი არავის ვეკონტაქტებოდი ვიჯექი ჩემთვის მასწავლებელს ვუსმენდი და ვხატავდი. აი სასაფლაოზე კი თითქმის ყოველთვის დავდიოდი იქ საათობით ვიჯექი და ველაპარაკებოდი მამაჩემს ვიცოდი რო მაინც ვერ გაიგებდა მარა ეს მაინც მამშვიდებდა იქ ბოლომდე ვიცლებოდი. 
საწოლზე ვიწექი და ვხატავდი როცა კარზე დედამ დააკაკუნა.
-შეიძლება?
-კი რათქმაუნდა- 
ვუთხარი და ნახატი გვერდზე გადავდე.
დედა შემოვიდა და საწოლზე ჩემ პირდაპირ ჩამოჯდა.
Tumblr_mjv6arqkdr1rkks3lo1_500_large
- რეიჩელ უნდა გელაპარაკო !
-კარგი მიდი- ვუთხარი თან არაფრის მთქმელი თვალებით ვუყურებდი.
-რეიჩელ.- დაიწყო დედამ შემდეგ გვერდზე გაიხედა და ჩემი ნახატი დაინახა ამაზე სახე შეეცვალა
-როდემდე უნდა იჯდე შენს ოთახში და ხატავდე ამ საშინელ 
სახეებს?- 
უკვე გაბრაზებული ტონით მკითხა დედამ 
Tumblr_mj56wvfzx31r392z9o1_500_large
Tumblr_mizq98v2qk1rf275uo1_500_large
-სამუდამოდ- ვუთარი მშვიდად და აუღელვებლად 
-და ამით რას მიაღწევ? დამიყვირა, თან სიმწრით სავსე თვალებით მიყურებდა.
-მე ესე მინდა- ვუთხარი, ისევ მშვიდან ყოველგვარი მიმიკის შეცლის გარეშე.
-არ ვიცი შენ რაგინდა , მე არ მომწონს ის რასაც აკეთებ , ახალგაზრდა ხარ გადი გაიარე , ვიქტორია ნახე რამდენი ხანია არ გინახავს, არც დაგირეკავს. 
შენ ის ეხლა ყველაზე მეტად გჭირდება, გჭირდება ვინმე ვისთანაც გულს გადააყოლებ და სხვა რამეზე იფიქრებ. სიცოცხლეს შენითვე იკლავ , ეს გინდა? გინდა რო მამაშენივით დაამთავრო?- მეუბნებოდა , მაგრამ არა, კი არ მეუბნებოდა არამედ გაყვიროდა. ვცდილობდი მშვიდად მიმეღო მისი ჩხუბი.
-გთხოვ გადი.
-არა აქ რაღაცის სათქმელად მოვედი და სანამ არ გეტყვი არსადაც არგავალ. მოკლედ ამ სახლიდან უნდა გადავიდეთ.
-იმედი მაქვს რომ ეს მომესმა.-
ეხლა უკვე აღელვებული დავიწყე ლაპარაკი ტონს მოვუმატე და სახის გამომეტყველება შევცვალე
-სულ გაგიჟდი ხო
? მე ამ სახლს არ დავტოვებ , არასოდეს ! მოგონებები , ყველაფერი აქ მაქვს , ერთადერთი ადგილი რაც მამასთან მაკავშირებს და შენ გინდა რომ აქიდან წავიდეთ ? 
დაგავიწყდა ყველა ის დრო რაც აქ ერთად გვაქ გატარებული? მამა არ განაღვლებს? ფეხებზე გკიდია ეს სახლი?
-მოიცა მოიცა, შენ გგონია ჩემთვის ადვილია ეს ყველაფერი? გგონია კარგად ვარ?- 
დედამ ტონი შეცვალა ხმას დაუწია და ნელ ნელა თვალებიდან ცრემლები სდიოდა.
-იცი რა ცუდია როცა იძინებ და ის არ გაუბნება „ძილინებისა" და შუბლზე თბილად არ გკოცნის ? ან იღვიძებ საწოლში და ის გვედით არ გიწევს არ გაუბნება „დილამშვიდობისა საყვარელო " ? გგონია ადვილია უყურო ყველა ნივთს ყველა კუთხეს და ის გახსენდებოდეს? 
ეს მოგონებები არ მასვენებს გესმის ? მჭამს შიგნიდან და მანადგურებს. რატომ გგონია რომ შენზე ნაკლებად მიყვარს მამაშენი და შენზე ნაკლებად განვიცდი ამ ამბავს?!
-მეზიზღება 4 სექტემბერი დღე როცა ეს მოხდა.-
კვნესით ძლივს ვთქვი და ხელი სახეზე მივიტანე ცრემლების მოსაწმენდად. 
ამის გამონებაზე დედაჩემი ერთიანად აიწვა ერთი ღრმად ამოისუნთქა და დაიწყო
-ეგ მეორედ აღარ გავიგოო. ეგ აღარასდროს თქვა გესმის? ეგ ერთ დროს ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემი და მამაშენის ცხოვრებაში. დღე როცა შენ გაჩნდი დღე როცა მამაშენმა პირველად აგიყვანა ხელში. როგორ უკანკალებდა ხელები, თვალებიდან კაშკაშა სინათლეს ასხივებდა, ისეთი ბედნიერი იყო .თან იმეორებდა -მეშინია, რომ გამივარდეს რა ვქნაო, მაგრამ მაინც აგიყვანა და მკერდზე მიგიკრა, არასოდეს მინახავს ისეთი ბედნიერი მამაშენი როგორიც მაშინ იყო , უაზროდ იღიმოდა პატარა ცხვირზე ცხვირს გაგისვავდა და გიცინოდა გელაპარაკებოდა. შენი დაბადების შემდეგ თითქოს თავიდან შეგვიყვარდა ერთმანეთი , ნეტა დაგენახა როგორ ნერვიულობდა როდესაც ვმშობიარობდი, რას არ გავცემდი კიდევ ერთხელ დამენახა მისი ბედნიერი სახე, როგორიც მაშინ ქონდა როდესაც შენ პირველად აგიყვანა ხელში რას აღარ მივცემდი ოღონდაც კიდევ ერთხელ განმეორებულიყო ის დღე. ორივეს გვენატრება , ძალიან მტკივნეულია მის გარეშე ცხოვრება , მაგრამ არასოდეს თქვა მეორედ რომ გეზიზღება ის დღე როდესაც გაჩნდი შენ ,რომ დაგენახა მამაშენი ბედნიერი სახე იმ დღეს. ეს დღე მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იყო. ყველაზე მეტად ეს დღე უყვარდა და ამაყობდა იმით რომ ამ დღეს გაჩნდი შენ, მისი უსაყვარლესი ქალიშვილი.- 
დედამ ლაპარაკი დაამთავრა ცრემლები ღვარღვარით ჩამოგვდიოდა მეც და მასაც არცერთი ხმას არვიღებდით ოთახში მხოლოდ ჩვენი სლუკუნის ხმა ისმოდა 
მერე დედაჩემი ადგა და ოთახიდან გავიდა 
მე მუხლებში თავი ჩავრგე და უარესად ავქვითინდი.
ცოტახანში უკვე ცრემლებიც ვეღარ მომდიოდა უბრალოდ ვიჯექი და ვსლუკუნებდი არ მინდოდა, არ მინდოდა აქ
დან წასვლა აქ არის ყველაფერი... მაგრამ იქნებ ზუსტად ეს არის ყველაზე დიდი უბედურება რომ აქაა ყველაფერი? იქნებ და დედა მართალია, იქნებ აქიდან გადასვლა ჯობდეს?! აქ რომ დავრჩე ამით დედას ძალიან დავტანჯავ რადგან მასაც აქ მოუწევს ყოფნა ამ მოგონებებთან, 
ტანჯვასთან და მწუხარებასან ერთად. ჩემთვის სულ ერთია სად ვიქნები მაინც ყველგან და ყოველთვის იქნება ის ჩემს გინებაში. არასდროს დამავიწყდება არცერთი მასთან გატარებული დრო. საათი. წუთი. წამი.
წამოვდექი და დედაჩემის ოთახისკენ წავედი სახელური ჩამოვწიე. მივაწექი მაგრამ არგაიღო მერე ტირილის ხმა გავიგე მიხვდი რომ დედაჩემი იყო კარებს მოყუდებული და ტიროდა
-დე შემომიშვი- 
ვუთხარი დაბალი ხმით
დედა ადგა გამოიწია და კარი გააღო
-ხო -
ცოტა უხეშად მითხრა 
-როდის გადავიდეთ?-
თბილად ვკითხე.
დედას ამაზე სახე გაუნათდა 
-მადლობ-
მითხრა თბილად და გულრწფელად
-რისთვის მიხდი მადლობას?
-იმისთვის რომ გამიგე-
მითხრა და გამიღიმა სევდიანად მაგრამ მაინც 
მე მივედი და ძალიან მაგრად მოვეხვიე
-მიყვარხარ
-მეც ჩემო პატარა.
ბინის ძებნას ჩვენ ვერ დავიწყებდით , აზრი არ ქონდა ამიტომ მამას თანაშემწეს ტესის ვთხოვეთ კარგ ადგილას , ნორმალური სახლი შეერჩია . ჩვენ კი ბარგის ჩალაგებას შევუდექით , ლამაზად დაკეცვის თავი ნამდვილად არმქონდა და პირდაპირ რაც მომყვებოდა ხელში ჩემოდანში ვყრიდი , მაგრამ ბეჭდები და სამკაულები ცალკე ჩავდე , ტანსაცმელი ერთად , ფეხსაცმელი ცალკე , ჩანთებიც ცალკე და ესე. ამ ყველაფერს როცა მოვრჩი ნახატებს მივადექი , რაც კი ოდესმე დამიხატია ყველა ნახატი ერთ უჯრაში მქონდა შენახული , ამოვიღე , ხელში ვატრიალებდი ვცდილობდი ერთ ზომაზე გამსწორბეინა ყველა ფურცელი როდესაც ერთი ნახათი გადმოვარდა . ეს ჰარის ნახატი იყო. ნახატს კარგად შევხედე , ლოგინზე ჩამოვჯექი და გულისყურით ვათვალიერებდი. გამახსენდა ის დღეები როცა მაიამიში ვიყავი. როცა ჰარი ვნახე პირველად წყალში. ღმერთო რა სულელი ვიყავი რატო მოვატყუე. გამახსენდა როგორ ვკამათობდით, როგორ მარცხვენდა სულ და როგორ მაგდებდა სულ უხერხულ სიტ
უა
ციებში, გამახსენდა ის დღე როცა დათვრა და მომიწია ჩემს ოთახში ათრევა, გამახსენდა რომ მითხრა ლამაზი თვალები 
გაქვსო
, ნეტა მართლა ეგრე ფიქრობდა? არა მგონია მთვრალი იყო! კიდევ გამახსენდა პირველად რომ დავხატე მერე-თვითმფრინავი . მათთან გამომშვიდობება...
190003_465052443542962_1679201649_n_large
Tumblr_mka3bfyxmg1s7g09co1_400_large
 მენატრება ის ძველი დრო , ჰარისთან ნიკთან და ვიქტორიასთან გატარებული დღეები მიამიში , მენატრება ჰარისთან ჩხუბიც კი , მისი დამცინავი სახეც, მუდამ რომ ცდილობდა რაღაცით გული ეტკინა , რაღაცით დაეცინა მაგრამ მე მაინც არვყრიდი ფარხმალს და მუდამ ვცდილობდი რაღაც ცუდში ისიც გამომეჭირა ვიცოდი მაინც არგამომივიდოდა მაგრამ მე მაინც ვცდილობდი. არა ეს ნახატი მე არ დამიხატავს , ეს დახატა გოგომ რომელიც იყო ბედნიერი , მხიარული , 
ქონდა ყველაფერი რაც მას სურდა და გოგო რომლის ერთადერთ
 საფიქრალი ის იყო რომ ეპოვნა სიყვარული , ნამდვილი სიყვარული. 
Now everything is change..
ადამიანთან რომელთანაც გავატარე მთელი ბავშვობა , ერთად გავიზარდეთ, ყველანაირი ტკივილი ერთად გადავიტანეთ , ის ადამიანიც არარის ჩემს გვერდით , თუმცა ვიკის ბრალი არც არაფერია , მე გადავწყვიტე ესე და არც არასოდეს შევიცვლი აზრს .. ნახატი დავკეცე , სხვა ფურცლებს შევურიე და ჩანთაში ლამაზად ჩავდე , ჩემი ოთახიდან ყველაფერი გამოტანილი და ჩალაგებული მქონდა უკვე , ეხლა ერთი რაღაც დამრჩა-დამშვიდობება აქაურობასთან . გული ძალიან მტკიოდა , ერთიანად გამირბინა ყველა მოგონებამ , გამახსენდა მამას ბედნიერი სახე დილით როცა ამოდიოდა, მაღვიძებ
-სკოლაში წასვლის დროა პრინცესა- მეტყოდა და შუბლზე მაკოცებდა. როგორ მომენატრა , რაც არ გავიღებდი ოღონდაც ის დრო დამებრუნებინა, მაგრამ გვიანია , საკმაოდ გვიანი. დანაშაულს ვეღარაფრით გამოვისყიდი , ჩემი ბრალია ! იმ დღეს არ უნდა გამეშვა სამსახურში, კიდევ, უფრო მეტად უნდა მეთხოვა დარჩი არ წახვიდეთქო და დარწმუნნებული ვარ დარჩებოდა მაგრამ სამწუხაროდ უკვე ის დრო წარსულს ჩაბარდა , ვიწყებ ახალ ცხოვრებას, არა შევცდი ! ვიწყებ ისევ დაბურულ, სიბნელით მოცულ ცოხვრებას , ოღონდ ამჯერად სხვა გარემოში. მოგონებებიდან შორს..
Tumblr_mkfnggwh081rc388po1_500_large
-დედა მზად ხარ?- ვუთხარი თან თვალებში მეტყობოდა როგორ მტკიოდა გული აქაურობას,რომ ვტოვებდით , დედამ ეს შეამჩნია მოვიდა, ხელები მკლავებზე მომხვია და მითხრა :
-ვიცი ძნელია , მაგრამ ერთად ყველაფერს შევძლებთ.- მე უბრალოდ გავუღიმე და ქვემოთ ჩვედით ყველაფერი ჩავაწყვეთ დედამ ბოლოჯერ შეხედა სახლს , ღრმად ჩაისუნთქა მომეხვია, მეც გავუღიმე და მანქანა
ი ჩავჯექით , არ მინდოდა . ბევრი ვეცადე არ მეტირა მაგრამ ვერ გავუძელი ცრემლები 
გადმოცვივდა თვალებიდან , ღმერთო როგორ მტკოიდა გული. ეს ძალიან რთული იყო. 
დედამ მანქანა რაღაც უზარმაზარი სახლის წინ გააჩერა 
მანქანა
-ეს არის?
-ხო შვილო ეს მისამართია და ალბათ ეს არის.
-და ამხელა რათ გვინდოდა? მე მარტო 1 ოთახიც მეყოფოდა.
-შენ ყოველთვის გიყვარდა დიდი სახლი, სულ იმას ამბობდი რა კარგია დიდი სახლი რო გვაქვსო
-მაშინ დიდი სახლი მჭირდებოდა წვეულებები, მეგობრების შეკრებები მაგრამ ეხლა. უკვე ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.-
დედაჩემმა ამოიოხრა და მანქანიდან გადმოვიდა
ბარგი გადმოვიტანეთ ძლივს და სახლში შევედით 
-მოგწონს?
მკითხა დედამ, თან აქეთ იქით იყურებოდა სახლს ათვალიერებდა
-სულერთია
ვუთხარი მე და მეორე სართულზე ავედი ჩემი ოთახის ამოსარჩევად
სათითაოდ დავიარე ყველა ოთახი ბოლოს ერთ ოთახში შევედი. მუქ ფერებში იყო ბნელი და ძალიან მყუდრო.
Tumblr_mizj0z4ozk1rvdke3o1_400_large
-აი ეს იქნება ჩემი ოთახი- 
ვთქვი ჩანთა შევიტანე და ფარდა გადავწიე
1621_461325743941887_1943747736_n_large
-მმმმმმ... მაინც და მაინც არქონია ამ ოთახს კარგი ხედი.
ჩავილაპარაკე ჩემთვის ფანჯარა პირდაპირ გვერდზე მდგომ სახლს უყურებდა მაგრამ ჯანდაბას ხედი, ძალიან მომწონს ეს ოთახი! 
დაბლა ჩავედი, რაც მანქანაში ბარგი იყო გადმოვიტანე და ჩემები ჩემს ოთახში წავიღე. ტანსაცმელი ამოვყარე და ყველაფერი ძირს დავყარე, მეზარებოდა დალაგება და უჯრებში შედება. ხვალ ჩვენი მოახლე მოვიდოდა და ყველაფერს ის მიხედავდა. 
ჩემი ნახატები ავიღე და რაღაც უჯრაში ჩავდე ყველა. 
მეორე დღეს კლარაც მოვიდა და ყველაფერი მოაწესრიგა.
ჩემი ოთახი მომწონდა მაგრამ არა რაღაც აკლდა.. სიცარიელეა...მმმმმმმ... 
-აჰაა მივხვდი რაც მჭირდება- წამოვიყვირე და ფოტო ალბომს ვეცი, ამოვიღე ყველა ფოტო რაც მე და მამას ერთად გვქონდა გადაღებული და კედლის ერთ ნაწილში გავაკარი ყველა. 
-ჰმმმ.. ასე უკეთესია ვთქვი და ოთახიდან ჩავედი.
-სად მიდიხარ?-
გავიგე ხმა
-სასწავლებელში
-კარგი წადი ჭკუით
სახლიდან გავედი და მანქანასთან მივედი. ამ მანქანაში პირველად ვჯდებოდი იმის მერე რაც მამამ მაჩუქა,მანქანა დავქოქე და გასვლისას მეორე ეზოდანაც გამოვიდა მანქანა , რომელმაც გზა გადამიღობა 
-ეი ვერ ხედავ რომ მივდივარ? დავუყვირე და ფანჯარა ჩამოვწიე , მან პასუხი არ გამცა , ნერვები მომეშალა მანქნიდან გადმოვედი და მასთან მივედი .. მან ფანჯარა ჩამოწია . სადაც იყო ჩხუბი უნდა დამეწყო როდესაც სახე მიმეყინა.


ჰარი არაა :D რა გველი ვარ :D

კატეგორია: Book | ნანახია: 1856 | დაამატა: HazzasBitch❤ | რეიტინგი: 4.0/4
სულ კომენტარები: 8

(2013-04-01 4:38 PM)
გააგრძელე smile