7:33 PM Welcome To Reality | |
"ჰეი. მიხარია რომ დაბრუნდი მამა. მე წასული ვარ და მალე მოვალ. პიცა მაცივარშია და ჭამე თუ გინდა" გამეცინა. მეორე ოთახში გავედი,თუმცა მაგუცბად ხმაური მომესმა. იქ დავბრუნდი,სადაც რამოდენიმე წუთის წინ ვიყავი და მამაკაცი,ქალთან ერთად დავინახე. როდესაც მან შემამჩნია ქალი ხელიდან დააგდო. - ე,შენ ვინ ხარ? -მომმართა როდესაც კარგად ამათვალიერა. -ალბათ დეივიდი ხო? -ძლივს ამოვღერღე -საიდან მიცნობ? -სიმართლე გითხრა ნორმალურად არ გიცნობ. არც კი მახსოვს ბოლოს როდის გნახე.... -და მაშინ რა გინდა აქ? ან როგორ შემოხვედი? -მე შენი და ვარ. უფროსწორად ნახევარდა-წარმოვთქვი ძლივს ეს სიტყვები და მას ავხედე. ძალიან მაინტერესებდა როგორი რეაქცია ექნებოდა. -ჩემი და? რაღაც არ მახსოვხარ-თქვა და რამოდენიმე წამის განმალობაში სიჩუმე ჩამოვარდა. -მემგონი გამახსენდი! ჰელენი არა? -კი. მე ნამდვილად ჰელენი მქვია -კარგი ჰელენ აქ რა გინდა? ეხლა არ მითხრა მომენატრეო თორემ ავტირდები. -თქვა და გაიცინა. მისმა სიცილმა თითქოს ოთახში დაძაბულობა მოხსნა. -სიმართლე გითხრა არ მოველოდი შენგან ასეთ თბილ დახვედრას. საერთოდ ჩემს ძმასთან შეხვედრა სულ სხვანაირი წარმომედგინა... )) -სხვათაშორის დეივიდი საერთოდ არ არის ესეთი. ის ძალიან კარგი ადამიანია,გეტყობა რომ არ ნორმალურად არ იცნობ-ჩაერთო საუბარში გოგონა,რომელიც დეივიდს ახლდა და მე ეხლახან შევამჩნიე. -კარგი ეხლა სარა,არ გამაწითლო -ისე,დიდი ბოდიში ესე რომ ჩაგეჭერით საუბარში. მე სარა ლოკვუდი ვარ. იმედი მაქვს დავმეგობრდებით -სასიამოვნოა)) -წარმოვთქვი და უხერხულად შევიშმუშნე,რადგან არ მსურდა ჩემს ძმასთან პირველი დიალოგი ვინმეს მოესმინა. ეს აშკარად სახეზე მეწერა და ჩემმა ძმამ სწორად წაიკითხა. -კარგი სარა წამოდი,ეხლავე მოვალ ჰელენ სახლი არ გადაწვა კარგი? -ჰაჰ,კარგი. სხვათაშორის არც-ისეთი პატარა ვარ როგორც გგონია ძმაო-ვუპასუხე ღიმილით. -ძმაოო. რა კარგად ჟღერს-გაიცინა დეივიდმა და სარა გააცილა. სახლს თვალი კვლავ შევავლე. ჩანთა მოვიხსენი და დივანზე დავდე. იქაურობას კიდევ ერთხელ გადავხედე. ირგვლივ მამაჩემისა და დეივიდის სურათები იყო გაკრული. აგრეთვე ჩემი ბავშვობის რამოდენიმე სურათიც შევნიშნე,რაც ძალიან მესიამოვნა. სურათთან ახლოს მივედი და მასზე დეივიდი ამოვიცანი. პატარა ქერა ბიჭი თაფლისფერი თვალებით ძალიან მესიმპატიურა. გვერდით გადავინაცვლე,სადაც ბევრი სხვა სურათი იყო განთავსებული. ძირითადი ადგილი მე და მამას გვეჭირა. სურათზე დედაც იყო გამოსახული. სამივენი ბედნიერები ვიყავით,რადგან ვიცინოდით. დავიჯერო მამას აღარ აქვს დედის მიმართ გრძნობები?! მას ხომ ცოლი მას მერე აღარ მოუყვანია?! ფიქრებში იმდენად გავერთე,რომ ვეღარ შევამჩნიე როგორ დაბრუნდა დეივიდი. -ჰეი. -უკვე მოხვედი? -ჰო. -მიპასუხა და სავარძელზე დაჯდა. -აბა დაიკო მითხარი აქ რამ მოგიყვანა? -იცი,გრძელი ამბავია და ძალიან მიჭირს... -შეგიძლია მენდო. მე ხომ შემი უფროსი ძმა ვარ-მითხრა და გაიცინა. -კარგი შევეცდები ბოლომდე გახსნილი ვიყო. იცი ეს საერთოდ არ მჩვევია. მოკლედ დედა მეორედ გათხოვდა და პატარა დები მყავს. მამინაცვალს და დედას კი,ისეთი შთაბეჭდილება მრჩება თითქოს არ ვუყვარვარ და გადავყწვიტე მამასთვის დამერეკა. მას დავურეკე და მირჩია შენთან წამოვსულიყავი. და აი მეც აქ ვარ:) -ააა,გასაგებია. ესეიგი აქ აპირებ ცხოვრებას? -ეგრე გამოდის. -ძალიან კარგი. Welcome Home sister-დაიყვირა და ხელში ამიყვანა. ბოლოს როგორც იქნა დამსვა. -ისე სკოლაზე რას აპირებ? -უი ამაზე საერთოდ არ მიფიქრია,არის აქ სადმე ნორმალური სასწავლებელი? -სხვათაშორის კი. არის ერთი სკოლა,სადაც მე ვსწავლობდი. თუ გინდა წაგიყვან ხვალ და მოგაწყობ,ოღონდ... - ოღონდ რა? -იცოდე არ შემარცხვინო,თორემ სახლიდან გაგაგდებ-მითხრა და გაიცინა. -კარგი შევეცდები-ვუთხარი და მეც საპასუხოდ გავუცინე. უეცრად კარებზე ზარი გაისმა. -აუ ძაან გთხოვ რა გააღე. უკვე ამ ოჯახის დიასახლისი ხარ-მითხრა დეივიდმა და მეც კარების გასაღებად წავედი. წინ მაღალი,მწვანეთვალება ბიჭი წარმომიდგა. -ვა,შენ დეივიდის ახალი ნაშა ხარ? -მითხრა ცინიკურად. -ოე,წესიერად ილაპარაკე)) ჩემი დაა -სერიოზულად? ვა აქამდე არ გყავდა და როდის მოასწრეს შენმა მშობლებმა? როგორც ჩანს დეივიდის ძმაკაცი ძალიან "ხუმარა" იყო)) -გაიცანი ეს ჰელენია. -მიუთითა მან ჩემზე. -ეს კი დინია-გამაცნო ის ბიჭი. -სასიამოვნოა)) -ვუთხარი და ძალით გავუღიმე . -კაი ბოდიში,არ მეგონა მართლა დეივიდის და თუ იყავი,თორემ არ გაწყენინებდი -არაუშავს. -კარგი მე ზემოთ ავალ და მოვეწყობი -რატო დარჩი აქ არ გინდა გამეცნო? -ჩაერთო საუბარში დინი. -მართალს ამბობს ელენ,დარჩი. -კარგი-ვუთხარი და გვერდზე მივუჯექი. -რამდენი წლის ხარ? -ჩვიდმეტის,შენ? -პატარა ყოფილხარ ჩემთან შედარებით,თუმცა არც ისე. შენი ძმის ხელა ვარ. -ანუ? -ვუთხარი და უხერხულად გავუღიმე. -22 წლის. რა გჭირს,შენს ძმას არ იცნობ? მინდოდა მეპასუხა არა თქო,მაგრამ თავი შევიკავე. -შეყვარებული გყავს? -არა და არც ვაპირებ უახლოეს მომავალში მყავდეს)) -გულახდილად ვუპასუხე. საერთოდ თავი დაკითხვაზე მეგონა,თუმცა მაინც ვცდილობდი მისი უხერხული კითხვებისთვის გულწერფელად მეპასუხა. -ვა საერთოდ არ გვგავხარ არც მე და არც შენ ძმას. -რატომ ? -დავინტერესდი მე. -მაგ კითხვაზე პასუხს მალე მიიღებ-მიპასუხა და თვალი ჩამიკრა. დეივიდი ამ მთელი უინტერესო დიალოგის განმალობაში ჩუმად იყო და უბრალოდ იღიმოდა. -ჰელენ რომელ სკოლაში აპირებ შესვლას? -არ ვიცი,დეივიდმა მირჩია მის სკოლაში შევსულიყავი... -ისე ხომ იცი,კარგი რაღაც ურჩევია შენთვის. თან დეივიდი შენს სკოლაში ძალიან პოპულარულია. -რატომ,რა გააკეთა ეგეთი? -არ უთქვამს? მე და დეივიდი სკოლის ფეხბურთის ნაკრებში ვიყავით და ბევრი თასი გვაქვს მოგებული. -ვა,ყოჩაღ თქვენ)) -ისე სხვათაშორის მე შენხელა და მყავს,რომელიც ჩვენს ყოფილ სკოლაში სწავლობს. იმის კლასში შედი არ გინდა? -ისე მართალია დინი. ელისი ძალიან კარგი გოგოა))თუ გინდა დავურეკავთ ეხლა და ამოვიყვანთ,გინდა? -ვა საღოლ,ძმაო. ხო მართლა დავურეკავ ეხლავე მაცადეთ-თქვა დინმა და მობილური ამოიღო. მათი დიალოგისთვის არ მომისმენია,რადგან ტელევიზორს ვუყურებდი სადაც ჩემი მამინაცვალი რაღაცას ამბოდა. თუმცა მე ეს უკვე აღარ მაინტერესებდა. -2 წუთში ელისი აქ იქნება,იმედია დამეგობრდებით. საერთოდ არ მომწონდა ესეთი გაცნობები,რადგან იძულებული ვიქნებოდი ამ ადამიანთან მემეგობრა,თუმცა სხვა რა გზა მქონდა ჩემს ძმას,რომელთანაც მხოლოდ ერთი დღეა რაც ვცხოვრობ იმედებს ხომ არ გავუცრუებდი? ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც კარებზე კაკუნის ხმა გავიგე და ... იმედია მოგეწონათ<3 დიდი მადლობა ამხელა ყურადღება რომ გამოიჩინეთ და დააკომენტარეთ,ძალიან გამახარეთ^^ ამ თავს 2 საათია რაც ვდებ,მეტი თუ არა და იმედია არც ეხლა დაგენანებათ კომენტარები და გაგრძელების საშუალებას კვლავ მომცემთ <3 მიყვარხართ^^ | |
|
სულ კომენტარები: 11 | 1 2 » |
|