5:36 PM Be Alright | |
Be Alright ..თავი 6.. ამ თავს 8 კომენტარი თუ არ აუგროვდება ახალი თავზე არც იფიქროთ .. ---------------------------------- თავი 6 : Dark დილით გავიღვიძე თუ არა პირდაპირ კალენდარს მივაშტერდი , 2 კვირაში 18 წლის ვხვდებოდი , ამ გამოფენის გამო საერთოდ აღარ მახსოვდა. ძალიან მინდოდა უზარმაზარი წვეულება ! ასე რომ ეხლა აუცილებელად მამა უნდა დავიყოლიო, თუმცა ის ისეთი კარგი მყავს ვიცი,რომ აუცილებლად დამთანხმდება ზედმეტი თხოვნების გარეშე. ღამის პერანგი გამოვიცვალე, სააბაზანოში შევედი და მერე ჰოლში გავედი. მამა უკვე ამდგარიყო და საუზმეს მიირთმევდა. მივედი ჩუმად მივეპარე და ხელი პირდაპირ საჭმელისკენ წავიღე , ისე მოვპარე ნამცხვრის ნატეხი ვერ შეამჩნია მაგრამ შემდეგ გამომხედა და გამიცინა. -დილამშვიდობის ! -ვუთხარი სიცილით და ვაკოცე ლოყაზე -ესე ადრე რამ აგაყენა?- გაკვირვებულმა მკითხა -ჩემს უსაყვარლეს მამასთან სალაპარაკო მაქვს,-ვუთხარი ეშმაკური სახით -აბა გისმენ ჩემო აფერისტო -ესეიგი 2 კვირაში გახსოვს რა ხდება?! -ვუთხარი და იმედი მქონდა,რომ აუცილებად ემახსოვრებოდა. -რათქმაუნდა , ჩემი გოგონა 18ის ხდება ! ამას რა დამავიწყებს მითხრა და გამიღიმა. -ხო მაგრამ იცი, აი დიდი წვეულება მინდა- ვუთხარი მოწყენილი სახით და უცებ გავეკრიჭე , ძალიან მინდოდა დამთანხმებოდა -რათქმაუნდა , შენი დღე იქნება და რაც გინდა ის გააკეთე , მე არაფერს დაგიშლი. -ყველაზე კარგი ხარ მამა, ყველაზე კარგი !- მივეხუტე .წამიანი შეჩერების შემდეგ კი ვუთხარი -კარგი ეხლა ვიკის დავურეკავ და წავალ კაბის შესაკერად -კარგი მიდი.-მითხრა, მე კი სახე მოვღუშე -ფული გინდა არა ? ხო ხო მიდი საფულე გამომიტანე- მითხრა სიცილით , მეც იმ წამსვე წამოვხვტი და მისი ოთახიდან გამოვუტანე , არასოდეს მის ნივთებში არ ვიჩხრიკები უკითხავად. -რამდენი მოგცე? -ნუ არ ვიცი . -აჰა აიღე, მომაწოდა მისი საკრედიტო ბარათი , -აი რამდენიც გინდა დახარჯე. -ძალიან მიიყვარხარ ! ვუთხარი და ბარათი სასწრაფოდ გამოვართვი , სირბილით გავიქეცი ჩემს ოთახში და ვიკის დავურეკე -მალე მოემზადე და ჩემთან გელოდები ! -რახდება რომელი საათია ჯერ მხოლოდ 12ია გაგიჟდი ?- მითხრა ნამძინარევი ხმით -მიდი მიდი მალე ! ნახევარ საათში აქ იყავი ! -ხო კარგი . Harry's P.O.V. ბიჭებო ეხლა რეპეტიცია როცა მორჩება ყველანი მიდიხართ სტელასთან, ზომები უნდა აგიღოთ ტანსაცმლისთვის. რამდენიმე დღეში გამოსვლა გაქვთ.-(მენეჯერი) -და თვითონ ვერ მოვა?-დაიწუწუნა ზეინმა -ვერა რაღაც პრობლემები აქვს ამიტომ თქვენ უნდა მიხვიდეთ. -აუ კარგით რა (ნაილი) -ნუღარ წუწუნებთ არაფერი არ მოგივათ.არ დააგვიანოთ, მალე იქ უნდა იყოთ. -მკაცრად გაგვაფრთხილა მენეჯერმა და წავიდა. Rachele's P.O.V. სანამ ვიკი მოვიდოდა , აბაზანაში შევედი და წყალი გადავივლე, ეს ძალიან მამშვიდებდა.დაახლოებით ათი წუთი ვნებივრობდი წყლის ქვეშ, შემდეგ სახე მოვიწესრიგე , ტანის გელი წავისვი და გარდერობში შევიხედე. ვფიქრობდი რა ჩამეცვა. ვერაფერი მოვიფიქრე და დედას დავუძახე , ის ყოველთვის კარგ რაღაცეებს მირჩევს. -დე დე- დავიყვირე ბოლო ხმაზე , ის კი გიჟივით ამოვარდა. -რახდება გული გამისკდა -არაფერი უბრალოდ ვერაფერი ავარჩიე რა ჩავიცვა და დამეხმარე რა- ვუთხარი მოღუშული სახით -ოხ , მოდი მოდი მაჩვენე აბა, გარდერობთან მივიდა და თვალიერება დაიწყო , დიდი ხანი არც უფიქრია პირდაპირ გამომიტანა ჯინსის შორტი, კრემისფერი მოჩაჩული ბრეტელებიანი მაიკა და „თეთრი" კეტები. , თან ისიც დამიმატა რომ რეიბანები გამეკეთებინა რადგან ძალიან მოუხდებოდა დედას არჩევანი ძალიან მომეწონა. -კარგი დე , გადი ეხლა გამოვიცვლი ვუთხარი და ვაკოცე ლოყაზე , ისიც უსიტყვოდ გავიდა , მე ჩაცმა დავიწყე , მალევე მზად ვიყავი . არანაირი მაკიაჟი , თმა მაღლა ავიწიე ეგრედწოდებული „აწეწილი კოსა" გავიკეთე , ჩანთა ავიღე , ტელეფონი და ბარათი ჩავაგდე და ქვემოთ ჩავედი. ვიკი კიდევ არ მოსულიყო ამიტომაც დავურეკე. -სად ხარ ? -კარები გამიღე მითხრა სიცილით- მეც გავუთიშე და კარები გავუღე, შემოსვლა არ ვაცადე იმ წამსვე გარეთ გავედი და ისიც წამოვიყოლე. - ეი ეი სად მივდივართ ?- მითხრა სიცილით -ესეიგი , 2 კვირაში ხო არის ჩემი დაბადების დღე , ხოდა ეხლა ვინმე ცნობილ ძალიან კარგ დიზაინერთან უნდა მივიდეთ კაბის შესაკერად , შემდეგ შოპინზგე წავიდეთ , კაფეში დავჯდეთ , მოკლედ კარგი დღე გველის ! -ვუთხარი და ხელი გადავხვიე.მან უბრალოდ გაიცინა და ტაქს დაუქნია ხელი. -საით გნებავთ ? -სტელა მაკარტნის ოფისი იცით სად არის? -რათქმაუნდა, ბოიდის ქუჩაზეა. -არც ისე შორს ყოფილა , კარგით მიგვიყვანეთ მანდ . Harry's P.O.V. -სტელა მოვედით! -შევარდა ჟრიამულით ლუი -ძალიან კარგი, დაღლილები იქნებით აგიღებთ ზომებს და მალევე გაგიშვებთ. აბა რომლიდან დავიწყოთ? -ჩემგან რა მეჩქარება ტეილორს უნდა შევხვდე და ბარემ წავალ-წამოვიძახე მე -კარგი მოდი-სტელამ ზომები ამიღო,ცდილობდა სწრაფად ექნა რადგან ესე ვთხოვე -კარგი დიდი მადლობა -ვუთხარი და გამოვედი. Rachele's P.O.V. ტაქსი გაჩერდა -აიი ეს არის გოგოებო -დიდი მადლობა ვუთხარით, ფული გადავიხადეთ და ჩამოვედით. როგორც კი შევედით სახე გამეყინა ღმერთო ONE DIRECTION ბიჭები. ლიამი, ლუი და ზეინი, მაგრამ ჰარის და ნაილს ვერ ვხედავდი. ნეტა ისიც აქ არის? გული ამიჩქარდა 2 თვეა არ მინახავს, არვიცოდი მინდოდა თუ არა მისი ნახვა. -ვიქტორია ხედავ ამათ?-ჩუმად ჩავჩურჩულე ვიქტორიას -აბა რა.-მითხრა და უხერხულად დაიკრიჩა ჩვენ მათთან ახლოს მივედით. -გამარჯობა-მხიარულად მოგვესალმა ლუი -გამარჯობა მეც გავუღიმე -ხო არიცით სტელა სად არის? -კი ნაილს უღებს ზომებს-მითხრა ზეინმა სავარძელიდან წამოდგა და ღიმილით გვითხრა -აი მოდით დაბრძანდით დაელოდეთ-ამაზე დანარჩენებმა სიცილი ატეხეს -მადლობა- გამომწვევად უთხრა ვიკიმ და ისიც დაჯდა, მეც მივყევი მას. რაღაც უხერხული სიტუაცია შეიქმნა, სიჩუმე ჩამოვარდა, მე კი ყოველ წამს აქეთ იქით ვიყურებოდი, ჰარის ვეძებდი მაგრამ არსად ჩანდა. ვიქტორიამ ხელზე ხელი მომიჭირა და ჩუმად მითხრა -გეყო. ალბად მიხვდა ჰარის, რომ ვეძებდი თვალებით ამ დროს სტელაც გამოჩნდა -გამარჯობათ ვთქვით და ფეხზე წამოვდექით -იყავით იყავით გვითხრა ღიმილით, ერთი დამრჩა, ზომებს ავუღებ და თქვენც მოგხედავთ -კარგით ვუთხარი და ისევ ჩვენი ადგილები დავიკავეთ -ზეინ მოდი აქ დაუძახა სტელამ და ზეინიც გაიყვანა,დავინახე ლიამმა როგორ შემოგვხედა და გაგვიღიმა , სასიამოვნო ბიჭი იყო . უცებ ლუი ჩვენთან მოვიდა და ხელი გამომიწოდა დავიბენი ვერ მივხვდი რა უნდა მექნა წამიანი პაუზის შემდეგ კი ლუიმ თქვა -მე ლუი, აი იქით ლიამია და ხელით მიგვითითა- ლიამს გაეცინა და ხელი დაგვიქნია გამეღიმა და მეც ხელი ჩამოვართვი -მე რეიჩელი -ლამაზი სახელია -მადლობ გამიღიმა ლუიმ და ვიქტორიასკენ გადაინაცვლა გასაცნობად.ამ დროს ნაილიც გამოვიდა, რატომღაც ვიფიქრე რომ უცნაურად გვიყურებდა.სტელას გამოსვლამდე არც ლუის და არც ჩვენ ხმა არამოგვიღია, მალე ზეინიც გამოვიდა -წავედით? (ზეინი) - კი ბიჭებმა სტელას მადლობა გადაუხადეს -ნახვამდის გოგოებო. მოგვაძახა ლუიმ და ოთახიდან გავიდა,როგორც ჩანს ჰარი უკვე წასულია, მაგრამ იქნებჯერ კიდევ აქ არის .სტელამ თავისთან შეგვიყვანა , მაგიდასთან დაჯდა , კალამი და ფურცელი აიღო. -აბა რა გნებავთ მკითხა თან თავაზიანად გაგვიღიმა -2 კვირაში 18 ის ვხვდები, რაიმე კარგი გამომწვევი კაბა მინდა . და არამარტო ჩემთვის , ვიქტორიასთვისაც -ვუთხარი და ვიკის შევხედე , მან უბრალოდ გამიღიმა . -კარგით , და როგორი ფერი ? -კრემისფერი მინდა მე თან გრძელი კოჭებამდე , და ვიკი შენ? ვკითხე და ინტერესით სავსე თვალებით გავხედე -მე ალბად შავი , ან თუმცა არა , მუქი იასამნისფერი იყოს ოღონდ მე მოკლე მინდა თქვა მან. -ძალიან კარგი გოგონებო , მოდით ეხლა ზომენს აგიღებთ , შემდეგ კაბის მოხატულობას გაჩვენებთ და 1 კვირაში მზად იქნება . -კარგით , ვუთხარი და წამოდვექით , ჯერ მე ამიღო ზომები, ამ დროს ვკითხე ინტერესით -თქვენ იმ ბიჭების დიზაინერი ხართ ? -არა , უბრალოდ ამჯერად მე შევუკერე ტანისამოსი, მითხრა ღიმილით -და თუ არ ვცდები ამ ბენდში 5 წევრია არა? ვუთხარი , ვიკიმ თვალები დაჭყიტა , მანიშნა გაჩერდიო მაგრამ არა , ვცდილობდი გამერკვია ჰარი სად იყო . -კი ხუთია , რატომ დაინტერესდით ? მკითხა და თან გაიღიმა , -არა უბრალოდ მე მხოლოდ ოთხნი დავინახე -ხო , მეხუთე წევრი ადრე წავიდა შეყვარებულთან ეჩქარებოდა . -შეყვარებულთან? -ხო არ გაგიგია?-გაკვირვებით მკითხა სტელამ. მე თავი გავუქნიე -მისი შეყვარებული ცნობილი მომღერალია გეცოდინებათ ტეილორ სვიფტი- ამაზე მე და ვიქტორიამ სიცილი ავტეხეთ -აჰაჰაჰა ჰარი და ტეილორი? რა შეუფერებელი წყვილია- სიცილით თქვა ვიქტორიამ -ჰარი მეტის ღირსი არც არის-ვთქვი მეც სიცილით . სტელამ ზომების აღებაც დაასრულა და ვიკის ანიშნა თავით ეხლა შენ მოდიო . მე ვიქტორიასთვის აღარც შემიხედავს რას შვრებოდა, გონებაში მხოლოდ სტელას ნათქვამი მიტრიალებდა. "ტეილორი და ჰარი"? უცნაურია მაგრამ ეს ძალიან არ მომწონდა. ------------------------- დილით დედის ხმამ გამაღვიძა,ხელს მისმევდა თან სახეზე, თვალები ძლივს გავახილე მაგრამ ჯერ კიდევ ძილბურანში ვიყავი -რეიჩელ მიდი ადექი საყვარელო,მამა გველოდება. -რა ხდება? ჯერ რომელი საათია? მოიცა რა მეძნება -მიდი მიდი , დაგავიწყდა? დღეს ხომ შენი დაბადებისდღეა , მიდი მალე მე ქვემოთ დაგელოდები -მითხრა და შუბლზე მაკოცა , ნამდვილად არ მეხალისებოდა ,ეხლა ადგომა ! მეძნებოდა, თან გუშინ გვიანი დავიძნე , ფილმის ყურებაში შემომათენდა . რა უნდა მექნა? არც არაფერი, ავდექი , ჯინსები და მაისური ამოვიცვი , ზემოდან მოსაცმელი , კედები და საბაზანოშ შევედი სახსი მოსაბანად, კბილები გამოვიხეხე, თმა ავიწიე და ქვემოთ ჩავირბინე . ლოგინის გასწორება შემეზარა , ნუ საერთოდ არც არასოდეს ვასწორებ მე , ყოველთვის მოსამსახურე! -მზად ხარ? მითხრა ღიმილით , -წავედით -კი მაგრამ სად? ან საუზმე? გაკვირვებულმა ვუთხარი -საუზმე მოციდის ეხლა კი მალე წავედით ! -სად ადამიანო გამაგებინე -არც ისე შორს, სახლის წინ. -კი მაგრამ გეთქვა რა პერანგს აღარ გამოვიცვლიდი , ჩავიბურტყუნე ჩემთვის -არაუშავს მითხრა სიცილით , ხელი მომკიდა და გარეთ გავედით. კარებიდან გავდი თუ არა ადგილზე გავქვავდი , დავინახე მანქანასთან მდგომი მამა აგსაღებით ხელში მაგრამ არა , ეს არ იყო მისი მანქანა , თვალები გამიფართოვდა გაკვირვებისგან და წამოვიყვირე -თქვენ რა გაგიჟდით ? -მამა მოვიდა , ხელი მომკიდა მანქანისაკენ წამიყვანა , გასაღები მოცმა და მითხრა -ეს ჩემს უკვე დიდ გოგონას საჩუქრად მამასგან და მიმიხუტა ..დედაც მიღიმოდა , ჯერ კიდევ გონზე ვერ მოვსულიყავი , გაოგნებული სახით ვიდექი ურეაქციოდ , უცებ თავი გავაქნიე , დაბნეულობა გავფანტე და ვუთხარი მათ -ეს მართლა მე მიყიდეთ ?! დილით დედას ხმამ გამაღვიძა,ხელს მისმევდა თან სახეზე, თვალები ძლივს გავახილე მაგრამ ჯერ კიდევ ძილბურანში ვიყავი -რეიჩელ მიდი ადექი საყვარელო,მამა გველოდება -რა ხდება? ჯერ რომელი საათია? მოიცა მეძნება რა -მიდი მიდი , დაგავიწყდა?დღეს ხომ შენი დაბადებისდღეა , მიდი მალე მე ქვემოთ დაგელოდები მითხრა და შუბლზე მაკოცა , ნამდვილად არ მეხალისებოდა ,ეხლა ადგომა ! მეძნებოდა, თან გუშინ გვიანი დავიძნე , ფილმის ყურებაში შემომათენდა . რა უნდა მექნა? არც არაფერი, ავდექი , ჯინსები და მაისური ამოვიცვი , ზემოდან მოსაცმელი , კეტები და საბაზანოშ შევედი სახის მოსაბანად, კბილები გამოვიხეხე, თმა ავიწიე და ქვემოთ ჩავირბინე . ლოგინის გასწორება შემეზარა , ნუ საერთოდ არც არასოდეს ვასწორებ მე , ყოველთვის ჩვენი მოსამსახურე კლარა ! -მზად ხარ? მითხრა ღიმილით , -წავედით -კი მაგრამ სად? ან საუზმე? გაკვირვებულმა ვუთხარი -საუზმე მოციდის ეხლა კი მალე წავედით ! -სად ადამიანო გამაგებინე -არც ისე შორს, სახლის წინ -კი მაგრამ გეთქვა რა პერანგს აღარ გამოვიცვლიდი , ჩავიბურტყუნე ჩემთვის -არაუშავს მითხრა სიცილით , ხელი მომკიდა და გარეთ გავედით .. კარებიდან გავდი თუ არა ადგილზე გავქვავდი , დავინახე მანქანასთან მდგომი მამა აგსაღებით ხელში მაგრამ არა , ეს არ იყო მისი მანქანა , თვალები გამიფართოვდა გაკვირვებისგან და წამოვიყვირე -თქვენ რა გაგიჟდით ? -მამა მოვიდა , ხელი მომკიდა მანქანისაკენ წამიყვანა , გასაღები მოცმა და მითხრა -ეს ჩემს უკვე დიდ გოგონას საჩუქრად მამასგან და მიმიხუტა ..დედაც მიღიმოდა , ჯერ კიდევ გონზე ვერ მოვსულიყავი , გაოგნებული სახით ვიდექი ურეაქციოდ , უცებ თავი გავაქნიე , დაბნეულობა გავფანტე და ვუთხარი მათ -ეს მართლა მე მიყიდეთ ?! ხო არ მეხუმრებით?-დედამ ღიმილით თავი დამიქნია -ხო შენია შენი . კარი გააღე ,ნახე შიგნიდან -რადროს კარია-კივილით ვთქვი და მამას მივახტი-ძალიან დიდი მადლობა მიყვარხარ მიყვარხარ ვეუბნებოდი ,თან ხელებს ძალიან ვუჭერდი რაც ძალა და ღონე მქონდა -კარგი არ გამჭყლიტო ეხლა-სიცილით მითხრა მამამ მე გამოვეცალე და ეხლა დედასთან მივედი და მასაც მოვეხვიე. -თქვენ ყველაზე კარგები ხართ -ვთქვი, მანქანის კარგი გავაღე და შიგ ჩავხტი -ძალიან მომწონს ძალიან- გავკიოდი ბოლო ხმაზე მამას დედაზე ქონდა ხელი გადახვეული, ორივე ერთად იდგნენ და დამცინოდნენ. ყველაფერი საგულდაგულად როცა დავათვალიერე მანქანიდან გადმოვედი, კიდევ ერთხელ ორივეს დიდი მადლობა გადავუხადე და საჭმელად გავედი. ვისადილე, ცოტა დავისვენე და გამზადება დავიწყე. სულ რამდენიმე საათში სტუმრები დაიწყებდნენ მოსვლას და წესრიგში უნდა ვყოფილიყავი უი სულ დამავიწყდა მე და ვიქტორიამ კაბების ფერები შევცვალეთ მე ისამანისფერს ვიცმევ ის კი თეთრს, კაბის დიზაინს იასამნისფერი უფრო მოუხდა ვიდრე კრემისფერი ასერომ... გამზადებამდე ჯერ სახლს გადავხედე დავრწმუნდი რომ ყველაფერი რიგზე იყო. შემდეგ ბაღში გავედი შესამოწმებლად , იქაც წესრიგში იყო ყველაფერი მაგრამ არა . -კლარაააა-დავუძახე ჩვენ მოახლეს -დიახ გისმენთ რამოხდა? -აუზში ქაფები რატო არ არი? -იციით. მეე.. -მიდი გთხოვ მიხედე მინდა ყველაფერი ისე იყოს როგორც დავგეგმე -რეიჩელ ჩემო პატარა-გავიგე დედაჩემის ხმა -დე აღარ ვარ პატარა. მე უკვე 18 ის ვარ-ჭიჭყინით ვუთხარი დედას -რამნიშვნელობა აქვს რამდენის იქნები, შენ მაინც სულ ჩემი პატარა იქნები მითხრა და ცხვირზე მაკოცა -ეხლა კი ადი შენს ოთახში, ვიზაჟისტი მოვიდა მაკიაში და თმა უნდა გაიკეთო. მე ოთახში ავედი, ჯერ თმა წვალებით გამიკეთეს იმდენი ხანი მოვუნდი...შემდეგ მაკიაჟის დროც დადგა. როგორ ვერ ვიტან მაკიაჟს მაგრამ ამჯერად საჭიროა, ეს ხომ ჩემი დღეა და განსაკუთრებულად უნდა ვიყო გამოწყობილი .მაკიაჟიც გავიკეთე და სარკეში როცა ჩავიხედე ჩემი თავი ძლივს ვიცანი, პირი დავაღე ," ღმერთო ეს მე ვარ? „ ჩავილაპარაკე ჩუმად მაგრამ აშკარად ვიზაჟისტმაც გაიგო და ამაზე ჩაეცინა. -ძალიან ლამაზად გამოიყურებით -დიდი მადლობა, თქვენ რომ არა ესეთი ლამაზი ნამდვილად ვერასდროს ვიქნებოდი -თქვენ ისედაც არაჩვეულებრივი ნაქვთები გაქვთ და მაკიაჟითაც და უმაკიაჟოდაც არაჩვეულებრად გმოიყურებით. -დიდი მადლობა გავუღიმე და გადავეხვიე ის ოთახიდან გავიდა მე კიდევ ცოტახანი ვუყურებდი სარკეში ჩემს თავს, უკვე როცა დავტკვი ჩემი თავით კაბის ჩაცმა დავიწყე ღმერთო არაჩვეულებრივი კაბაა. უაზროდ ლამაზი. უბედნიერესი ვიყავი და ვხვდებოდიი რომ ეს იქნებოდა ყველაზე საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში, უბრალოდ ვგრძნობდი ამას. ამდროს კარებზე მამამ დააკაკუნა -შეიძლება შემოვიდე? -კი რათქმაუნდა შემოდი მან კარი გააღო და შემომხედა მე მისკენ მივტრიალდი და გავუღიმე -ვაიმე რა ლამაზიხარ ჩემო გოგო გაოცება სახეზე დაეტყო -მა მართლა კარგად გამოვიყურებიი? ვკითხე და რამდენჯერმე დავტრიალდი კარგად რო შემოეხედა. -კიიი ჩემო პრინცესა ულამაზესი ხარ... მე უბრალოდ გავუღიმე -იცი რეიჩელ ეხლა ტონი შეცვალა და ცოტა უხერხულად დაიწყო ლაპარაკი -სამსახურიდან დამირეკეს რაღაც პრობლემები შეექმნათ და ჩემი მისვლა გახდა აუცილებელი -იმედია არ წახვალ .-გაბრაზებულმა წამოვიძახე -არ შემიძლია უბრალოდ რომ არ წავიდე -მამა გთხოვ , კარგი რა. რა მოხდა უხთარი რომ ვერ წახვალ. -გპირდები მალე მოვალ -არა მე მინდა რო სულ აქ იყო, სულ ჩემს გვერდით მთელი წვეულება! -ნუ იქცევი ჭირვეული ბავშვივით. შენი აზრით მე ძააან მინდა წახვლა? მეც მინდა რომ ჩემ პრინცესასთან ერთად ვიყო ამ მნიშვნელოვან დღეს მაგრამ არ შემიძლია. გამიგე. -მაააა გთხოოოვ. ეჰ კარგი წადიი რა გაეწყობა ოღონდ როგორც კი მოახერხებ მაშინვე მოდი გთხოვ -რათქმაუნდა ჩემო პატარა -არ მალოდინო იცოდე.. სანამ არ მოხვალ ტორტს არ გავჭრიი.. შენ გელოდები. ვუთხარი და გავუღიმე ამაზე მამაჩემს გაეცინა - წავედი და ჭკუით იცოდე -კაი მა-მამა ოთახიდან გავიდა. ეხლა დედა შემოვიდა კომპლიმენტებით ამავსოო, მალე ვიქტორიაც მოვიდა და ულამაზესი იყო! ეს კაბა ძალიან უხდებოდა. ნელ ნელა ხალხიც მოდიოდა რამდენიმე ხანში კი სახლი უამრავი სტუმრით გაივსოო, სვამდნენ , ცეკვავდნენ , ერთი სტყვით გახურდა აქაურობა .. მაგრამ მე ვნერვიულობდი რადგან მამა ჯერ კიდევ არ მოსულა .. სანამ არ მოვიდოდა ვერ მოვისვენებდი , ვიკიმ რამოდენიმეჯერ ცადა დაწყნარება და მთხოვა მასთან ერთად დამელია მაგრამ უარი ვუთხარი ,მართალია ვიცოდი რომ არაფერი მოხდებოდა ისეთი მარგამ მაინც მაკლდა , მინდოდა მამა თან ყოფილიყო .. ვიცი სამსახური ძალიან რთულ პირობებში აიძულებს ყოფნას მაგრამ დღეს ერთი დღე მაინც ხომ შეიძლებოდა არ წასულიყო?! მამაზე ფიქრში დედაც ვეღარ დავინახე , ეხლა მისი ძებნა დავიწყე .. -გოგო დედაჩემი არ დაგინახავს? ვკითხე ვიკის , -გოგო მგონი ზემოთ ადიოდა -ალბათ თავის ოთახში მარა რაუნდა ეხლა მანდ გაკვირვებული სახით ჩავილაპარაკე, შემოვტრიალდი და მისი ოთახისკენ წავედი , იქამდე კი მობილური ავიღე და მამაჩემს დავურეკე. არპასუხობდა ცოტა ავღელვდი და კიდევ რამდენჯერმე დავრეკე მაგრამ უშედეგოდ. ნაბიჯებს ეხლა უფრო ავუჩქარე და უფრო მალე წავედი ოთახისკენ. კარი გავაღე თუ არა თუ არა ტირილის ხმა გავიგე -დედა რა გჭირს? ვკითხე გაფითრებული სახით , მან ხელები ჩამოიღო სახიდან და ჩაცრემლიანებული სახით მითხრა -არაფერი შვილო წადი -არა მითხარი რამოხდა უკვე ძაან ავნერვიულდი -უბრალოდ დამიჯერე და წადი -მამა სადაა? განერვიულებულმა წამოვიძახე -მამაშენი .. ის .. სიტყვებს ნაწყვეტ ნაწყვეტ ამბობდა, -რა ის თქვი დროზე უკვე ყვირილი დავიწყე დედა კი ძლივს ითქვამდა სულს .. წამიანი პაუზის შემდეგ ისევ გააგრძელა - ავარიაში მოყვა..ამის გაგონებაზე უარესად გავხვდი, თვალები გამიცრემლიანდა ხმა ამიკანკალდა და არამარტო ხმა, ყველაფერი მიკანკალებდა, ერთიანად ვცახცახებდი მერე ძლივს ამოვიღე ხმა -როგორ არის? გაბზარული ხმით ვკითხე -რეიჩელ , ის .. უფრო მოუმატა ტირილს და წამოყვირა -არ შემიძლია ამით წარმოთქმაც კი არაა!!! „ის წავიდა " ბოლოს მხოლოდ ეს მახსოვს რომ წარმოვთქვი და გონება დავკარგე. | |
|
სულ კომენტარები: 11 | 1 2 » |
|