მთავარი » 2013 » ივნისი » 13 » Hey Idiot! I love you.
1:30 PM
Hey Idiot! I love you.

Chapter 7



ლოლამ გაკვირვებით შემომხედა და შემდეგ ისიც ჩამეხუტა,აშკარად ვერ ხვდებოდა ამის მიზეზს,თუმცა მაინც მეხუტებოდა,რაც მე მსიამოვნებდა. უეცრად,ჩემმა მობილურმა დარეკა,ტელეფონს დავხედე და უცხო ნომერი იყო. 
-გისმენთ-ვუპასუხე მას.
-სარა,შენ ხარ?-გავიგე ნიკის ხმა. 
-ხო ნიკ,რა იყო ? 
-არაფერი,უბრალოდ ნომრის გადამოწმება მინდოდა-თქვა მან და ჩაიცინა. 
-რას შვრები ისე?-განაგრძო ნიკმა.
-რავი,არაფერს. ახალი შემოსული ვარ სახლში და შემდეგ უნდა ვიმეცადინო,ხვალ წერები მაქვს და...
-წარმატებებს გისურვებ. 
-ხო,ნამდვილად დამჭირდება. მადლობა. 
-კარგი,მაშინ აღარ მოგაცდენ.შეგატყობინებ,ზუსტად როდის უნდა მოხვიდე,ალბათ 1-2 კვირაში,თუმცა ჩვენ მანამდეც შეგვიძლია შევხვდეთ. 
-რატომაც არა. შეხვედრამდე-ვუპასუხე და მობილური გავთიშე. 
ჯასტინი ძალიან მომწონდა,მაგრამ ნიკიც კარგი 'ტიპი ჩანდა. თან ჯასტინსაც ჰყავს შეყვარებული და ალბათ მასთან ნაკლები შანსები მაქვს. 
ჰოლი დავტოვე და ჩემს ოთახში შევედი. იქაურობა ძალიან არეული იყო.ზუსტად ისე გამოიყურებოდა,როგროც დილით დავტოვე. ეტყობოდა,დედა არ შესულიყო,თორემ გული გაუსკდებოდა. საწოლი ლამაზად გავასწორე,შემდეგ კი მეცადინეობას შევუდექი. 
მაქსიმალურად შევეცადე ყურადღება მხოლოდ სკოლაზე და მის საგნებზე გამემახვილებინა,რაც დიდად არ გამომდიოდა,მაგრამ მე ხომ ვცდილობდი! საათნახევრიანი წვალების შემდეგ როგორც იქნა რაღაც ვისწავლე და საკუთარ თავს დასვენების უფლება მივეცი. ტელეფონი ავიღე და ნინას დავურეკე. ისიც ჩემს დღეში იყო და ამიტომ აღარ მომიცდენია. 
ფანჯრიდან გავიხედე და შევამჩნიე რომ,უკვე მოსაღამოვებულიყო და მზეც ჩასვენებულიყო.ჩიტები აქეთ-იქით დაფრინავდნენ და ირაოს აკეთებდნენ.
 საათს დავხედე და უკვე ცხრა დაწყებულიყო. დროის მიუხედავად,საერთოდ არ ბნელოდა და გადავყწვიტე სასეირნოდ გავსულიყავი,თან ლოლასაც გავიყოლებდი,რითაც ძალიან გავახარებდი.საკუთარი თვის იდეა ძალიან მომეწონა და მის განსახორციელებლად დედაჩემის ოთახში შევედი. 
-დეე,რას შვრები?-კარი შევაღე და ვკითხე მას. იგი წიგნის კითხვით იყო გართული,ლოლიტო კი გვერდზე ეჯდა და მისი თმით თამაშობდა.
-რავიცი აბა,რაღაცას ვკითხულობ... შენ რას შვრები,იმეცადინე? 
-კი და გასეირნობა მომინდა,თან მარტო არ მინდა,ნინა მეცადინეობს და ლოლასაც თან წავიყვან,კარგი? - მან გაოცებით შემომხედა და სასიამოვნმოდ გამიღიმა. 
-კი ბატონო,წაიყვანე,მაგას რა ჯობია-თქვა და წიგნი დახურა. ლოლამ როგორც ჩანს ჩვენი დიალოგი მოისმინა და ჩემთან ფეხაკრეფით მოვიდა. შემდეგ კი თბილად ჩამეხუტა და ელეონორს (დედაჩემს) მიუბრუნდა,ტანსაცმელი ჩამაცვიო.
მე კვლავ ჩემს ოთახს დავუბრუნდი და შორტი ამოვიცვი.
Large
 შემდეგ კი,ჩანთა ავიღე,რომელშიც საფულე მეგულებოდა. მობილურიც იქ ჩავაგდე და ჰოლში გავედი. ამასობაში ლოლასაც მოესწრო ჩაცმა და იქაურობა დავტოვეთ. გარეთ თბილოდა და ყველას თავი ბაღში მოეყარა,სადაც ბავშები იცინოდნენ და თამაშობდნენ.მე ლოლას ხელი მაგრად ჩავჭიდე და ქალაქისკენ დავიძარით. გზაში ხმას არცერთი ვიღებდით. ის გარემოს თვალიერებით იყო გართული,მე-ფიქრით.  ვფიქრობდი ჯასტინზე,ბარბერიზე... ნუთუ,მართლა კარგი მომავალი მელოდა და შემეძლო ჩემი ბავშვობის ოცნებები ამესრულებინა?! ამაშინ ჯერ ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული...
როგორც იქნა 'ჩემი სამყაროდან' გამოვერკვიე და ირგვლივ მიმოვიხედე. გულისცემა ამიჩქარდა,რადგან ჩემს გვერდზე ლოლა ვერ დავინახე. თვალების უაზროდ ცეცება დავიწყე,რომლებიც ჩემს დას ეძებდნენ,თუმცა ვერ ხედავდნენ.
-ლოლა,სად ხარ?-დავიძახე რამოდენიმეჯერ,მაგრამ ამაოდ. ხმას არავინ მცემდა,ხალხი კი გაკვირვებით მიმზერდა,თითქოს ისინიც მკიცხავდნენ,ბავში როგორ დაკარგეო...
ბოლოს დაძაბულმა იქვე რამოდენიმე მეტრში მყოფი სანაყინე გავიხსენე და ვიფიქრე რომ,ჩემი და იქ იქნებოდა წასული. მეც სასწრაფოდ მისკენ გავეშურე და საბედნიეროდ ლოლაც იქ დავინახე. იგი იდგა და სანაყინესთან მყოფ საზოგადოებას უღიმოდა. მისკენ ჩქარი ნაბიჯებით,გაბრაზებული გავემართე და ჩემმა გაბრაზებამ პიკს მიაღწია,როდესაც ლოლას ხელში ფული შევამჩნიე. როგორც ჩანს,ხალხს იგი ჩვეულებრივი,მშიერი მათხოვარი ეგონა და მის მიმართ 'გულისხმიერება' გამოიჩინეს,რაზეც უამრავი ხურდა ფული და რამოდენიმე ფულის კუპიურა მეტყველებდა. 
-შენ სულ გაგიჟდი? რაზე ფიქრობდი რომ გამეპარე? -ვკითხე საკმაოდ მკაცრად და ხმამაღლა. 
-მ ა პ ა ტ ი ე -დამიმარცხვლა სიტყვა და ჩამეხუტა. როგორი საყვარელი იყო და მის საყვარლობას რა კარგად იყენებდა! 
-იცოდე,მეორეჯერ ესე აღარ მოიქცე! იცი,რამდენი ვინერვიულე?! 
მას აღარაფერი უპასუხია,ჩუმად იყო და თავს ისე მიქნევდა,თითქოს მართლა ნანობდა თავის საქციელს.
-ეს ფული რაღად გინდოდა?-განვაგრძე საუბარი. 
-ნაყინი მომინდა. 
-მერე,მე ვერ მითხარი? ორივენი ვიყიდდით და წყნარად შევჭამდით. 
-შეგიძლია მიყიდო?-მკითხა და თვალები აუციმციმდა. ჰაჰ,მეც რას ვუკითხავდი ლექციებს! იხ ომ ბავშვია და მასთან ლაპარაკს დიდად აზრი არ აქვს... 
სანაყინეში შევედით და ორი ნაყინი შევუკვეთეთ. ლოლა იქიდან როგორც ყოველთვის,ძალიან დათხუპნული გამოვიდა. ტუჩებზე სულ შოკოლადი ეცხო და მეც იძულებული გავხდი,ხელით მომეწმინდა.
 რა მზრუნველი და სამაგალითო და ვარ!-გავიფიქრე ჩემთვის,თუმცა მალე ეს ფიქრიც თავიდან ამოვიგდე ,რადგან გამახსენდა თუ როგორ დავკარგე ლოლა...
წინ მივდიოდით და ოც წუთში უკვე ცენტრში ამოვყავით თავი. იქ ძალიან ბევრი კაფე-ბარები,რესტორნები,კლუბები და სხვა უამრავი დაწესებულება მდებარეობდა,სადაც შესაძლებელი იყო ხალხს თვი მოეყარა.ჩვენც ერთ-ერთ კაფეს ჩავუარეთ,როდესაც ლოლამ ლაპარაკი დამიწყო. 
-ემი,ემი შეხედე,ჯასტინიიი!!-დაიძახა და მან თითს კაფეში მდებარე მაგიდაზე მიმითითა,რომელთანაც ჯასტინი და მისი მეგობარი გოგონა ისხდნენ. მე ყელი გამიშრა და ხმა არ ამომიღია,უბრალოდ მათ ვუყურებდი. 
სელენა ჯასტინს ლოყაზე ხელს უსვამდა  და ჯასტინიც უღიმოდა. ამ სცენაზე გული ამერეოდა,რომ არა ლოლას სიყვები,რომლებმაც ჩემს ფიქრებს მომწყვიტა. 
-აუ გთხოვ რა შევიდეთ იქ,ჯასტინთა,გთხოვ რაააა-დაიწყო მან და ხუთი წუთი არ გაჩერებულა.
-არ შევალთ და საერთოდ,წამოდი სახლში,ძალიან დავიღალე!-ვუთხარი  მკაცრად და სახლისკენ დავიძარი. ლოლას თვალზე ცრემლი ჰქონდა მომდგარი,თურმე როგორ უნდოდა ჯასტინის ნახვა,მაგრამ მე არანაირი უფლება მქონდა მისი პაემანი ჩემი დის გამო ჩამეშალა და ვფიქრობ,სწორადაც მოვიქეცი მათთან რომ არ შევედი. 
გაბრაზებულ ჩემს დას მთელი ხმა არ ამოუღია და მთელი გზა მიბღვერდა. მე კი მასზე ბევრად ცუდ სიტუაციაში ვიყავი...
საკუთარ თავზე ვბრაზობდი. როგორ მჯეროდა რომ მასთან რაიმე შანსი მექნებოდა?! რატომ დავიჯერე რომ ჯასტინს 2 დღის გაცნობილი,ჩვეულებრივი გოგონა შეუყვარდებოდა?! რატომ ვარ ასეთი გულუბრყვილო? რატომ არ დავუჯერე ნინას? რ ა ტ ო მ ?-ვუსვამდი საკუთარ თავს კითხვებს,რომლებზეც პასუხი არც მე და ალბათ არც არავის გააჩნდა. 
თვალზე ცრემლი მოვიწმინდე და ლოლა სახლში შევუშვი,მე კი კვლავ სიარული განვაგრძე,ოღონდ სრულიად მარტო. გადავყწივტე ნინასთვის დამერეკა და ყველაფერი მომეყოლა. მობილური ჩანთიდან ამოვიღე და მისი ნომერი ავკრიფე,მაგრამ არავინ მპასუხობდა. შემდეგ კი გამახსენდა,რომ ნინა მეცადინეობდა და გავთიშე. საშინლად ვიყავი გაბრაზებული ყველაფერზე,ყველაზე მეტად კი-ჩემს თავზე. არ ვიცოდი რა მექნა და წინდაუკან დაკარგულივით დავდიოდი,თითქოს რაღაცას ვეძებდი,მაგრამ ვერ ვპოულობდი.  
რა შეიძებოდა გამეკეთებინა? 
სკამზე დავჯექი და თავი ჩავხარე. თხუთმეტი წუთი დაახლოებით ესე ვიყავი,შემდეგ კი ზემოთ ავიხედე და ბარბერისთან აღმოვჩნდი. თურმე რამდენი მივლია...
ისევ ძველ მდგომარეობას დავუბრუნდი და ფიქრების სამყაროში გადავეშვი,საიდანაც ვიღაცის ხმამ გამომიყვანა. ზემოთ ავიხედე და ნიკი დავინახე. 
-კარგად ხარ?-მკითხა მან და წამომაყენა. 
-კი.-ვიცრუე და თვალებში შევხედე. ის მზრუნველი მზერით მიყურებდა და თითქოს ჩემი ბედი მართლა ანაღვლებდა. 
-რაღაც არ გეტყობა. რა გინდა ამ დროს ბარბერისთან?-კითხვა დამისვა გაკვირვებულმა. 
-ვსეირნობდი. 
-მარტო? 
-კი. რა მოხდა მერე? -ვკითხე უხეშად,მაგრამ მერე გამახსენდა რომ ის არაფერ შუაში იყო და ჩემს საქციელზე გავბრაზდი.თვალზე ცრემლი მომადგა,რომელიც ნიკმა უმალ შეამჩნია.
-ტირი?
-არა,რა სისულელეა.-ვიცრუე უკვე მეორედ. 
-ოღონდ არ მითხრა რომ თვალში რაღაც ჩაგივარდა,არ დავიჯერებ.Don't you cry tonight-წაიმღერა მან და ჩამეხუტა. მეც ხელები ძლიერად მოვხვიე და გონება 'გამოვრთე'. ვცადე არაფერზე მეფიქრა დამთლიანად ინსტიქტებს მივენდე. მან ლოყაზე ნაზად ვაკოცე,რითაც მისი ღიმილი დავიმსახურე,მაგრამ მალევე მოვშორდი. 
-მაპატიე,დღეს ცუდ გაწყობაზე ვარ.-ვცადე თავი თავი გამემართლებინა. 
-არაუშვს,შემიძია ეს გამოვასწორო-თქვა და ხელი მაგრად ჩამჭიდა. სადღაც მივყავდი და მეც მივყვებოდი. 
-სად მივდივართ?-ვიკითხე რამოდენიმე წამის შემდეგ. 
-შენთვის არ მითქვამს რომ სერიული მკვლელი ვარ და ჩემს 'ბუნაგში' მიმყავხარ?-თქვა და გამიღიმა. ისე მტკიცედ წარმოთქვა,კინაღამ დავიჯერე.
-სერიოზულად.
-და რატომ გგონია რომ ვხუმრობ?-წარმოთქვა და ცალი წარბი ასწია.მე ისეთი სახით ავხედე,სიცილი ვეღარ შეიკავა.
-სიმართლე გითხრა ჩემს მაქანას ვეძებ,სადღაც აქ დავაყენე.-თქვა და სიარული განვაგრძეთ. 
მისი მანქანა მალევე შევამჩნიეთ,რადგან ამ დროს ბარბერისთან მხოლოდ  ორი ავტომობილი იდგა,ერთ-ერთი კი ნიკს ეკუთვნოდა. 
კარი გამიღო და მეც შიგნით ჩავჯექი. ისიც მალე შემომიერთდა და ღვედები შემიკრა.
-სად მივდივართ?-გავიმეორე შეკითხვა.
-შორს.-თქვა ღიმილით და მანქანა დაქოქა...

იმედია მოგეწონათ)) ამ თავს ვუძღვნი ნემილის (ნიკის და ემილის ფანებს). 
რაც შეეხება წინა თავზე დაწერილ კომენტარებს))) 
რამოდენიმემ დაწერა რომ წერტილ-მძიმე გამოასწორეო. მე არ ვარ ჩამოყალიბებული მწერალი და ეს არ არის მოთხრობა რომელიც წიგნად გამოიცემა. თუ ესე კარგად იცით ქართული ენის გრამატიკა დაწერეთ წიგნი და შემდეგ დიდი სიამოვნებით წავიკითხავ და შეგაფასებთ))) 
და ტირეს წინ მძიმე იწერება როდესაც საჭიროა,აუცილებელი კი არ არის სულ რომ წერო. რაიმე სერიოზული წიგნი წაგიკითხავთ სადაც ტირეს წინ სულ მძიმე წერია? მძიმე სასვენი ნიშანია,ისევე როგორც კითხვის ნიშანი,წერტილი და მრავალ წერტილი ასე რომ ამ სასვენი ნიშნების დასმაც ტირეს წინ არ არის შეცდომა)) 
მესმის რომ არ ვარ 'სრულყოფილი' და კარგი მწერალი,მაგრამ თუ ამდენი იცით,თქვენი ცოდნა თქვენს ძაან მაგარ მოთხრობებში გამოავლინეთ,რადგან მე ამ თქვენი ვითომდა 'ბრძნული' შენიშვნებით წერის ხალისს საერთოდ მიკარგავთ)) 
მოკლედ მადლობა ყველას ვისაც მოსწონს მოთხრობა და თუ დაააკომენტარებთ,შემდეგს მალე დავდებ♥

კატეგორია: Book | ნანახია: 1790 | დაამატა: YoungGal❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 121 2 »

(2013-06-13 0:40 AM)
haimee ramdenxans malodineb raa :DDD ,ael dade gtxovvv