მთავარი » 2013 » აპრილი » 4 » Be Alright
6:15 PM
Be Alright
♥ Be Alright 
Charpter 9
For Queen♥Katherine
შემდეგი 8 კომენტარზე
 


ამ დღის შემდეგ ჩემი და ჰარის ურთიერთობა შეიცვალა. ის უფრო თბილი გახდა ჩემს მიმართ და მეც თითქოს მოვლბი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვიხსნეოდი მასთან.

გავიგე ვიბრაციის ხმა.
ტელეფონი ავიღე და მესიჯი გავხსენი ჰარისგან იყო 
*ჩემთან გადმოდი რა გთხოვ* 
მისი ესემესი რაღაცნარად გამეხარდა, უცებვე მივწერე პასუხი ჩავიცვი და მისი სახლისკენ წავედი.
*კარი გამიღე*
მივწერე ჰარის და დაველოდე, ჰარიმ კარი გამიღო.
-მოდი.
მითხრა და სახლში შემიპატიჟა მასთან პირველად ვიყავი და ცოტა მეუხერხულებოდა.
-მოდი მოდი ნუ გერიდება-მაშინვე გამფაქტა ჰარიმ.
-აჰ. საიდან ამდენი მიხვედრილობა?
-უბრალოდ გენიოსი ვარ-ამაყად თქვა ჰარიმ და თავისი ოთახისკენ წავიდა 
-მოდი მოდი-მითხრა და კარი შეაღო უაზრმაზარი ოთახი იყო ,თან ძალიან ლამაზად მოწყობილი, აქეთი იქით მიმოვიხედე და თვალი გამიშტერდა.
-მოიცა მელანდება-ჩემთვის ჩავილაპარაკე და ნახატისკენ წავედი. ეს ხომ ჩემი ნახატია მაგრამ აქ საიდან. გაოგნებული ვიყავი.
-რატო მიაშტერდი მოგეწონა ხო?-მკითხა ინტერესით და გვერდზე მომიდგა.
-შენ ეს საიდან?-გაკვირვებულმა ვკითხე.
-ძალიან მომეწონა და ვიყიდე. შენც იცოდი ეს? არ მოგწონს?-მის ნათქვამზე ჩამეღიმა. წამიერად თითქოს ჩემს სხეულში, გონებაში ყველაფერი განათდა 
ძალიან მესიამოვნა მისი ეს სიტყვები. ანუ მას მართლა მოსწონს ჩემი ნახატები. ნეტა რომ გაგიოს ჩემი ნახატია რა რეაქცია ექნება? ვუთხრა თუ არა? მატრაკვეცა ხომ არ გამოვჩნდები ? ჩაფიქრებული ვიყავი როცა ჰარის ხმამ გამომაფხიზლა
-რატო გაჩერდი? მოიცა არ მითხრა რო...- თვალები მოჭუტა და ისე გამომხედა მაშინვე მივხვდი რასაც ფიქრობდა.
-მშურს შენი-გულწრფელად ვუთხარი
-გშურს? 
-მშურს როგორ ადვილად ხვდები ყველაფერს.
-ანუ მართლა შენია?-გაკვირვებული , გაოცებული და თან გახარებული მიყურებდა მე გავუღიმე და თავი დავუქნიე
-ძალაინ მაგარი ხარ რეიჩელ ძალიან !-მითხრა და მომეხვია. მომეხვია ძალიან ძალიან თბილად. ჰარიმ ხელები გამიშვა და ლაპარაკის საშუალება მომეცა მაშინვე ვკითხე.
-და იმ გამოფენაზე რა გინდოდა?
-იცი ტეილორმა წამიყვანა ძალით
-უი თქვენ ერთად ხართ ხოო?-ინტერესით ვკითხე
ჰარიმ თვალები დაჭყიტა 
-ნუ მწყევლი!-მკაცრად მითხრა და გამიღიმა-საბედნიეროდ ეგ დრო წარსულს ჩაბარდა-
მითხრა დამორცხვებულმა.მე უბრალოდ გავუღიმე და ოთახის დათვალიერება გადავწყვიტე.
-იცი დღეს ბიჭები მოდიან და მინდა გაგაცნო.
-ბიჭები? შენთან ერთად ვინც არიან ბედში?-ჰარიმ თავი დამიქნია 
-იცი მე მათ ერთხელ შევხვდი დიზაინერთან როცა ჩემი დაბადებისდღისვის კაბის შესაკერად მივედი.
-და მე სად ვიყავი მაშინ ?-მკითხა ჰარიმ -აჰ უკვე გასაგებია თქვა და დივანზე წამოჯდა
არცერთს არ გვქონდა სალაპარაკო თემა ამიტომ ჩუმად ვიჯექით.რაღაც უხერხული სიტუაცია იყო. ამ დროს კი ზარმა დარეკა
-მადლობა ღმერთს !-ჩავილაპარაკე ჩემთვის და დაბლა ჩავყევი ჰარის. როგორც კი ჰარიმ კარები გააღო ბიჭები მაშინვე შემოვარდნენ ჟრიამულით,
ლიამი დივანზე ჩამოჯდა, ლუი წამოკოტრიალდა, ზეინი ჰარის მივარდა და მუშტების რტყმევა  დაუწყო ჰარის, ნაილი კი სამზარეულოსკენ გაეშურა. მათი შემშურდა, კეთილი შურით რათქმაუნდა! როგორი ბედნიერები და უდარდელები ჩანდნენ, მეც მინდოდა ვყოფილიყავი ესეთი.
-გაიცანით ეს რე..-დაიწყო ჰარიმ ლაპარაკი, მაგრამ ლუიმ მაშინვე გააწყვეტინა
-მოიცა ძალიან მეცნობა ეს გოგო
-მეც -თქვა ზეინმა და ჰარის გახედა
-ფანია ხო?-ტუჩების მოძრაობით ანიშნა ჰარის. მე არასდროს არაფერი მეპარებოდა და ესეც კარგად გავიგე
ჰარიმ წარბები მოჭმუხნა და თავი გააქნია ლიამი შემოტრიალდა და კარგად დამაკვირდა
-სტელასთან სალონში შეგხვდით ხოო?-დინჯად მკითხა 
ძალიან გამიკვირდა მეგონა ვერ მიცნობდნენ და არ ვემახსოვრებოდი მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე 
ლუიმ საჩვენელელი თითი ჩემსკენ გამოიშვირა და თვალებმოჭუტულმა მკითხა.
-ვი.. ვიი.. ვიქტორია ხო?
-არა-ვუთხრი და თავი გავუქნიე
-აა აა ხო ეგ შენი მეგობარი იყო შენ რეიჩელი. ეხლა ხო მაინც არ მეშლება?
-ეხლა არა, ვუთხარი და გავუღიმე
-ნუ დგახარ მოდი დაჯექი-მიმაპატიჯა დივანთან 
ლუიმ -ჰარი შენც ნუგრცხვენია დაჯექი.ახლა ჰარის შეუტრიალდა.ჰარიმ გაიცინა და რაღაც რბილი გაუქანა თავში.
-ხო არ გაინტერესებთ საიდან ვიცნობ?-დაიწყო ჰარიმ ლაპარაკი 
-საიდან?-იკითხა ზეინმა
-აი გახოსვთ მაიამიზე როცა ვიყავით მე და ნიკი? აი მაშინ, ეს და მისი მეგობარი ვიქტორია ერთად იყვნენ და ერთ სასტუმროში ვიყავით.
-უი ეგ ის არ არის, რო ამბობდი ერთი დებილი ბავშვი იყო მოვწოდი და დამხატაო? და სულ იმ სურათს რო დაშტერებოდი რა ლამაზი ვარო?-პირგამოტენილი გამოვარდა ნაილი სამზარეულოდან ყველა უცბათ გაისუსა და ნაილს მიაშტერდა. ნაილი მიხვდა რომ სისულელე წამოროშა პირი გააჩერა და აქეთი იქით გაიხედ გამოიხედა .
-მოდით მე შევალ-თქვა და სამზარეულოში შებრუნდა
მე მაშინვე ჰარის მივაშტერდი უხერხულად იჯდა მერე ხელი კეფისკენ წაღო და მოფხანა დაიწყო
-იცი..-უხერხულად დაიწყო ლაპარაკი
-არაფერია დაიწვიყე. მეც გლანძღავდი თავიდან-ვთქვი და გავიკრიჭე.ამაზე ბიჭებმა სიცილი დაიწყეს
-და რატომ არ მოგწონდათ ერთმანეთი?-დაინტერესებულმა იკითხა ლიამმა. მე და ჰარიმ ერთმანეთს გადავხედეთ .
-ყველაფერი გასაგებია-ჩაილაპარაკა ზეინმა
მის ნათქვამს ვერც მე და ვერც ჰარი ვერ მივხვდით, დანარჩენებმა კი სიცილი დაიწყეს.ცოტახანი ჰარისთან ვიყავი ,ბიჭები ძალიან საყვარლები იყვენ, გახსნილები, კონტაქტურები. მე კი უბრალოდ ვიჯექი და მათ ვუყურებდი, ხანდახან მათ მიერ დასმულ კითხვბზე თუ გავცემდი პასუხს. ჩემთვის ტახტზე ზურგი მქონდა მიდებული და ბიჭებს ვუცქერდი , რამდენჯერ ჰარის მზერა მომხვდა თვალებში, მაგრამ ვითომც არაფერი. გავიღიმე , ტახტიდან წამოვდექი და ჰარის ვანიშნე გვერდით გამოდითქო ისიც წამოდგა და გამოვიდა
-რა ხდება?-მითხრა ინტერესიანი თვალებით.
-მე წავალ კარგი ? უკვე გვიანია ვუთხარი და გავუღიმე
-მოიცა რა , ესენი წავლენ მალე და დარჩი გთხოვ დღეს
-არა არა არ მინდა შენც შეგაწუხებ და თან სახლში მირჩევნია ყოფნა.
-სახლში რა უნდა აკეთო ? მითხრა მოწყენილი სახით , -მოიწყენ იქ. დარჩი გთხოვ
-ჰარი არ ვიცი დედა რას იტყვის .. 
-კარგი ხომ იცი რო დედაშენს პირიქით გაეხარდება?- მითხრა ღიმილიანი სახით , მეც გავუღიმე და ვუთხარი 
-კარგი ვნახოთ მოვიფიქრებ .
კატეგორია: Book | ნანახია: 1348 | დაამატა: HazzasBitch❤ | რეიტინგი: 4.8/4
სულ კომენტარები: 111 2 »

(2013-04-11 6:29 PM)
* 11 -Marie♥   [Entry]
ara araferi gitsnob me shen biggrin