მთავარი » 2014 » იანვარი » 14 » Hey idiot! I love you
2:28 PM
Hey idiot! I love you

/მეშვიდე თავი/მერვე თავი /მეცხრე თავი


რაღაც ხმამ გამაღვიძა.თითქოს ოთახში ვიღაც იყო. ჯერ არ გათენებულიყო.ირგვლივ მიმოვიხედე და ვერაფერს ვხედავდი,რადგან საკმაოდ ბნელოდა. 
-რომელი ხარ?! -ვიკითხე დაძაბულმა. ხმა არავინ გამცა. 
-ვინ ხარ მეთქი?!-გავიმეორე კითხვა და უეცრად ნიკი გამოხტა . 
-ბუუმმ-დაიყვირა მან სიცილით და მე გული გამიხეთქა. 
-აქ რა გინდა?-ვკითხე გაოცებულმა და ინსტიქტურად მაისურზე საბანი ავიფარე. 
-დაწყნარდი,უბრალოდ მაინტერესებდა გეძინათ თუ არა.
-ასეც იყო,სანამ შემოხვიდოდი-ვუპასუხე უკმაყოფილოდ და კვლავ დავწექი. 
-შენ იძინებ,ვიღაც კი მობილურზე გაუჩერებლად გირეკავს-სცადა ნიკმა ჩემი დაინტერესება,რაც აშკარად გამოუვიდა და გიჟივით წამოვხტი. 
-რა? ვინ ? როდის?-კითხვები დავაყარე და მასთან ახლოს მივედ. 
-ეი,ეი Keep Calm Baby ( "დაზღნარდი :დ " ),უბრალოდ გავიხუმრე,თუმცა როგორც ჩანს მართლა ელოდები მნიშვნელოვან ზარს-მითხრა ღიმილით და ჩემი ფიგურა აათვალიერა. აი მაშინ გამახსენდა,რომ წელსქვემოთ არაფერი მეცვა და მორცხვად შევხტი საწოლში. 
-Don't be so shy! (ნუ მორცხვობ) -თქვა და გაიცინა . მე კი სახეზე ავწითლდი. 
-ჩუმად თუ არ იქნები,შენს დას გააღვიძებ-მძინარე კატერინას გადავხედე. 
-თემას ნუ ცვლი. მოდელი და ესეთი მორცხვი,არ გამოვა. 
-ჯერესერთი,დამწყები მოდელი და მეორეც,მე არცერთ ფოტოსესიაში არ ვაპირებ გაშიშვლებას-ვუთხარი იმდენად მტკიცედ,რომ საკუთარი თავის გამიკვირდა. 
-და არც მაშინ თუ ეს ფოტოსესია მხოლოდ ჩემთვის იქნება?-თქვა მან და ჩემკენ წამოვიდა.ჩემი კოცნა სცადა,მე კი ხელი ვკარი და "ჯანდაბაში" მოვისროლე.
-ნიკ ლაჩოვსკი,ძალიან გთხოვ ისეთი გოგონების ანალოგი ნუ გგონივარ,რომლებიც შენნაირ,ბაბნიკ ბიჭებზე გიჟდებიან. ისეთ ბიჭებზე,რომლებიც მათ მხოლოდ ერთი ღამით "ხმარობენ" და შემდეგ,იმ გოგონებს ქუჩაშიც კი ვერ ცნობენ. არ ვარ ეგეთი და არც ვაპირებ გავხდე. შენ კი შეგიძლია ჩემზე უფრო ლამაზ და წარმატებულ გოგონასთან დაკავდე მაგ საქმიანობით- მივაყარე წინადადებები ერთად,ისე რომ ვერც ვაზროვნებდი რას ვამბობდი. ბოლოს კი მივხვდი რომ "საქმე გავურჩიე",თუ რაღაც მსგავსი. 
ნიკი გაოცებული იდგა და მიყურებდა. ალბათ ფიქრობდა ეს გოგო სულ გაგიჟდაო. 
-მე უბრალოდ კოცნა დავაპირე,შენ კი უკვე ცოლად გამომყევი და ლინჩის წესით გამასამართლე-მითხრა ირონიი და შემდეგ განაგრძო-ბოდიში თუ ეს შეურაცყოფად მიიღე,მაგრამ მეგონა მოგწონდი. თუ არადა ნუ ღელავ,არ ვაპირებ ძალით დაგაკარგვინო  შენთვის ძალზედ ძვირფასი "ქალიშვილობა" -თქვა და გაიცინა. 
მე ბალიში საწოლიდან ავიღე და თავში გავუქანე. მან კი ხელში დაიჭირა. 
-როცა ისვრი,მიზანი მაინც უნდა გქონდეს ან იმედი რომ გაარტყამ-თქვა ,კვლავ გაიცინა და უკან გადმომიგდო.
-ძილინებისა და ტკბილი სიზმრები-მითხრა შემდგომ უფრო დასერიოზებულმა და კარი გაიხურა. 
რა უნდოდა ჩემგან? ეგონა ეგრევე "მივახტებოდი?" ? დავიწყე ფიქრი,რამაც საკმაოდ დიდი ხანი გასტანა...
დილით ადრე არ გამღვიძებია. 
რომ გავიხედე,უკვე მზე ანათებდა და კატერინასაც ეღვიძა,თუმცა საწოლიდან არ ამდგარიყო. 
-გაიღვიძე უკვე? -მკითხა მან და ხელი თმაში შეიცურა.
(100+) barbara palvin gif | Tumblr
-ამმ,კი-ვუპასუხე და დავამთქნარე,შემდეგ კი კითხვა დავუსვი
 -რომელი საათია?-კატერინამ საათს დახედა. 
-ორი საათი ხდება. 
-ughh,მე კი ისევ მეძინება.
-ძილის გუდავ-თქვა მან და გაიცინა. შემდეგ რამდენიმე წამი მაკვირდებოდა და საუბარი განაგრძო
-მე ვიცი წუხელ რაც მოხდა. 
"საიდან იცის?! ნუთუ ნიკმა უთხრა?!" 
-ნიკმა გითხრა?-ვკითხე გაკვირვებულმა. 
-იცი,როცა ადამიანს თვალები აქვს დახუჭული,იმას არ ნიშნავს რომ აუცილებლად სძინავს-თქვა ღიმილით,მე კი კვლავ დავიმორცხვე. 
-აჰჰ-ჩავილაპარაკე ჩემთვის და საწოლიდან წამოვდექი.  ამასობაში "მუცელმაც შემახსენა თავი" და ბუყბუყი დაიწყო. ძალიან მშიოდა. თითქოს ჩემი ფიქრები კატერინამ წაიკითხა და უცბად მკითხა
-არ გშია? პიცა მოიტანა დილით ნიკმა. 
"ნიკმა." ნეტა როგორ უნდა გაგრძელდეს ჩვენი ურთიერთობა? ალბათ ჩვეულებრივად,ისეთი ხომ არაფერი მომხდარა ...
-კი დიდი სიამოვნებით შევჭამ. 
-კარგი,ჩაიცვი და გამოდი.  სამზარეულოში გელოდებით-მითხრა,გამიღიმა და გავიდა. 
"გელოდებით"-ესეიგი ნიკიც მელოდება.ნეტა მალე წავალ აქედან? 
ფიქრებში გართულმა მობილური ავიღე და 5 missed call და 2 მესიჯი დამხვდა.  ალბათ დედა მირეკავდა,მესიჯები კი ნინასგანაა გავიფიქრე ჩემთვის და ასეც აღმოცჩნდა. უბრალოდ ხუთი ზარიდან ორი ჯასტინის იყო,რომელიც როგორც ჩანს გვიან ღამით რეკავდა. 
ნინას უცბად ვუპასუხე,დედასაც გავუგზავნე მოკლე ტექსტური შეტყობინება და ჯასტინზე დავიწყე ფიქრი ...  ნეტა,რა უნდოდა? იქნებ სწორედ მასზე ამობდა ნიკი,ვიღაც გირეკავსო? დარეკვა გადავწყვიტე,თუმცა ანგარიშზე სალაპარაკო გამთავებოდა და ნიკს  ან კატერინას ვთხოვდი სადილის შემდეგ მობილურს,რათა დამერეკა. თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში გავედი. 
და-ძმა მაგიდასთან დამჯდარიყო და მელოდებოდა. ნიკმა რომ შევედი,გამიღიმა. 
-დილამშვიდობის-მივესლამე მას და სკამჯე დავჯექი.
-შუადღემშვიდობისა-შემისწორა მან. მე არაფერი მითქვამს,უბრალოდ გავიცინე და კატერინას პიცის ორი დიდი ნაჭერი გამოვართვი. მეც ჭამას შევუდექი. 
ხანდახან თვალს ნიკისკენ გავაპარებდი,რომელიც დაჟინებით მიმზერდა. 
Tumblr | via Tumblr
როგორც კი სადილს მოვრჩი,კატერინას ვთხოვე მობილური ეთხოვებინა რათა დამერეკა,თუმცა მასაც ჩემსავით არ აღმოაჩნდა ანგარიში და მისმა ძმამ მათხოვა. 
ჯასტინს ძალიან მარტივი ნომერი ჰქონდა და უცბად დამამახსოვრდა,შესაბამისად მალე ავკრიფე და დავრეკე. მოუთმენლდა ველოდებოდი მისი ხმის გაგონებას,რადგან ძალიან მაინტერესებდა რა სურდა ... 
როგორც იქნა გავიდა და  მაშინვე ოპერატორის ხმა ჩაირთო: "მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდა. " 
კვლავ დავრეკე რამდენჯერმე,თუმცა უშედეგოდ. ნერვიულობამ იმატა და ...

იმედია მოგეწონათ და კარგი თავი გამოვიდა. 
რავიცი,მე შევაცადე თუმცა უცბად დავწერე,გადაკითხვასაც ვერ ვასწრებ,რადგან ამ თავს ნინას,ჩვენს იუბილარს ვუძღვნი ♥ 
გილოცავ ჩემო უსაყვარლესო და უღრმესი მადლობა რომ მოთხრობას კითხულობ. ძალიან მიყვარხარ და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ!
აგრეთვე ყველას ძალიან დიდი მადლობას გიხდით ვინც კითხულობთ და აკომენტარებთ. 
იმედია შეცდომებსაც მაპატიებთ,თუ მაქვს რა თქმა უნდა ( :დ ) ,რადგან მე არ ვარ ჩამოყალიბებული მწერალი,უბრალოდ ჩვეულებრივი 15 წლის გოგონა ვარ რომელიც წერს. 

წინა თავს 65 ნახვა,15 კომენტარი ჰქონდა და აქედან 7 იყო ნინასი,ამიტომ დავდე ესე გვიან და ესე პატარა)) 

ამ თავს მაინც თუ არ ექენება 10 კომენტარი,მართლა აღარ გავაგრძელებ. 
თქვენ იმედად ვარ! 
ძაალიან მიყვარხართ ♥ 
*პ.ს შემდეგ თავში ჯასტინიც იქნება ამიტომ ჯემილის შიფერებო (ჯასტინის და ემილის) დააკომენტარეთ აუცილებლად! :დდ 
ნემილის შიფერებმაც დააკომენტარეთ,რადგან ნიკიც იქნება :დდ 
მოკლედ არაჩვეულებრივი თავი გელით ) 

(35) Tumblr


კატეგორია: Book | ნანახია: 1436 | დაამატა: YoungGal❤ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 10

(2014-01-16 2:53 PM)
vaiimeeeeee <3
vgijdebime am motxrobaze ♥ ♥ ♥
auuu klviaturas gadavechvie;ddddddddddddddd da mezareba wera >_< chemiazri ukve gitxari FB-ze ♥
#TeamNemily :3