მთავარი » 2013 » აპრილი » 8 » Welcome To Reality
4:35 PM
Welcome To Reality
Welcome To Reality

-ჰელენ ჩვენ ისე სალაპარაკო გვაქვს...-დაიწყო დეივიდმა.
-რაზე? -გამიკვირდა მე. 
-ვინ იყო ის ბიჭი რომ კოცნიდი?-თქვა მან მკაცრი ტონით
SHIT!!!-გავიფიქრე ჩემთვის. მე ხომ სულ დამავიწყდა რომ უფროსი ძმა მყავდა?!
-მეგობარი იყო.
-ჯერ ძალიან ადრე ხომ არ არის შენთვის ეგეთი მეგობრები?-ვკითხა და ცალი წარბი აწია. 
-იცი,მე თვითონ გადავწყვეტ ვის უნდა ვაკოცო და ვის არა და რა არის ჩემთვის ადრე, და რა -არა. მართალია ჩემი ძმა ხარ,მაგრამ შენგან კონტროლს ვერ ავიტან. 
-ნუ თავხედობ.
-რა დედაჩემივით მელაპარაკები? რა მოხდა? დაიქცა ქვეყანა? შენ დავიჯერო არ გიკოცნია გოგოსთვის 17 წლის რომ იყავი,თუ ჩემგან იღებდი ნებართვებს? 
-იცი,სწორედაც რომ მიკოცნია და სულ სხვა რაღაცაზე ვფიქრობდი,მაგიტომ გაფრთხილებ ჰელენ,თორემ შემიძლია უბრალოდ დაგიკიდო და მორჩება,უბრალოდ ჩემი და ხარ და შენზე ვზრუნავ)) 
-კარგი,გპირდები ეს აღარ განმეორდება...-ყოველშემთხვევაში სახლთან ახლოს! გავიფიქრე და ჩავიცინე. 
-აბა რას შვრებიან ჩემი შვილები?-მოვიდა ლუკასი და გვერდზე მომიჯდა. 
-ლუკას,მალე ბრუნდები უკან?-ვკითხე მას. ჯერ-ჯერობით არ შემეძლო ყოველ მეორე წუთში მამა დამეძახა. 
-არ ვიცი ზუსტად,ალბათ ერთ-ორ დღეში. წესით დღესვე უნდა წავიდე,მაგრამ ესე მალე ვერ შეგელევით.-თქვა და გაიცინა.
-ძალიან კარგი))-ვუთხარი და ცალყბად გავუღიმე.
 
-დედაშენი რას შვრება,როგორაა?-გაახსენდა მას. 
-რავიცი ნორმალურად)) სიმართლე გითხრა გუშინ მასთან ვიჩხუბე და სწორედ მაგიტომ წამოვედი. 
-მართლა? რატომ ? 
-ნერვებს მიშლიდნენ ორივენი. მხოლოდ თავიანთ თავზე ფიქრობდნენ და მე ნაშვილები ბავშვივით ვიყავი)) უბრალოდ არ შემეძლო იქ გაჩერება.
-მესმის შენი. იმედია დეივიდი არ გაბრაზებს-თქვა და დეივიდს გადახედა,რომელიც იჯდა და ტელევიზორს უყურებდა. 
-არაა,ძალიან საყვარელია. 
 
-რა ქენი,მოგეწონა სკოლა? 
-კი ნორმალურია. კარგი ბავშვები არიან. 
-ძალიან კარგი. მიხარია რომ ყველაფერი კარგადაა.
მე ხმა აღარ ამომიღია,უბრალოდ ვიღიმოდი. 
 -ელ,ხომ არ გეწყინება რომ წამოვწვე? ძალიან დამღალა მგზავრობამ და... მანამდე შენ თუ გინდა გაისეირნე ან იმეცადინე. 
-კარგი,არაა პრობლემა. გავისეირნებ. 
-ფული ხომ არ გინდა? 
-ამმ,რავი...-ვთქვი და გავიღიმე,რადგან ფული არ მაწყენდა! :დ 
-კარგი,აი აიღე და იცოდე არ მოგერიდოს.-მითხრა და ას დოლარიანი გამომიწოდა. 
-მადლობა**-ვუთხარი და გავუღიმე.
ისიც დასაძინებლად წავიდა და 
დეივიდმაც რაღაც საქმე მაქვსო. ალბათ რომელიმე გოგოსთან მიდიოდა... 
მე კი -ნახევარი საათი ტელევიზორს ვუყურებდი. შემდეგ ესეც მომბეზრდა და გადავწყვიტე გამესეირნა. 
ქურთუკი მოვიცვი და გარეთ გავედი. მზე არ ანათებდა და გაწვიმებას აპირებდა-ზუსტად საჩემო ამინდი იყო! 
ბევრი ვიარე,სადღაც ჩიხებში ჩავუხვიე და ბუნებაში აღმოვჩნდი. 
ჩიტების გალობდნენ,ირგვლივ არავინ არ იყო და სიჩუმე სუფევდა. ფოთლები აქა-იქ მიმოყრილიყო და მეც გადავწყვიტე დედა ბუნებას მივბარებოდი-კედები გავიხადე და ფოთლებზე დავწექი.
ჩემთვის ჩუმად ვიყავი და ვფიქრობდი,თან ერთ ადგილს მივშტერებოდი,როდესაც ერთი ბიჭი შევამჩნიე... იგი მე მიყურებდა და თან იღიმოდა. 

 -ჰეი,რომელი ხარ?-დავიყვირე და წამოვდექი. 
 -ელეენ,ნუთუ ეს შენ ხარ?-მომესმა ნაცნობი ხმა. 
-ბენ?
-როგორ მომენატრე! არ მჯერა,რომ კვლავ შევხვდით ერთმანეთს! დამელოდე ჩამოვალ ეხლავე -დაიყვირა და ჩემკენ გამოიქცა. 
ბენი-ჩემი ძველი ნაცნობია. ადრე ინგლისურზე ერთად დავდიოდით და ძალიან ვმეგობრობდით,შემდეგ კი-რატომღაც სხვაგან გადავიდა ოჯახთან ერთად და 2-3 წელი იქნებოდა რაც არ მენახა. მისი დანახვა,ძალიან გამიხარდა. 
როგორც იქნა მოაღწია და მეც მისკენ გავიქეცი ჩასახუტებლად. ის საერთოდ არ შეცვლილიყო-კვლავ მორცხვი  და ცისფერი თვალებით მიყურებდა. 
-ძალიან მომენატრე! -ვუთხარი და ჩავეხუტე. 
ისიც მეხუტებოდა და ესე დაახლოებით 3-4 წუთი ვიდექით. ბოლოს,როგორც იქნა მივხვდით რომ ერთმანეთისთვის ხელი უნდა გაგვეშვა და ესეც მოვიქეცით. 
-ყველაზე მეტად აქ შენი დანახვა გამიკვირდებოდა! სად დაიკარგე? 
-რავიცი აბა... აქ ხშირად მოვდივარ და ჩემთვის ვზივარ. შენ კი არასდროს შეგხვედრილვარ.
-ხო, ვიცი. მე დღეს გადმოვედი მამაჩემთან და ჩემს ძმასთან ერთად ვცხოვრობ. 
-მოიცა,შენ ძმა გყავს?-მკითხა გაკვირვებულმა. 
-ხო,ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით. არც მე ვიცოდი,ეხლახან გავიგე. 
-ააა. იცი,ჩემთან რამდენი რამ შეიცვალა?! თუმცა მართლა ძალიან მომენატრე! სულ არ შეცვლილხარ! 
-ალბათ...
-არ გინდა ნაყინზე დაგპატიჟო? გახსოვს ადრე პირველები ყოველთვის ჩვენ რომ ვჭამდით ნაყინებს? 
-აჰაჰ კი როგორ არა. მაგრამ ეხლა ყველაფერი შეიცვალა.
-ნუ სულელობ,არაფერი შეცვლილა. ჩვენ კვლავ შეგვიძლია ნაყინების ჭამა-მითუმეტეს მე უკვე თვრმამეტის ვარ! შენ კი... ჩვიდმეტის უნდა იყო,არა?!
-აჰა. კარგი წავიდეთ და თან ძველი დროც გავიხსენოთ. 
-ვიცოდი რომ დამთანხმდებოდი! შენ არ გიყვარს ჩემი წყენინება -თქვა და გამიღიმა. 

-ეს მემგონი შენი უნდა იყოს,ხომ?-მკითხა და ჩემს კედებზე მიმითითა,რომელიც ხელში ეჭირა. 
-არ შემცდარხარ! 
-ხოდა ძალიან კარგი. კედებს დამსახურება უნდააა-თქვა და გაიქცა. 
-ბენნნ! ძალიან გთხოვ რა! დაბრუნდი!! 
-ესე ადვილად ვერ მიიღებ პატარავვ.-მითხრა და თვალი ჩამიკრა. 
მეც სხვა გზა არ მქონდა გავეკიდე. დებილი ბავშვებივით დავრბოდით წინდაუკან და ბოლოს როგორც იქნა დავიჭირე. 
-დაპატიმრებული ხართ სერ!!-ვუთხარი ღიმილით.
-რა გაეწყობა. შემიძლია ნაყინით მოგთაფლოთ?-მკითხა და თავისი დიდრონი ცისფერი თვალები მომაბყრო.
-კი შეიძლება,ოღონდ მხოლოდ ვანილის ნაყინით,რომელსაც მოსხმული აქვს...
-კარამელი-თქვა და ორივეს სიცილი აგვიტყდა,რადგან ეს ჩვენი ფავორიტი ნაყინი იყო ბავშვობიდანვე.მე დღემდე ამას მივირთმევ. 
ჩვენ სანაყინესკენ გავწიეთ და თან გზაში ძველ ამბებს ვიხსენებდით,როდესაც...

To Be Continiued!!! 
:დ გამაგიჟებთ თქვენ მე 40 ნახვა აქვს და 8 კომენტარი.
თუ 10 კომენტარი არ ექნება ამ თავს,აღარ გავაგრძელებ. 


კატეგორია: Book | ნანახია: 1480 | დაამატა: YoungGal❤ | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 131 2 »

(2013-05-06 0:09 AM)
* 13 favorite   [Entry]
ertguli mkitxveli xom gyavs magattvis mainc gaardzele