მთავარი » 2013 » აპრილი » 24 » Welcome To Reality
1:47 PM
Welcome To Reality
Welcome To Reality


Part 9

-რა გაცინებთ?-იკითხა მან გაკვირებულმა. 
-არაფერი,უბრალოდ ეგ ჩვენი ფავორიტი ნაყინია. 
-რა დამთხვევაა,ჩვენიც-თქვა და მანაც გაიღიმა. 
ძალიან მიხაროდა და თან ამავდროუალდ არ მჯეროდა რომ ჩემს კუმირთან ერთად ვჭამდი ნაყინს!:დ 
ჯერ არ ვჭამდი მაგრამ შევჭამდი.
უცბად ტელეფონმა დარეკა. როგორც ყოველთვის დეივიდი იყო.
-ბატონო. 
-სად ხარ ამდენი ხანი?
-ჩემს ძველ მეგობართან ერთად)
-კარგი არ დაიგვიანო. 
-შევეცდები-ვუთხარი და გავუთიშე.
საერთოდ არ მომწონდა მისი კონტროლი. ნერვებს ძალიან მიშლიდა. 

მე კრისტენსა და ლოგანს მივუბრუნდი,რომლებიც მე მელოდებოდნენ.
-ჩემი ძმა იყო. 
-Umm ძმა გყავს?-მკითხა კრისტენმა. 
-ჰო. -ვთქვი და გავუღიმე. ვინმესთვის რომ მეთქვა ალბათ არავინ დამიჯერებდა,კრისტენს ველაპარაკებოდი და თან ჩემი ძმის შესახებ!;დ
-ააა,ძალიან კარგი. დიდია? 
-კი,ჩემზე დიდი-ვთქვი და გამეცინა,რადგან არ მახსოვდა ზუსტად რამდენის იყო.
-ძალიან კარგი. 
-შენ და რობი ერთად ხართ,ხომ ისევ?-კითხა ბენმა.
-კი რა თქმა უნდა. 
Tumblr_misn9c6iil1qc4g8vo3_r7_250_large
-მომიკითხე მერე.
-აუცილებლად-თქვა და გაიღიმა. 
კრისტენს როგორც იქნა ნაყინი მოუტანეს და მანაც ჭამა დაიწყო. ამავდროულად უამრავ თემაზე ვსაუბრობდით. ხანდახან თავს ზედმეტად ვგრძნობდი,რადგან ისინი ძირითადად თავიანთ კარიერაზე საუბრობდნენ,თუმცა ეს დიდად არც მანაღველბდა. 
კრისტენი კი ზუსტად ისეთი აღმოჩნდა,როგორიც მეგონა! თბილი,მორცხვი და მოუხერხებელი!:დ თითი თურმე მანქანაში მოყვა რომ გადმოიოდა და კვლავ გაჭრილი ჰქონდა. 
ჭამა რომ დავასრულეთ,ბენმა სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან,რამაც მე ძალიან გამაკვირვა. არ ვიცოდი თუ ეწეოდა...
მან კრისტენსაც მისცა და ბოლოს "ჩემი ჯერიც" დადგა.
-ელ,ეწევი?-მკითხა და თავისი დიდი,ცისფერი თვალები მომაბყრო.
Tumblr_mkz1shl4ul1ratheuo1_500_large

-იშვიათად. თუმცა ეხლა მოვწევ-ვუთხარი და მეც სიგარეტი ხელში დავიკავე. 
ალბათ ამ ყველაფერს დეივი რომ ხედავდეს,მომკლავდა,თუმცა საბედნიეროდ ვერაფერს ხედავს.
ერთი ღერი პირშო რომ ჩავიდე კინაგამ დავიხრჩვი,ყელი საშინლად ამეწვა.
Tumblr_mkp9iijvw01qdjis9o1_500_large
კრისტენი კი ძალიან დახვეწილად,ყველანაირი "ხველების" გარეშე ეწეოდა. ეტყობა სტაჟიანი მწეველი იყო. (:დ)
-დიდი ხნით ხარ აქ?-განაგრძლო ბენმა საუბარი.
-არც ისე. სულ რაღაც2 თვით,შვებულება ავიღე და მინდა ეს დრო ჩემს მეგობრებთან ერთად გავატარო.
-ძალიან კარგი.გაუმართლათ შენს მეგობრებს.
-ჰეი,სხვათაშორის ჩემს მეგობრებში თქვენც შედიხართ,შეგვიძლია შევხვდეთ ხოლმე და ერთად დრო გავატაროთ.
-კარგი იდეაა. თან რობიც წამოიყვანე და ელენს გააცანი. 
-აჰმ,აუცილებლად.
-ელენ,ისე შენი ნომერი მომეცი. შეგეხმიანები ხოლმე.
-Umm ეხლავე,0692 32 23 33 (ყოველი შემთხვევისთვის არ სცადოთ დარეკვა:დდდ). 
-კარგი,მეც ზარს გამოგიშვებ და ჩაინიშნე-მითხრა კრისტენმა და ჩემს მობილურზე ზარი შემოუშვა.
-აუცილებლად შემეხმიანეთ,როცა გეცლებათ."დასაკარგი ხალხი"არ ხართ.-თქვა კრისმა და სამივე გაგვეცინა.
Tumblr_mhutmrnu6y1qgaxooo1_500_large
-პატიოსან სიტყვას გაძლევ!-თქვა თამამად ბენმა,რაზეც კვლავ გაგვეცინა და ესე,სულელებივით უაზროდ ვიცინოდით. 
ამასობაში კი მიმტანმა ანგარიში მოგვიტანა,რითიც გვაგრძნობინა რომ ჩვენი წასვლის დრო იყო. ბენმა ანგარიში გადაიხადა და ჩვენც იქაურობა დავტოვეთ.გარეთ რომ გავედით,თვალები ამიჭრელდა. ყველას ფოტოაპარატი მოემარჯვებინა და სურათებს იღებდა.100-200 პაპარაცი მაინც იქნებოდა,რაც მე ძალიან მაღიზიანებდა.
ბენი და კრისტენი კი,ცდილობნენ არ შეემჩნიათ და მეტიც-ისინი ფოტოკამერებს უღიმოდნენ,თუმცა მათი ღიმილი ზედმეტად ყალბი იყო. 
ყველაფერი კარგად მიდიოდა,სანამ კრისტენს ერთ-ერთმა პაპარაცმა "მეძავი" არ დაუძახა. კრისტენს გამომეტყველება შეეცვალა,თუმცა მაინც "წაუყრუა"ამ ნათქვამს,მაგრამ როგორც ჩანს ბენმა ნერვები ვეღარ მოთოკა. 
-რა თქვი?-დაიღიალა მან ბოლო ხმაზე და პაპარაცს მიუბრუნდა.
Tumblr_mkejfgs3wu1s3lqwwo1_500_large
-მე მას ის ვუწოდე რასაც იმსახურებს. განა თქვენ არ იცით რომ ძუკნაა?-თქვა და ჩვენკენ წამოვიდა.
მე ვცდილობდი ბენი დამეწყნარებინა,თუმცა ტყუილ-უბრალოდ...
კრისტენიც ბენს ამშვიდებდა,თუმცა ვერაფერს გახდა და ბენმა იმ პაპარაცს მაინც დაარტყა. ამას მისი მეორე მუშტი მოყვა და ჩხუბი დაიწყო.
ჩვენ მათ გაშველებას ვცდილობდით,თუმცა ამაოდ.
გარშემო მყოფი საზოგადოება კი სურათებს იღებდა და იცინოდა.მე რამოდენიმე მათგანს მივვარდი და დახმარება ვთხოვე,თუმცა მათ რა თქმა უნდა არაფერი უპასუხიათ იმდენად იყვნენ "სანახაობის" ყურებით გართულნი.
-ბენ,ძალიან გთხოვ გეყო!არ ღირს ამდენი ცხუბი. ჩემი და ჰელენის ხათრით,ელენთან წადი გთხოვვვ.... ბენ გესმის???-მათ შორის ჩადგა კრისტენი და ბენს ელაპარაკებოდა.
როგორც იქნა მანაც თავი წამოსწია და ჩემსკენ წამოვიდა. საბედნიეროდ,დიდად არ დაშავებულა,მხოლოდ ცხვირიდან მოსდიოდა სისხლი...
-შენ იცი რა?! მე რობმა მაპატია და შენი აზრი სულ ცალ ფეხზე მკიდია! არ გაბედო და მეორედ არ შემხო არც მე და მითუმეტეს ჩემს მეგობრებს,თორემ ამას უკვე სასამართლო გაარკვევს!გაფრთხილებ!!!-თქვა კრისტენმა და იქიდან წამოვიდა.ძალიან ანერვიული იყო,სადაცაა ტირილს დაიწყებდა. 
როგორ მინდოდა ის პაპარაცი ჩემი ხელით მეცემა! მე კრისტენის დამშვიდებას ვცდილობდი,თუმცა შემდეგ შევამჩნიე რომ ბენს სისხლდენა არ უჩერდებოდა... ამიტომ სასწრაფოდ საავადმყოფოში წავიყვანეთ.
მე და კრისტენი მოსაცდელში ვისხედით და ექიმს ველოდებოდით.
ძალიან ვნერვიულობდი.
უეცრად ჩემი მობილური გამახსენდა და მას დავხედე. 29 გამოტოვებული ზარი იყო,საიდანაც 27-დეივიის,ხოლო 2 მამასი აღმოჩნდა. ახლა მათთვის არ მეცალა და ექიმს სულმოთმენლად ველოდი.
-ჰელენ... ელ... ძალიან გთხოვ მაპატიე! იცი... იცი,მე არ მინდოდა... გთხოვ!!!-თქვა კრისმა და ტირილი დაიწყო.
Tumblr_mbqq78zswk1r31363o1_r4_500_large
-არ ინერვიულო,კარგი რა. ყველაფერი კარგად იქნება.-ვეუბნებოდი მას,თუმცა ამისი მეც არ მჯეროდა.
-შენ არაფერ შუაში ხარ,ნუ ღელავ გთხოვ.
მან თავი მხარზე დამადო და მაისური ცრემლებით დამისველა... 
ექიმი რა თქმა უნდა პალატაში არ გვიშვებდა და ჩვენც უმწეოდ ველოდით მათ განაჩენს.
15 წუთის შემდეგ როგორც იქნა ვიღაც გამოვიდა პალატიდან. 
-იმ ახალგაზრდა ბიჭთან თქვენ ხართ,ეხლახან რომ მოიყვანეს?-გვკითხა მან და აგვათვალიერა.
-დიახ ჩვენ ვართ.-ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი.-
-როგორაა,რაიმე სერიოზული ხომ არ სჭირს?
-სამწუხაროდ...


იმედია მოგეწონათ<3
მართლა დიდი ხანია რაც ამის დადება მინდა,თუმცა ვერ მოვახერხე))
თუ კომენტარები აუგროვდება,მალე დავდებ.
დიდი მადლობა ყველას ვინც ხმა მომცა საუკეთესო მოთხრობაში.
ძალიან მიყვარხართ) 
კატეგორია: Book | ნანახია: 1719 | დაამატა: YoungGal❤ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 131 2 »

(2013-04-25 3:49 PM)
magariaaaaaaaa