4:47 PM Welcome To Reality | |
უეცრად ლიმუზინი გაჩერდა და იქიდან ბენი გადმოვიდა. ყელში ბურთი გამეჩხირა,ძალიან სიმპატიური იყო .ვუყურებდი და ვფიქრობდი,ნუთუ ეს ის ბენი იყო,ოდესღაც რომ ვთამაშობდი თქო... ელისმა ჩემზე ადრე შეამჩნია და რასაც ქვია "შეახტა". ძალიან მაღიზიანებდა მისი ქცევები. მე კი ფეხი არ მომიცვლია,წყნარად ვიდექი და ერთ წერტილს უაზროდ ჩავშტერებოდი. -ვის უყურებ ასე გამალებით?-მომესმა უკნიდან დეიმონის შეკითხვა. იმდენად ვიყავი "გაშტერებული",მისი მოპარვაც ვერ შევამჩნიე. -ამმ,არავის,უბრალოდ რაღაცაზე დავფიქრდი. -You look sexy!-ჩაილაპარაკა მან და თვალი ჩამიკრა. -შენი ძმა სად დაკარგე? -ვკითხე მე,როდესაც მეორე ვინჩესტერი ვერ შევამჩნიე. -ჰეი,მეც აქ ვარ! -მაგარია! აბა კარგად გაერთეთ-ვუთხარი და სხვაგან წასვლა გადავწყვიტე,თუმცა მათმა ხმამ გამაჩერა. -სად მიდიხარ,ეხლა არ მოვედი?-მკითხა ნიკმა. -ჩემები უნდა ვნახო -ვუპასუხე და თვალებით დეივიდის ძებნა დავიწყე. ჯანდაბა! ის მაინცდამაინც მაშინ გაქრება,როცა არ მჭირდება! -სხვა რად გინდა,როდესაც ჩვენ ვართ აქ?!-ცინიკურად მითხრა დეიმონმა. -დროებით დაგტოვებთ და მერე მოვალ. -კარგი რა,კი არ შეგჭამთ-წაიბუზღუნა ნიკმა. -ვიცი,მაგრამ ... -ის ბიჭი ვინაა,შენთან რომ მოდის?-გამაწყვეტინა დეიმონმა. უკან შევტრიალდი და ბენი დავინახე. ის ჩემკენ ნელ-ნელა,დაბნეული მოაბიჯებდა. -ჩემი მეგობარია და ეხლა მართლა უნდა წავიდე-ვუთხარი და მეც ბენისკენ გავემართე. ვინჩესტერების მზერა უკან "მწვავდა",თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია და უფრო თამამად მივედი ბენთან. -ჰჰეელენ! ძალიან კარგად გამოიყურები -მითხრა მან და ქვემოთ დაიხედა . -იგივეს ვიტყოდი თქვენზეც,მისტერ. ვაღიარებ,თქვენი მოსვლა ძალიან შთამბეჭდავი იყო-დავიწყე მაღალფარდოვანი საუბარი. -ვიცი,არც მე მიყვარს ესე სიარული,მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. ტაქსი რამოდენიმე წუთის განმალობაში არ ჩანდა და მეც სხვა გზა არ მქონდა. ვიფიქრე არ წავალ მეთქი,მაგრამ შენი თხოვნით,ხომ ხედავ აქ ვარ! " ისევ ელისი! რა დავუშავე ამ არამკითხე მოამბეს?! "-ვკითხე საკუთარ თავს,მაგრამ პასუხი ვერ გავეცი . -არ შევიდეთ? -აჰა,ეგრე აჯობებს-ვუპასუხე მე. მან ხელი გამიყარა და ბარში შევედით. უკვე ბევრი ხალხი მოგროვებულიყო. ყველა ერთმანეთს ესაუბრებოდა და იცინოდა. ელისი გამწარებული გვიმზერდა,თუმცა ესეც "გავატარე". უფროსწორად,"გავატარებდი" რომ არ მოგვვარდნოდა. -რას შვრებით? -როგორც ხედავ,არაფერს )) -ვუპასუხე ცოტა უხეშად,რაზეც ბენს ჩაეცინა. ელისი ცოტა დაიჭყანა,თუმცა შემდეგ "ყალბად გაგვიღიმა" და საუბარი განაგრძო. -არ მოიწყენთ,ძალიან მაგარი რაღაც მოვიფიქრე. -მაინც რა? - დაინტერესდა ბენი. -წამოდი და მოგიყვები-უპასუხა ელისმა და ხელი ჩასჭიდა. რბილად რომ ვთქვათ, "წაათრია". "ძუკნა! " -გავიფიქრე ჩემთვის და შემდეგ თავი აღარ შემიწუხებია მასზე ფიქრით. დეივიდი და დინი არ ჩანდნენ. მეც თავი არ შემიწუხებია მათი ძებნით. ყველა შეიკრიბა რაც იმას მოასწავლებდა,რომ ხალხი შეგროვდა. ელისმა მიკროფონი აიღო და სიტყვით გამოვიდა: -მადლობა ყველას რომ მოხვედით,ძალიან მიხარია. დაბადების დღე ცოტა მოსაწყენი რომ არ გამოვიდეს,გადავწყვიტე ვითამაშოთ სიმართლე თუ მოქმედება. ყველას ხმოვანი "ოოო" აღმოხდა პირიდან. -პატარა ბავშვები ხომ არ ვართ?! დასალევი მოიტანეთ რა!-წამოიძახა ვიღაცამ. მას სხვებიც აყვნენ და "ქოთქოთი" ატყდა. ელისი დაიბნა და აქეთ-იქით იხედებოდა. -ვინც ითამაშებს დამატებით სასმელს მიიღებს! მოსულა? -წამოიძახა დინმა,რომელიც უეცრად გაჩნდა და აშკარად არ სურდა დის დაბადების დღის ჩაშლა. -მოსულა!-დაიძახა ვიღაცამ და წრეზე შეიკრიბნენ. მე არც დალევას ვაპირებდი და არც თამაშს ,შესაბამისად ადგილიდან ფეხი არ მომიცვლია. -არ თამაშობ? -მკითხა დეიმონმა -არა. დიდი ხანია აღარ მითამაშია და არც ვაპირებ. -მოგიწევს-თქვა მან და ხალხში მიმიყვანა,სადაც ნელ-ნელა სათამაშოდ სხდებოდნენ. მეც წინააღმდეგობა აღარ გამიწევია,რადგან მართლა სხვა რა უნდა მეკეთებინა. ბევრნი ვჩანდით,თუმცა არც იმდენი ვყოფილვართ,რამდენიც მე მეგონა. ბენი ჩემკენ მოდიოდა,თუმცა ელისმა ხელი ჩასჭიდა და გვერდზე დაისვა. მე კი ვინჩესტერების შუაში აღმოვჩნდი. თამაში დაიწყო. ბოთლი ტრიალებდა. სანამ შესაძლელობა ჰქონდათ,ყველა სიმართლეს ამბობდა,მაგრამ გადაწყვიტეს რომ თით ადამიანს მხოლოდ ერთხელ შეეძლო სიმართლე აერჩია. ბოლოს როგორც იქნა ბოთლი ჩემზე გაჩერდა. მე სიმართლე ავირჩიე. კითხვას ელისი მისვამდა. -ჰელენ-დაიწყო მან და თვალები აუციმციმდა. უკვე მივხვდი რომ,რაღაც საშინელებას შემეკითხებოდა ... მოკლედდ როგორც იქნა მოვიცალე და დავდე ახალი თავი. მეორე მოთხრობასაც დავდებ ამ კვირაში აუცილებლად)) იმედია მოგეწონათ და მაპატიებთ რომ ესეთი პატარა გამოვიდა. ესე აღარ დავაგვიანებ,მაგრამ ძალიან გთხოვთ,დააკომენტარეთ რა. 10 კომენტარზე მეტი როგორც კი ექნება,მაშინვე დავდებ სიტყვას გაძლევთ! და... ძალიან მიყვარხართ♥ მადლობა რომ კითხულობთ და აკომენტარებთ. აბა თქვენ იცით ** სტეფანს თურმე ნიკი ერქვა,შემეშალა ბაღნებო მაპატიეთ:დდდდ <3 | |
|
სულ კომენტარები: 12 | 1 2 » |
|