მთავარი » 2013 » მაისი » 15 » Welcome To Reality
7:58 PM
Welcome To Reality
Large
-ცოტა არ იყოს და კი -ვუთხარი და გავიცინე. 
-კარგი,წამო დაწექი ჩემთან ერთად გაგიშლი საწოლს... -თქვა და წავიდა. მეც უკან გავყევი.
ზემოთ ავედით,დინი კი იწვა და ალბათ უკვე ეძინა,რაზეც მისი "ხვრინვა"
 მიგვითითებდა. 
ოთახში შევედით და მე ლოგინზე დავჯექი,ელისი კი იდგა და არ ჯდებოდა.
 -ელის ,ბოდიში დღეს რაღაც ცუდად გამოგვივიდა...-დავიწყე ლაპარაკი დაძაბულობის 
განსამუხტავად. 
-ხო,მართალი ხარ. ბოდიშს მე უნდა გიხდიდე,ჩემი ბრალია,უბრალოდ შენც შეეცადე 
გამიგო:უამრავი მეგობარი სულ ტყუილ-უბრალოდ დავკარგე და შენზეც შემეშინდა-თქვა
 მან და თვალზე ცრემლი მოადგა. 
-არაუშავს,მესმის შენი-ვუთხარი და მოვეხვიე.
ხანდახან მგონია რომ მე დიდი ადამიანით ვაზროვნებ,ჩემი თანატოლებისაგან განსხვავებით...
-უი,იცი ხვალ ჩემი დაბადების დღეა))-მხიარულად ჭამოიძახა მან და ცრემლი მოიწმინდა.
 -მართლა?მერე აპირებ რამეს?
-არ ვიცი ზუსტად,მაგრამ დინმა თქვა რომ რამე დიდი ფართი გავაკეთოთ და ყველა ნაცნობს უთხარი მოვიდესო.დინს უყვარს ესეთი რაღაცები,ახალგაზრდული შეკრებები და ხომ ხვდები რა..თან ბიძაჩემი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კლუბის მეპატრონეა და ძალიან ვუყვარვარ.
-ხომ,კარგი აზრია მეც დაგეხმარები-ვუთხარი და გვერდზე მივუჯექი.
-ისე,თუ გინდა შენც უთხარი შენს რამოდენიმე ნაცობს)) დეივიდი ყველა ვარიანტში იქნება,მაგრამ ახლო მეგობრებიც დაპატიჟე,არაა პრობლემა. 
-დიდი მადლობა,დღეს ჩემმა მეგობარმა ერთი მსახიობი გამაცნო და მაგათ ვეტყვი...
-რომელი?-მკითხა მან. 
-კრისტენი. 
-მართლა?! ხოდა უთხარი მოვიდეს და გავერთობით. 
-კი,მაგრამ მობილური დავკარგე,არადა ყველა ნომერი იქ მეწერა.
-მერე დარეკე შენს ნომერზე? 
-აუ,არაა. მიდი აბა დარეკე რა-ვუთხარი მას და ჩემი მობილური ვუკარნახე. ისე,გამიკვირდა ამდენი ხნის განმალობაში როგორ ვერ მოვიფიქრე ჩემით. 
ზარი გადიოდა და 2 წუთის შემდეგ,როგორც იქნა ვიღაცამ უპასუხა.
-ბატონო-თქვა მან და მე მასში ბენი ამოვიცანი. 
-ბენნ,შენ ხარ?
-უი ჰელენ,ეხლახან აღმოვაჩინე რომ თურმე შენი მობილური დაგრჩენი ჩემთან,მანქანაში და დარეკვას ვაპირებდი,მაგრამ არ ვიცოდი სად დამერეკა. 
-ხო,მივხვდი. არაუშავს. ვინმემ ხომ არ დამირეკა?
-ვიღაც ბიჭმა და კიდევ ერთმა გოგონამ -თქვა მან და მეც მივხვდი რომ ბიჭი დეივიდი იქნებოდა,თუმცა ბენისთვის არაფერი მითქვამს. გოგონაზე,კი ცოტა დავიბენი...
-ხვალ გამოგიტან მობილურს,ხომ? 
-აჰა,თან ჩემი მეგობრის დაბადების დღეა და გმოაიარე,კრისტენსაც უთხარი...
-შევეცდები. თუ რამეა,ამ ნომერზე შეგეხმიანები. 
-კარგი-ვუთხარი და გავუთიშე.
ამასობაში ელისს საწოლი გაეშალა და თბილად ჩავწექი. ჩვენ 4 ის ნახევრამდე ვსაუბრობდით,თითქმის ყველაფერი მოვუყევი რაც დღეს თავს გადამხდა,იმის ჩათვლით დინმა რაც გამაკეთებინა და მან ერთი 'გენიალური იდეა' მომაწოდა. მითხრა რომ,დინთან დავწოლილიყავი და ვითომ მთელი ღამე მასთან 'ვიწექი'. მეც მომეწონა მისი აზრი და გადავყწვიტე ესე მოვქცეულიყავი. 
ელისს ოთხისთვის უკვე ეძინა და მეც გადავყწვიტე ჩემი გეგმა განმეხორციელებინა...
***
დილით ფრინველების გალობამ გამაღვიძა. ჩიტები თავიანთთვის წყნარად ჭიკჭიკებდნენ და გარემოს თავიანთი ტკბილი ხმით ატკობდნენ. 
მობილური ავიღე და საათს დავხედე-ჯერ მხოლოდ 7 საათი ყოფილიყო... ჩემს გვერდზე მყოფ დინს გადავხედე,რომელსაც თავისთვის ეძინა და მისი ხვრინვა მთელ სახლში ისმოდა. 
Tumblr_lwgm94x1gn1qf3myqo1_500_large
უეცრად გამახსენდა,რომ დღეს უკვე ელისის დაბადების დღე იყო და წამოვდექი. ტანზე კვლავ ელისის საღამური კაბა მეცვა,რომელიც ძალიან მოკლე იყო და დინის დარწმუნებაში უფრო დაგვეხმარებოდა. ჩემი ჟაკეტი მოვიცვი და ქვემოთ ჩავედი,როგორც მოველოდი ელისსაც ეძინა. გადავწყვიტე მისთვის საჩუქარი გამეკეთებინა და სამზარეულოში ფუსფუსი დავიწყე. კარადიდან რაღაცები გამოვიღე... საბედნიეროდ იქვე ბისკვიტი და კრემიც იყო,რაც დაბადების დღის განწყობას ყველას შეგვიქმნიდა და ელისის ტორტის მზადება დავიწყე. 
ხილი,რომელიც სახლში მოიპოვებოდა ,ყველაფერი ზედ დავაყარე: მარწყვი,ბანანი,ფორთოხალი და ათასი რამ. შემდეგ ეს ყველაფერი წვრილად დავჭერი და ტორტზე დავდე. მალე კრემიც მოვასხი,რომლითაც ბისკვიტზე ამოვტვიფრე "Happy Birthday Alice". ჩემი ნახელავით ასეთუისე კმაყოფილი ვიყავი და საგულდაგულოდ მაცივარში შევინახე. უკვე წარმოდგენილი მქონდა ელისის ბედნიერი სახე,როდესაც ამ ყველაფერს დაინახავდა. 
ტელევიზორი ჩავრთე და არხებზე წინდაუკან ვრთავდი. ერთ-ერთ არხზე კი თვალი ჩემი ,კრისტენისა და ბენის პაპარაცულ სურათებს მოვკარი თვალი. იქ ყველაფერი ნათლად იყო ასახული:ბენის ჩხუბი,კრისტენის ტირილი,ჩემი წივილი და პაპარაცის სიტყვები. ჟურნალისტი ყველაფერს ყვებოდა და ნელ-ნელა 'ალამაზებდა' კიდეც. ძალიან ბევრი რამ მოიტყუა,რამაც ნერვები ამიშალა და ტელევიზორიც გამოვრთე. 
მაღლა ავედი,რადგან ძილი მომეძალა და დინს  გვერდზე მივუწექი. სხვადასხვა თემებზე ვფიქრობდი და ვცდილობდი თავი გამერთო,თუმცა არაფერი გამომივიდა. ბოლოს დინის მობილური ავიღე და თამაში დავიწყე. ტელეფონი ჩართული იყო და გამოტოვებულ ზარებში,როგრც ყოველთვის დეივიდი 'ლიდერობდა'. უამრავი მესიჯი გამოეგზავნა... მათგან ერთ-ერთი გავხსენი და დინის მინაწერიც გამოჩნდა: 'ძმაო,არ ინერვიულო შენი და დღეს ჩვენთან რჩება,ელისმა სთხოვა. დაგირეკავ მერე,მაგარი 'ნაშა' დავკერე'. ამაზე ბევრი ვიცინე და თამაში განვაგრძე. როგორც ჩანს კლავიშების ხმამ დინიც გამოაღვიძა. 
მან თვალები ნელ-ნელა გაახილა და ჩემი დანახვაც ძალიან გაუკვირდა. 
შემდეგ კი ალბათ მიხვდა რაც მოხდა და გამიღიმა. 
-დილამშვიდობისა,ლამაზო! -მითხრა მან,გადმოიხარა და ტუჩებში მაკოცა... 


იმედია მოგეწონათ :ხ ბოდიში ამდენი ხანი რომ ვერ ვდებდი და დიდი მადლობა ამდენი კომენტარისთვის!! ♥ 
თუ ისევ 20 კომენტარი ან მეტი ექნება,გპირდბეით ესე აღარ დავიგვიანებ და ესეთ პატარა თავს აღარ დავდებ,უბრალოდ 'კრიზისი' მჭირს და ჩემი აზრით სჯობს,პატარა თავი დავდო და საინტერესო ვიდრე დიდი და უაზრო)) 
ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის მააარსს ^^
არ მინდოდა ეს თავი ვინმესთვის მიმეძღვნა,თუმცა ისეთი თბილი კომენტარები დაიწერა წინაზე რომ არ შემიძლია თქვენ არ გამოგარჩიოთ ♥ 
ამ თავს ვუძღვნი - LadyVampire♥-ს,Queen♥M-ს და MissWinchester♥-ს. 
დიდი მადლობა გოგონებო რომ კითხულობთ და აკომენატრებთ ^^
ძალიანმიყვარხართ ყუუელაა :დდ )) 

P.S კომენტარები არ დაგავიწყდეთ . 


კატეგორია: Book | ნანახია: 1462 | დაამატა: YoungGal❤ | რეიტინგი: 5.0/9
სულ კომენტარები: 191 2 »

(2013-05-26 6:06 PM)
* 19 Chu♡Pa   [Entry]
ahaa biggrin 20 comentari aq ukvee da dade shemdegii biggrin
shen ar gitqvams erti da igive adamianis komentari ar itvlebaoo ase rom malee biggrin :D
vaimee ra meshvelebaa biggrin