მთავარი » 2013 » მაისი » 30 » Welcome To Reality.
8:19 PM
Welcome To Reality.

როგორც ჩანს კლავიშების ხმამ დინიც გამოაღვიძა. 
მან თვალები ნელ-ნელა გაახილა და ჩემი დანახვაც ძალიან გაუკვირდა. 
შემდეგ კი ალბათ მიხვდა რაც მოხდა და გამიღიმა. 
-დილამშვიდობისა,ლამაზო! -მითხრა მან,გადმოიხარა და ტუჩებში მაკოცა.
-ჰეი!-ვუთხარი და ხელით გავწიე.
-რა იყო?-მკითხა გაკვირვებულმა.
სულ დამავიწყდა რომ ჩვენ 'ვითომ' ერთად ვიწექით.
-არაფერი,უბრალოდ...-დავიწყე და როდესაც ვერაფერი მოვიფიქრე ვუპასუხე.
-მომენატრე!
ნეტა რამ მომაფიქრა,ან საერთოდ მონატრება რა შუაში იყო?! უბრალოდ,ძალიან დავიბენი.
დინს გაოცებული სახე ჰქონდა და ხმა რომ არ ამომეღო,ალბათ რამოდენიმე წუთის განმალობაში,კვლავ გაშტერებული მიყურებდა
-ამმ,ისე დღეს ელისის დაბადების დღეა.
-ხო ვიცი,მახსოვს. ღვიძავს?
-არ ვიცი,მეც ეხლახან გავიღვიძე-ვიცრუე საკმაოდ დამაჯერებლად,თან უკვე მეორედ. ბენის წინადებაზე (ფილმთან დაკავშირებით) უნდა დავფიქრებულიყავი,რადგან მგონი შანსები მქონდა.
-მოკლედ დღეს ვაპირებ რამე გრანდიოზული ფართი გავუკეთო. ელისმაც იცის რომ რაღაცას ვაკეთებთ,მაგრამ ბოლომდე არა. კარგი იქნება თუ შენც დამეხმარები.
-კარგი,მაგრამ ჯერ ჩემებთან უნდა გავიდე და თან მობილური უნდა დავიბრუნო.
-რა მობილური?-გაოცებული მზერა კვლავ მომაბყრო.
-ჩემი მობილური,მეგობრის მანქანაში დამრჩა.
-რომელი მეგობრის?უკვე მოასწარი მეგობრების შეძენა?
მისი ზედმეტი კითხვები მაღიზიანებდა და შევეცადე რაც შეიძებოდა,ცივად მეპასუხა. 
-არა,ბენს დიდი ხანია ვიცნობ.
ჩემი ემოცია აშკარად მკაფიოდ გამოვხატე და დინს ხმა აღარ ამოღია. სიჩუმე ისევ მე დავარღვიე.
-გადი რა ოთახიდან,უნდა გამოვიცვალო!
-რა თქვი? 
-გადი ოთახიდან მეთქი-გავუმეორე უფრო მკაცრად. 
ჯანდაბა! ალბათ მის თვალში იდიოტივით გამოვჩნდი. 
დინმა თავიდან გაკვირვებით შემომხედა,შემდეგ როდესაც ჩემს სახეზე სერიოზულობა ამოიკითხა წარბები ასწია და გვერდზე გადატრიალდა.
-და რა გაქვს ისეთი,რაც აქამდე არ მინახავს?!-ბოლოს მაინც რაღაც თქვა.
'დამიჯერე,ბევრი რამ' მინდოდა მეპასუხა,თუმცა თავი შევიკავი.
-ალბათ,არის რაღაც.
-დავკონკრეტდეთ,თუ შეიძლება.
-არ შეიძლება-ვუთხარი და წარბები შევკარი.
-ნუ მიბრაზდები Sweetheart-თქვა და  საწოლიდან ადგა.როგორც ჩანს,სააბაზანოში გავიდა და მეც რამოდენიმე წამში უცბად გადავიცვი მაისური,ჯინსი კი ჩავიცვი. საბედნიეროდ,დილით როდესაც გამეღვიძა ჩემი ტანსაცმლის ელისის ოთახიდან გამოტანე მოვახერხე. დინის საძინებელი უცბად დავტოვე და სამზარეულოში ჩავედი.
თავი ძალიან მტკიოდა,კვლავ ნაბახუსევზე ვიყავი და მაცივარში შევიხედე. საბედნიეროდ იქ 3 ცალი ლუდი იყო,რისთვისაც მადლობა დინისთვის უნდა გადამეხადა.
ერთი ბოთლი ჩემთვის ავიღე და მაგიდასთან მივედი. უეცრად,საიდანღაც დინი გამოჩნდა,რომელიც წელს ზემოთ შიშველი იყო. 

-დავიჯერო უკვე თვრამეტის ხარ,ალკოჰოლურ სასმელს რომ სვამ? 
 
Tumblr_mjy2sfuvcw1rht8j2o1_500_large
-გადი რა,გაიარე.-ვუთხარი და ბოთლი მივიყუდე.
-ჰმ...-ჩაილაპარაკა თავისთვის და შემდეგ ჩემთან მოვიდა
-იცოდე,ეს ერთი დღე გპატიობ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყოველთვის ესე მოვიქცევი. არანაირი სასმელი ყოველშემთხვევაში ჩემს სახლში,მითუმეტეს გოგოსთვის. მე შენ ჩემი დასავით გიყურებ და შესაბამისად შენც ელისისნაირი უფლებები გაქვს.
-ჰაჰ და გუშინ ღამითაც დასავით მიყურებდი?-ვკითხე ნაგლურად. 
-გუშინ მთვრალი ვიყავით მეც და შენც. 
-ხოდა დღეს ნაბახუსევი ვართ, მეც და შენც. თუ გინდა აიღე-ვუთხარი და მაცივრიდან ბოთლი მივაწოდე.
აზროვნების უარი წართმეული მქონდა,თავი საშინლად მტკიოდა და ყველაფერს დაუფიქრებლად ვამბობდი,რაც არ მჩვევია ხოლმე.
ლუდი რამოდენიმე წუთში ბოლომდე დავცალე და მაცივართან მივედი ახლის ასაღებად,თუმცა დინმა შემაჩერა და მთხოვა მეტი აღარ დამელია. მეც 'თხოვნა' ავუსრულე,ბოლოს და ბოლოს ეს მისი სახლი იყო...
დინი მაგიდას მიუახლოვდა და ჩემი გაკეთებული ტორტიც შეამჩნია.
-ეეეე რა ლამაზია. საიდან?-მკითხა და თან ტკბილეულიც კარგად შეათვარიელა.
-დღეს დილით გავაკეთე,არ მეძინებოდა.
-ძალიან კარგად გამოიყურება. -თქვა და ის-ის იყო პატარა ნაჭერი უნდა მოეტეხა,რომ ჩემმა სიტყვებმა შეაჩერა.
-ისე,კარგს იზამ თუ არ შეჭამ. ელისისთვისაა
-კარგი,ხო. ისე სად არის ამდენი ხანი,დავიჯერო კიდევ სძინავს?-თქვა და საათს დახედა. მეც მის მზერას გავაყოლე თვალი და შევამჩნიე,რომ  ჯერ მხოლოდ ცხრა სრულდებოდა.
-ჯერ ადრეა,არ გააღვიძო. -ვუთხარი და კიბეებზე ელისი შევამჩნიე. 
-გილოცაავვ-გავიქეცი მისკენ და მაგრად მოვეხვიე. 
-მადლობა ელეენ. ჩემი ძმა სადაა? 
-გილოცავ დაო,მრავალს დაესწარი ჩემთან ერთად-გამოვიდა მისი ძმა და ისიც მაგრად ჩაეხუტა. ასეთ გულისამაჩუყებელ 'ოჯახურ' სცენაზე დეივიდი გამახსენდა და გადავწყვიტე მოგვიანებით სახლში დამერეკა.
ელისი სამზარეულოში შემოვიდა და მანაც,უმალ შენიშნა ჩემი კულინარიული შედევრი. 
-ეეეს შენ გააკეთე?-მკითხა გახარებულმა. მის ხმაში გაოცება,სიხარული და ბედნიერება -ყველაფერი ერთდროულად იგრძნობოდა! მეც ძალიან გამახარა იმ ფაქტმა,რომ მისი გახარება შევძელი .
-კი,ჩემი გაკეთებულია.
-Aww,ძალიან დიდი მადლობა ელეენ,რა საყვარელი ხარ. შენ არ იცი როგორ მშია-თქვა და გაიცინა. 
-რისი მადლობა-ვუთხარი და მეც თბილად გავუღიმე. 

-დინ,მოდი არ გინდა ტორტი დავჭრათ?-თქვა მან და დანა ხელში აიღო.
დინი ტელევიზორში რაღაც თამაშს უყურებდა და როდესაც ელისი დანიანი დაინახა,ცოტა არ იყოს და შეეშინდა,რაზეც ჩვენ ბევრი ვიცინეთ. 
ტორტი ჩემდა გასაკვირად ძალიან გემრიელი გამოჩნდა და ყველას მოგვეწონა.
ჭამის დასრულებისას,ელისს ტელეფონი ვთხოვე და დეივიდთან დავრეკე. ნომერი დინმა მიკარნახა. 
-ბატონო-მომესმა მამაჩემის ბოხი ხმა. როგორც ჩანს ახალი გაღვიძებული უნდა ყოფილიყო.
-ამმ,მამა შენ ხარ? ჰელენი ვარ.
-ხო,როგორ ხარ? სად დაიკარგე?
-ელისსთან ვარ,დღეს მისი დაბადების დღეა და მემგონი დღესაც ცოტა შემაგვიანდება. ისე კარგად ვარ,შენ როგორ ხარ? 
-მეც კარგად. ფული ხომ არ გინდა? -ამ წინადადების წარმოთქმისას,მისი მზრუნველი მზერა წარმომიდგა. 
-არა,მაგისთვის არ დამირეკავს,უბრალოდ შეგატყობინეთ რომ არ გენერვიულათ.
-მე შენ გენდობი ელენ და ვფიქრობ რომ სანერვიულო არაფერი მაქვს.
-მადლობა მამა,მაშინ შეხვედრამდე. 
-დროებით-თქვა მან და გათიშა. 
რა საყვარელი მამა მყოლია და რამდენი ხანი არ ვიცოდი...
ბავშვებს შევუერთდი და ყველანი ერთად რაღაც გადაცემას გველებზე ვუყურებდით. მე და ელისს სახეზე ფერი არ გვედო,იმდენად ამაზრზენად გვეჩვენებოდნენ ეს ქვეწარმავლები,დინი კი იცინოდა და სახიდან ღიმილი არ მოშორებია.
ნელ-ნელა ტელეფონზე ზარები დაიწყო და დიდი ხნის განმალობაში,არ შეჩერებულა. ყველა ელისს დაბადების დღეს ულოცავდა და კარგ რამეს უსურვებდა,ელისი კი ამაზე დიდ მადლობას უხდიდა და თიშავდა. ეს არამარტო ერთხელ,არამედ ათჯერ,თორმეტჯერ განმეორდა. 
მორიგი ზარის დარეკვისას,ელისს გამომეტყველება შეეცვალა და მის სახეზე გაოცება აღიბეჭდა. რამოდენიმე წამის შემდეგ კი გაკვირვებულმა  მე მომმართა
-შენთან არიან-მითხრა და ტელეფონი მომაწოდა. 
როგორც მოველოდი,ბენი აღმოჩნდა.მან ჩვენი დღევანდელი შეხვედრა შემახსენა და მითხრა რომ 2-3  საათში გამომივლიდა. მეც უსიტყვოდ დავეთანხმე და სახლის კოორდინატები ჩავაწერინე,შემდეგ კი ტელეფონი გავთიშე და ე
დინი სახლიდან წავიდა,დაბადების დღესთან დაკავშირებით რაღაცებს მოვაგვარებო.
მე კი ელისთან მივედი და ტანსაცმლის შერჩევაში ვეხმარებოდი. სარკესთან ორ საათიანი 'ტრიალის' შემდეგ,როგორც იქნა აირჩია რა უნდა ჩაეცვა და ოთახიდან გამოაღწია. მეც არჩევანი მოვუწონე და ქვემოთ წავედი.
უეცრად კარზე ზარი გაისმა. მის გასაღებად ელისი წავიდა და მე ტახტზე მოკალათებული,დაველოდე სტუმრის შემოსვლას.
'ამმ. სასიამოვნოა. მობრძანდით'-ფრანგმენტებად მესმოდა ელისის სიტყვები და ცნობისმოყვარედ ჰოლში გავედი. იქ კი ბენი დამხვდა. 
-ბეენ!-გავიქეცი მისკენ და ისე ჩავეხუტე,თითქოს გუშინ არ მენახოს.
-ჰეი,როგორ ხარ პრინცესა?
-კარგად,შენ? 
-რავიცი,მეც.
-შემოდი-ისე მივიპატიჟე,თითქოს ჩემი სახლი ყოფილიყო.  ისიც შემოვიდა და სავარძელზე კომფორტულად მოკალათდა.ელისიც გვერდზე მიუჯდა და ერთი შეხედვითც შეამჩნევდით,რომ ელისს ბენი ძალიან მოეწონა.
-უი,კრისტენს უთხარი დღევანდელზე?
-კი,მაგრამ არ ეცალა,სადღად მივდივარო და...
-უი,ცუდია.-ჩავილაპაკე ჩემთვის.
-სამაგიეროდ,კარგი ამბავი მაქვს შენთვის!
-რა ამბავი?-ვკითხე გაკვირვბულმა.
-ხომ გახსოვს გუშინ რაღაც ფილმზე რომ გეუბნებოდი? 
-კი,მერე? 
-რეჟისორს დაველაპარაკე შენზე და შენი მობილურიდან რამოდენიმე შენი სურათიც ვანახე,სანამ აქ მოვედოდი და მითხრა რომ თანახმაა,როლზე დაგამტკიცოს...


მედია მოგეწონათ და ძალიან პატარა არ გამოვივიდა. ბოდიში რომ დიდი ხანი ვერ ვდებდი,მაგრამ თუ კომენტარები ექნება მალე დავდებ. მემგონი საინტერესოც გამოვიდა და ასე რომ,ველი თქვენს კომენტარებს))
P.S ამ თავს ვუძღვნი Young-Forever-ს და Chu♥Pa-ს. მადლობა რომ კითხულობთ ჩემს მოთხრობას^^   


მოკლედ რისთვის შემოგიყვანეთ: 
დიდი მადლობა ყველას კომენტარებისთვის,ახალი თავის დადება ძალიან მინდოდა,მაგრამ მართლა ვერ ვახერხებ,რადგან იქითა კვირაში გამოცდები მაქვს და მთლიანად სწავლაზე უნდა გადავერთო. იმედია გამიგებთ,'მოითმენთ' იქამდე და ამ ერთ კვირასაც მაპატიებთ ♥ ^^ 
საიტზეც ვეცდები შემოვირბინო ხოლმე და აბა წარმატებები მისურვეთ.
გპირდებით ძააალიან დიდ და საინტერესოს დავდებ,როცა შევძლებ და მადლობა ყველას ვინც კითხულობთ. 

ძალიან მიყვარხართ
კატეგორია: Book | ნანახია: 1113 | დაამატა: YoungGal❤ | რეიტინგი: 5.0/8
სულ კომენტარები: 161 2 »

(2013-07-22 1:13 PM)
* 16 Diva♔   [Entry]
sopo exla shevamcnie rom komentari ar mqondaa am motxrobaze dawerili ara mexuted mainc vkitxulob...
gamocdebi xo dagimtavrda da dro xo gaqvs,xoda dade motxroba raa ♥
Es tavi dzalian ubralo iyo da imedia shemdegi iqneba gansakutrebuli.:))
aba shen ici,warmatebeb)) da cota icvhqare ♥