მთავარი » 2013 » სექტემბერი » 20 » Welcome To Reality
7:14 PM
Welcome To Reality
Welcome To Reality


(1) Tumblr



-უი,კრისტენს უთხარი დღევანდელზე?
-კი,მაგრამ არ ეცალა,სადღად მივდივარო და...
-უი,ცუდია.-ჩავილაპაკე ჩემთვის.
-სამაგიეროდ,კარგი ამბავი მაქვს შენთვის!
-რა ამბავი?-ვკითხე გაკვირვბულმა.
-ხომ გახსოვს გუშინ რაღაც ფილმზე რომ გეუბნებოდი? 
-კი,მერე? 
-რეჟისორს დაველაპარაკე შენზე და შენი მობილურიდან რამოდენიმე შენი სურათიც ვანახე,სანამ აქ მოვედოდი და მითხრა რომ თანახმაა,როლზე დაგამტკიცოს...

-ამმ,ძალიან კარგია,მაგრამ იქნებ ჯერ ჩემთვის გეკითხა.-ვუთხარი და უხერხულად შევიშმუშნე. 
ელისმა ოთახი დატოვა,რაღაც საქმე მაქვსო და დავრჩით მხოლოდ მე და ბენი. 
ბენი დაიბნა,თუმცა შემდეგ ღიმილით განაგრძო საუბარი
-უარის თქმა ეხლაც შეგიძლია,მაგრამ ჩემი აზრით კარგი ფილმი უნდა გამოვიდეს. 
-იცი,მე თვითონაც არ ვიცი,თან ჩემებსაც ხომ უნდა ვუთხრა და... არ მინდა უხერხულში ჩაგაყენო,ხომ გესმის? ისე,რა როლი უნდა მქონდეს?
-დიდი არაფერი ჯერ-ჯერობით,ბიობლიოთეკარი იქნები,რომელსაც რამოდენიმე ეპიზოდური როლი ექნება ფილმში. ანაზღაურებაც შესაბამისია,თუმცა მაინც შეგიძლია რეჟისორსაც მოელაპარაკო ამის შესხაბ. შეიძლება ამ ფილმმა წარმატებაც მოგიტანოს და უფრო მეტი სერიოზული შემოთავაზებები მიიღო. 
-ჰმ,დამაინტერესა... კარგი,გავივლი კასტინგზე და ვნახოთ,იქნებ საერთოდ არ მოვეწონო რეჟისორს. 
-ეგ ვარიანტი გამორიცხე,შენ ყველას მოსწონხარ-თქვა და გამიღიმა. 
-ჰა,ჰა. რატომღაც არამგონია-ვუთხარი და დავარძლიდან წამოვდექი. 
-დღეს ხომ იცი,ჩემი მეგობრის- ელისის დადედების დღეა და საღამოს რაღაც ფართის ვაწყობთ. არ გინდა შემოგვიერთდე? 
-ვნახოთ,ყველანაირად შევეცდები. თუ რამეა მობილურზე მოგწერ ან დაგირეკავ.-თქვა და თვითონაც წამოდგა,რითაც მივხვდი რომ მიდიოდა. 
-მიდიხარ უკვე? - ვკითხე და თმაში ხელი შევიცურე. 
-ხო,რაღაც საქმეები მაქვს და ... საღამოს შეგეხმიანები-თქვა და კარისკენ წავიდა. მეც უკან გავყევი. 
-კარგი,აბა დროებით-ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე. ისიც დამემშვიდობა და ეზოში გავიდა
-მადლობა!-მივაძახე და რამოდენიმე წამის შემდეგ კარი დავკეტე.

-ეელის სად ხარ? -დავიყვირე და შემოსასვლელში გავედი. 
-ვაიმე,რა კარგი ბიჭია!-გამოვარდა გიჟივით,რაზეც გამეცინა. 
-ხო,უსაყვარლესია
-უსაყვარლესი? უსიმპატიურესია! 
Untitled
-მართლა კარგი ბიჭია. 
-და თან როგორ მოსწონხარ! 
-მეე? რა სისულელეა-გავიკვირვე და კვლავ ჩემთვის ჩამეცინა.
-მაგრამ იმედია შენ არ მოგწონს და იუბილარს დაუთმობ-თქვა და წარბები აათამაშა.
-რა თქმა უნდა!! დღეს ხომ მისი დაბადების დღეა. 
-ავვ,მიყვარხარრრ-თქვა და ჩამეხუტა. როგორი ბავშვური და საყვარელი იყო! 
-მეც,მეც,მაგრამ კარგი იქნება თუ არ მიმახრჩობ. 
-მისახრჩობი კი ხარ,ხომ იცი. -თქვა და გაიცინა. 
-რას გულისხმობ? 
-რას და დღევანდელ ფართის! თქვენ გეგონათ ვერ მივხვდებოდი? 
-უიიი. შენ ეს არ უნდა გცოდნოდა ) 
Skinners | via Facebook
-თუმცა ვიცი და ეხლა კი სტუმრების სია უნდა შევადგინო და კიდევ,ახალი კაბა უნდა ვიყიდო. 
-რატომ? -გამიკვირდა. 
-დღეს ჩემი დაბადების დღეა ჰეელენ და მინდა ლამაზად გამოვიყურებოდე. 
-ხო,მართალი ხარ. 
-და შენ მომყვები საყიდლებზე 
-არა,არა და არა! - ვერ ვიტან საყიდლებს და არ მესმის ადამიანების,რომელთაც შეუძლიათ ასობით დოლარი ამ უაზრობაში დახარჯონ. ამას მირჩევნია წიგნები ვიყიდო! მერე და როგორი დამღლელია,3 საათი ერთი კაბის ასარჩევად სიარული! 
-ჰელენ,გ თ ხ ო ვ,ეს ერთი თხოვნა შემისრულე რა. 
-არ შემიძლია.-ვთქვი და თავი ჩავხარე,თუმცა შემდეგ მივხვდი რომ ძალიან ეწყინებოდა და დავეთანხმე. 
ამაზე ალბათ მისი რეაქცია წარმოგიდგენიათ )) 
ბედნიერმა კინაღამ მეორედ გამჭყლიტა. ნახევარ საათში წავედით საყიდლებზე და ორ საათში დავბრუნდით. ელისმა თვითონ რაღაც შავ-თეთრი კაბა იყიდა და ფეხსაცმელები. მეც გამაფრთხილა,იცოდე კაბა ჩაიცვი,ჯინსებით არ მოხვიდეო და შევეცადე მისი თხოვნა დღეს ბოლოჯერ შემესრულებინა. 
და აი ეხლა,ჩემს ოთახში ვდგავარ სარკის წინ )) 
სახლში შემოვიარე რათა გამომეცვალა. მამა შემეგება და მკითხა შენ რატომ არაფერი იყიდეო,ჩემი ხომ არ გერიდებაო და არა მეთქი. თურმე ფართიზე დეივიდიც მოდის და მეც მას მივყვები. 
საერთოდ,კაბები დიდად არ მიყვარს და ჩემს გარდერობში ერთი კაბის გარდა სხვა არაფერი მომეპოვებოდა. ის კაბაც,დედამ მაჩუქა დაბადების დღეზე. კოქტეილის კაბა იყო,ოდნავ მოკლე. დიდად არ მინდოდა მისი ჩაცმა,თუმცა სხვა გზა არ მქონდა. 
უეცრად დეივიდი შემოვიდა ოთახში. 
-ამმ,ბოდიში ხელი თუ შეგიშალე-თქვა,როდესაც ჩემი გაოცებული სახე დაინახა.
-არაუშავს,ეხლა ვფიქრობ ჩავიცვა თუ არა ეს კაბა. ჩემი აზრით ... 
-ძალიან გიხდება! ჩაიცვი აუცილებლად. 5 წუთში მზად იყავი. 
-კარგი და  მადლობა. -ვუთხარი ღიმილით და ოთახი დავტოვე. თმა გადავივარცხნე და 2 წუთში დეივიდის მანქანაში ამოვყავი თავი. 
საკმაოდ კომფორტული მანქანა იყო )) 
თუმცა სხვა საფიქრალიც მქონდა... მაინტერესებდა მოვიდოდა თუ არა ბენი საღამოზე. გადავწყვიტე დავთანხმებოდი მის შემოთავაზებას,ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა. 
იმ რაღაც ბარს თუ კლუბს,მალე მივუახლოვდით და მანქანიდან გადმოვედი. ჯერ მხოლოდ შვიდი საათი იყო,ფართი კი რვის  ნახევრისთვის დაიწყებოდა.ელისი დავინახე და მისკენ წავედი. თან ირგვლივ ვიხედებოდი,მაინტერესებდა იყო თუ არა ვინმე ჩვენს გარდა...

(14) Tumblr

ელისიც ჩემკენ წამოვიდა და მომეხვია. 
-ჰელენ,ულამაზესი ხარ! 
-მადლობა. მე კი თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობ ამ კაბაში.ბევრი დაპატიჟე? 
-არა,ჩვენი კლასელები,რამოდენიმე სკოლელი და ...
-და? 
-ბენი! 
-ჰა? -გამიკვირდა. 
-აუ არ გამიბრაზდე რა. სახლიდან რომ წავიდა შენი მობილურით მივწერე მოდი თქო და ბარის კოორდინატებიც მივუთითე. 
-შეგეძლო ჩემთვის გეკითხა. 
ძალიან გავბრაზდი! უკვე ზედმეტები მოსდიოდა. მესმის რომ მოსწონს,მეც ბევრი მომწონებია,მაგრამ ესე არ "მითახვედია" )) 
-ვიცოდი რომ ამის ნებას არ მომცემდი,არ გამიბრაზდე გთხოვ. 
-კარგი,რაც იყო,იყო. -ვუთხარი ცივად და წამოვედი. ისიც დამეწია და უაზრო თემებზე დამიწყო საუბარი. 
მე სკამზე ვიჯექი და ვფიქრობდი. ამასობაში ნახევარი საათიც გავიდა და სტუმრებმა მოსვლა დაიწყეს. 
მათ საჩუქრები მოჰქონდათ ელისისთვის და ისიც ბედნიერი მადლობას უხიდა. საჩუქარი! სულ დამავიწყდა... 
დეივიდი უცბად მოვძებნე და მან დამამშვიდა,მითხრა რომ თურმე რაღაც საათი აჩუქა. 
მოსვლა ჩვენმა კლასელებმაც დაიწყეს.ისინი მესალმებოდნენ და მეც ვუღიმოდი.

უეცრად ლიმუზინი გაჩერდა და იქიდან ... 
 

იქიდან,იქიდან,იქიდანნნ :დდდ 
რა არსება გადმოვიდა იქიდან ?
მოკლედ ჩემო კარგებო,დიდი მადლობა რომ ამ უაზრობას კითხულობთ )) 
დღეს გადავიკითხე ძველი თავები და თქვენი კომენტარები♥ 
იმედია ყველამ კარგად დაისვენეთ. 
რაც შეეხება მოთხრობას,ეს თავი საცდელადაა რადგან საიტი ჯერ ისევ არ არის გააქტიურებული .
10 + კომენტარზე დავდებ,ძალიან ლმობიერი ვარ :დდ 
სკოლის გადამკიდე,ხშირად ვეღარ შემოვდივარ ხოლმე,მაგრამ კვირაში ერთხელ ან ორჯერ,ან თვეში ერთხელ ორჯერ მაინც შევეცდები რომ დავდო. 

იმედია დააკომენტარებთ**

მიყვარხართ♥

დამდამდამდამმმ .... 
ეს თავი ქეეთისს :დდ <333 
როგორ დამავიწყდი ჰა :// 
სამაგიეროდ გამახსენდი^^



კატეგორია: Book | ნანახია: 917 | დაამატა: YoungGal❤ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 111 2 »

(2013-09-27 10:07 PM)
* 11 Diva♔   [Entry]
როგორც ყოველთვის კარგი თავია ♥ შენს წერის სტილზე ვგიჟდები,...
ლიმუზინიდან ბენი გადმოვიდა თუ კრისტენი??
ინტრიგას რომ არის კარგია.მარა მეც შემიცოდე ამდენ ინტრიგებს ვეღარ ავიტან...
მოკლედ:ძალიან მაგარი ხარ მალე დადე შემდეგი თავი...
წარმატებები ♥