say that it's true//.. say that you love me - 13 ივლისში 2013 - საუკეთესო თინეიჯერული საიტი
მთავარი » 2013 » ივლისი » 13 » say that it's true//.. say that you love me
11:40 PM
say that it's true//.. say that you love me
say that it's true//.. say that you love me
THE END!
ამაზე დიდი თავი ნამდვილად ვეღარ
 წარმომიდგენია. არცაა გასაკვირი ეს ხომ ბოლოა 
დიახ სწორად გაიგონეთ აღარ მინდა დაგაყოვნოთ 
ამიტომ დანარჩენი იხილეთ სრულიადში. მიყვარხართ!
i am your majesty | via Tumblr♥ | via Tumblr


Say That it's true baby... say that you realy love me!
love | Tumblr
Chapter 56

უკვე აღარ ვიცოდი, უკეთესობისკენ იცვლებოდა ყველაფერი თუ უარესობისკენ , მაგრამ ფაქტი იყო, რომ იცვლებოდა. ახლა ფიქრს უფრო მეტ დროს ვუთმობდი, თუმცა დასკვნების გამოტანა მაინც არ შემეძლო, დღი თი დღე მატულობდა ფიქრი იმ სამ სიტყვაზე, რომელიც იმ ღამეს ჯასტინს წამოსცდა და ალბად მაშინდელი ეს საუბარი უკანასკნელი იყო, როდესაც ჯასტინი არ უხეშობდა. იმ დღიდან ის საგრძნობლად შეიცვალა თუმცა ამის მიზეზი ვერა და ვერ გამეგო, ყოველი მისი სიუხეშე საშინლად მტკენდა გულს, ჩემი ცრმელები კი უფრო და უფრო უხშირებდნენ დენას, ყოველთვის ვცდილობდი მასთან მშვიდად ლაპარაკს, თუმცა ის ხან გამირბოდა ხან კი უაზრო სიტყვებზე მეკიდებოდა და საბოლოოდ ჩვენი საუბარი სულ კამათით სრულდებოდა. დებილი ვიყავი თუ მეგონა, რომ ეს პიკი იყო აი ყველაზე საშინელება კი მისი კამათი გახდა პაპარაცებთან, ფანებთან, ჟურნალისტებთან, ნათესავებთ... ერთი სიტყვით ჩემთვის საყვარელი ადამიანი სრულიად უცხო ხდებოდა, ადრე თუ მსიამოვნებდა მასთან საუბარი ახლა უბრალოდ მეშინოდა, მისთვის რაიმეს თქმა, ამას მეგობრებიც ამჩნევდნენ, თუმცა ახსნას ვერ უძებნიდნენ. ბოლოს ფრედომაც მირჩია, რომ სხვაგან გადავსულიყავი ცოტახნით, სანამ თბილისში გავემგზავრებოდი, ამის მიზეზი კი ის იყო, რომ გაბრზებუყლმა ბიბერმა ლარკანი დალეწა, რომელიც მე დამეცა ფეხზე და მუხლი გადამიჭრა.
 1 კვირა სულ ამაზე ვფიქრობდი,თუმცა საშინლად არ მინოდა აქედან წასვლა და ჯასტინის დატოვება, მიუხედავად ამ ყველაფრისა, რადგან ლოს-ანჯელესიდან წასვლა ბოლო პერიოდში გადაფიქრებულიც მქონდა, თუმცა, როგორც ყოველთვის ყველაფერი აიწეწა,უკვე გაუსაძლისი ხდებოდა ეს ყველაფერი, ამიტომაც დავტოვე იქაურობა და სასტუმროში გადავედი საცხოვრებლად, ამ ყველაფრის პარალელურად კი ბაბიც ჩამოვიდა და ახლა უკვე აღარ მეშინოდა, რადგან ხმის გამცემი მყავდა. 1 თვის შემდეგ ისევ დაწყნარდა ყველაფერი, ამ დროის მანძილზე ჯასტინს ხშირად ვხვდებოდი, საერთო მეგობრების წყალობით, თუმცა ჩვენი საუბარი მხოლოდ მოკითხვით შემოიფარგლებოდა, ხშირას მთხოვდა, რომ ისევ დავბრუნებულიყავი მასთან სახლში, თუმცა ამ ნაბიჯის გადადგმა მაინც მიჭირდა.აი მაშინ კი, როდესაც საბოლოოდ მიილია შემოდგომა, ჩემს გულში ზამთრის მოსვლასთან ერთად აცივდა. ჯასტინთან ურთიერთობა თან და თან მიილია თუმცა სადაც არ უნდა წავსულიყავი, მას თვალებით ყოველთვის ვეძებდი, თუმცა ის აღარ ჩანდა, თან და თან პრესაც მიწყნარდა, როდესაც ფრედოს შევხვდი მითხრა, რომ ჯასტინი 1 კვირით კანადაში იყო წასული.ამის შემდეგ მის ძებნას თავი დავანებე თუმცა იმედი იმისა, რომ გამგზავრებამდე მაინც ვნახავდი ყოველთვის თან მზდევდა.

ცივი სუსხიანი ამინდი იყო, აი ისეთი იანვრის თბილისს, რომ შეეფერებოდა, აქ კი მხოლოდ და მხოლოდ დეკემბერი იყო. მშვიდი გარემო, კლასიკური სიმღერები, სწორედ ამ მშვიდ გარემოში ვისხედით მე და ბაბი, რესტორნის მეორე სართულზე, საიდანაც შენობის დიდი სივრცე ხელის გულივით მოჩანდა. იდაყვებით მაგიდაზე ვიყავი დაყრნობილი და ისევ ფიქრებში წასული დავცქეროდი ერთ ადგილს, რომლის იქეთ უამრავ რამეს ვხედავდი.
-გძინავს?-თითი ამიწკაპუნა თვალ წინ ბაბიმ
-ჰა? რა მოხდა?
-უნივერსიტეტზე ვსაუბრობდით-გაბზარებული ხმით მომიგო ბაბიმ
-აა ხო, მაპატიე.
-ნახე ფრედო და თავისი მეგობრები, ხომ არ მივსულიყავით? -თვალი ჩამიკრა, მე კი მის მზერას გავაყოლე თვალი და დავინახე, როგორ ისხდნენ რესტორნის ერთ-ერთ მაგიდასტან ფრედო და თავისი რამოდენიმე მეგობარი და სხვადასხვა თემებზე საუბრობდნენ. წამით თავში იმ აზრმაც გამიელვა, რომ მათ შორის შეიძლებოდა ჯასტინი მეპოვნა, თუმცა ამხელა სივრცეში ის არსად ჩანდა. 
-ამ საპირფარეშოში გავალ-მითხრა ბაბიმ და ფეხზე წამოდგა, მეც პასუხად თავი დავუქნიე და ისევ იმ პატარა მაგიდას მივაცქერდი, ყოველწუთას ველოდი, რომ პირველ სართულზე შესაძლოა ჯასტინი მეპოვნა თუმცა უიმედოდ, ბოლოს წამოვდექი და მოაჯირს მივუახლოვდი, მთელი ძალით დავეყრდენი მას, რომ არ წავქცეულიყავი. უეცრად უკნიდან ვიღაცის ხველის ხმა მომესმა, თვალები დავხუჭე და ტუჩზე ვიკბინე, შემდეგ მისკენ შევბრუნდი და სრულიად აუღელვებლად მივაპყრე მზერა, ამ დროს კი ათას რამეზე ვფიქრობდი, საშინლად მინდოდა მეთქვა მისთვის, რომ ძალიან მენატრებოდა, თუმცა ამის მაგივრად უბრალოდ გავუღიმე
-მე ხომ არ მეძებ?-ბაბნიკურად აათამაშა წარბები
-არა, შეგიძლია მშვიდად იყო-ისევ მორიგი ტყუილები, რატომ არ შეგვიძლია ადამიანებს ვთქვათ ის რასაც სინამდვილეში ვგრძნობთ? 
-მორიგ ტყუილს დავიჯერებ-ჩაიცინა და ვისკით სავსე ჭიქა პირთან მიიტანა, შემდეგ პატარაზე მოსვა და ახლა ისევ მე მომიბრუნდა.
-სიმართლე გითხრა არ მოველოდი, თუ აქ გნახავდი
-რა დამთხვევაა არც მე არ მეგონა თუ შეგხვდებოდი.-ცინიკურად ვუპასუხე
-ყველაფერს ბედი უნდა-ჩაიცინა
-შენ კმაყოფილი ხარ შენი ბედით?
- რათქმაუნდა, ის რომ არა შენ ვერც შეგხვდებოდი-მის პასუხზე რატომღაც გამეცინა
-ანუ ჩვენ ბედმა შეგვახვედრა?
-წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ არ ვიცი სხვა რას დავაბრალო
-დავუშვათ ბედმა შეგვახვედრა, მაშინ ვინ დაგვშორა? ალბათ ცხოვრებამ ხომ ასეა?-ჩუმად დაველოდე მის პასუხსს,რომელმაც მცირე ლოდინის შემდეგ გაიჟღერა
-მგონი დროა, შეგვეწყვიტა ყველაფრის ცხოვრებაზე დაბრალება, როდესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვითონ აფუჭებენ ყველაფერს...-თქვა და გაბრუნდა-ხო და.. წარმატებებს გისურვებ.

ისევ უაზროდ გადიოდა დღეები, იწელებოდა ყოველი საათი და ყოველდღე ვხვდებოდი, რომ აქაურობას სასწრაფოდ უდა მოვცილებოდა, რადგან აქ დარჩენა ჩემთვის გაუსაძლისი ხდებოდა. ჯასტინთან სიახლოვე და ამავე დროს სიშორე საშინლად მტკენდა გულს, უბრალოდ არ ვიცოდი კიდევ რამდენიხანი გავუძლებდი ამ ყველაფერს, მინდოდა გავქცეულიყავი შორს, მასთან ერთად და მეთქვა ის  რის თქმას და აღიარებასაც გავურბოდი, მთელი ამ ხნის მანძილზე, მაგრამ უთქმელი სიტყვები მახრჩობდა! რაღაც არაამქვეყნიური ძალა მაიძულებდა მთელი ცხოვრება ტყვეობაში მეცხოვრა. 
-რატომ არ შეგიძლია, რომ აღიარო?
-რის აღიარებას მთხოვ?
-იმისი, რომ ჯასტინი გიყვარს და თავს იტყუებ! 
-შენ არც კი იცი, როგორ მიჭირს
-მესმის, დამიჯერე, მაგრამ უბრალოდ ვერ ვხვდები, რატომ არ გინდა ამ ყვეალაფრის აღიარება.
-მას ჩემი მოსმენაც კი არ უნდა! უბრალოდ ვიცი, რომ იგივეს არ გრძნობს ჩემს მიმართ, მე ვიცი რა დიდი ტკივილი მივაყენე და ამ ყველაფრის შემდეგ არ შემიძლია თვალებში ჩავხედო და ვუთხრა ის რასაც ვგრძნობ-მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე, რომ ცრემლებს მთლიანად დაეფარა ჩემი სახე. ბოლოს ბაბი მოვიდა და მთელი ძალით მომეხვია
-შეიძლება სანამ წავალთ ერთი თხოვნა შემისრულო?
-რაც გინდა მთხოვე
-ჯასტინს წვეულება აქვს და მინდა რომ წამომყვე, გთხოვ უარი არ მითხრაა!
-არა! არ არსებობს მე იქ ვერ წავალ
-კარგი რა რას კარგავ?მარტო ცემი ხათრით! თან მეგობრებსაც დაემშვიდობები
-კარგი მხოლოდ შენი ხათრით!

It's a terrible love and I'm walking with spiders
It's a terrible love and I'm walkin' in

აი დღეები ისევ მალე გადის, მე კი ისევ ვერ ვეწვეი მათ. ახლოვდება ის მომენტი, როდესაც საბოლოოდ გამოვეთხოვები ყველაფერს თუმცა მანამდე ჩემი ხელით მომიწევს ყველაფრისთვის ხაზის გადასმა, ეს კი ჯასტინის წვეულებაზე უნდა მექნა.
აი მაინც დადგა ის მომენტი, გამოთხოვაბა, ყველაზე საშინელი მომენტი ჩემს ცხოვრებაში, რა ძნელია წახვიდე იმ ადამიანისგან ვინც მთელი არსებით გიყვარს თუმცა რას ვიზავთ, როდესაც სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია. დილიდან დავიწყე მომზადება, უბრალოდ კაბაზე დიდხანს აღარ მიფიქრია, თუმცა ძალიან მინდოდა ეს დღე გამორჩეული ყოფილიყო, ბევრი ტკივილისდა მიუხედავად. ჩემი არჩევანი გარდერობის შეღებისას ერთ კრემისფერ, გუჩის კაბაზე შევაჩერე, ფრთხილად მოვირგე ტანზე და შემდეგ სარკის წინ ჩამოვჯექი, მსუბუი მაკიაჟი გავიკეთე, თმები ნაზად დავივარცხნე, შესაფერისი ტუფლები მოვირგე, პატარა ჩანთაში ცავდე ჩემი მობილური და სასტუმროს ნომერი დავტოვე.
-მზად ხარ?-მკითხა კარებთან აყუდულმა ბაბიმ-ელენე?! ძალიან ლამაზად გამოიყურები
-მადლობა ბაბი შენც ძალიან!-თბილად გავუღიმე. იცით როგორ სწრაფად გადიოდა დრო? უბრალოდ ვერ ვასწრებდი თვალის დახამხამებას რათა ოცნებაში მაინც გამეცოცხლებინა ჩემი სურვილები. მალევე მივუახლოვდით ჯასტინის სახლს, რომელიც ჩვეულ მშვიდ სახლს აღარ ჰგავდა. 
-მზად ხარ?-მკითხა ბაბიმ
-კი!-თამამად წარმოვთქვი და ავტომობილიდან გადმოვედი. მალევე მივუახლოვდით სახლს, თუმცა მანამდე გავიარეთ დიდი ეზო, რომელშიც უამრავი ადამიანი იყრიდა თავს, ერთი პერიოდი გადაფიქრებულიც კი მქონდა, თუმცა საბოლოოდ გადავდგი ეს ნაბიჯი და შევაბიჯეთ სახლში. იქ მართლაც, რომ უამრავი ადამიანი იყრიდა თავს, თუმცა მათ შორის ნაცნობ სახეებს ვერ ვარჩევდი, რატომღაც ბაბიც ჩამოვიტოვე, მას ვეღარ ვპოულობდი, ძალიან შემეშინდა, მარტო რომ ვიგრძენი თავი, უეცრად კი მხიარული სიმღერის შემდეგ Birdys-Terrible Love ჩაირთო. 
ყველა თავის მეწყვილეს მიუბრუნდა, ყველა ცეკვავავდა ჩემს გარდა, მხოლოდ ახლაღა შევამჩნიე, ჩემთვის ნაცნობი სახეები, რომლებიც გაუთავებლივ მისჩერებოდნენ ვიღაცას, აი მაშინ კი საბოლოოდ გავშრი ადგილას, როდესაც უკნიდან წელზე ვიღაცის, გაყინული თითების შეხება ვიგრძენი. სასწრაფოდ შევბრუნდი მისკენ და თავი ჯასტინის მკლავებში ამოვყავი. გული საშინლად სწრაფად მიცემდა, არარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, უბრალოდ ავყევი მელოდიას და ვცეკვავდი გაუჩერებლივ. მესმოდა ჯასტინის გულის ცემა, მისი გახშირებული სუნთქვა,რომელიც ჩემსას ერწყმოდა, დაღლილობისაგან თავი მის მხარზე ჩამოვდე და ახლა უფრო მძაფრად ვიგრძენი მისი ადეკოლონის სუნი. გამიკვირდ,ა როგორ მოასწრო ჩემმა ცრემლმა სახეზე ჩამოგორება და შემდეგ გზა გაიკვლია მიწისკენ. მიჭირდა იმის დაჯერება, რომ ჩემს საყვარელ ადამიანთან ასე ახლოს ბოლოჯერ ვიყავი, არ მინდოდა, რომ ის გამეშვა, არ მინდოდა დამეჯრებინა ის მწარე რეალობა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ჩემი ცრემლები უფრო და უფრო მატულობდა, ბოლოს ვეღარ გავუძელი და გარეთ სასწრაფოდ მოვცილდი მას, თავბრუ, რომ არ დამხვეოდა უკანა ეზოში გავედი, თუმცა ცრემლების შეკავება აქაც გამიჭირდა.
-მაპატიე-უკნიდან ისევ მისი ხმა ჩამესმა ყურში, მე კი ისე ჩამოვჯექი სკამზე, რომ მისკენ არც გამიხედავს. ვგრძნობდი, როგორ მიახლოვდებოდა ის სულ უფრო და უფრო, საბოლოოდ კი ჩემს გვერდით ჩამოჯდა და ისევ მე მომაპყრო თვალები.
-იცი ახლა რა მინდა?
-ჯასტინ გთხოვ ნურაფერს მეტყვი!-სასწრაფოდ წამოვხტი ფეხზე
-მინდა, რომ რაღაც გიტხრა შენ კი ამის უფლებას არ მაძლევ.
-მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია, უბრალოდ უნდა წავიდე გესმის? უნდა წავიდე სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის-ვუთხარი და შევბრუნდი, თუმცა მან მაჯაში მთელი ძალით ჩამავლო ხელი და თავისკენ შემაბრუნა.
-არ გაგიშვებ!
-რა თქვი?
-გახსოვს, რომ გითხარი? მგონი დროა, შეგვეწყვიტა ყველაფრის ცხოვრებაზე დაბრალება, როდესაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვითონ აფუჭებენ ყველაფერს.. ამდნეი წლის მანძილზე ერთ რამეს მივხვდი, შენი წასვლის მიზეზი ყოველთვის მე ვიყავი და იცი რატომ? იმიტომ რომ წასვლის უფლება მოგეცი, მაშინ, როცა არ უნდა გამეშვი, ბედმა შენი თავი დამიბრუნა მე კი ისევ და ისევ გიშვებდი, მაგრამ ამ ჯერად იგივე შეცდომას არ დავუშვებ, ვინაიდან ივიც, რომ ეს უკანასკნელი იქნება, მე ყველაფერი დავივიწყე, ყველა წყენა, რადგან ეს ჩვენი დანაშაული იყო, მაგრამ ეს ყველაფერი ბავშვურ სიყვარულს ჩაბარდა, მე უვკე ვიცი რა მინდა ცხოვრებაში, ვიცი რისთვის ვიღვიძებ და რა მაკლია, როდესაც ჩემს გვერდით ვიხედე და იცი ეს ვინ არის? ეს ხარ შენ! სწორედ შენ მაკლდი ამდენი ხნის მანძილზე მე კი ვერ ვხვდებოდი! უბრალოდ ახლა თუ არ გეტყვი ვიცი წახვალ და აღარასოდეს აღარ დაბრუნდები, მე კი ამას ვერ დავუშვებ მიყვარხარ გესმის? მიყვარხარ და მინდა ჩემთან იყო, მინდა ყოველთვის გევრდით გხედავდე, როდესაც თვალებს გავახელ, მინდა გიყურებდე, შენით ვსუნთქავდე.  -აღარ ვიცოდი რა მეთქვა, უბრალოდ ვიდექი და ვტიროდი, ვტიროდი გაუჩერებლივ, თუმცა ვიცცოდი, რომ მაჯერად ეს იყო სიხარულის ცრმელები და მე უაზრო სიტყვების გარდა მხოლოდ ერთი რამის გაკეთებაღა მრჩებოდა.
-მიყვარხარ!-ვუთხარი და ჯასტინი დაეწაფა ჩემს ბაგეებს თუმცა მან მალევე მომიშორა და ბედნიერი სახით გამომხედა
-ესეიგი ცოლად გამომყვები?
-რაა?
-ვიცი ბეჭედი აქ არ მაქვს, და ისე რომანტიკულად არ არის ყველაფერი მოწყობილი მაგრამ... როგორც უკვე გითხარი მინდა მთელი ცხოვრება ჩემთან იყო და მე უკვე ვიცი, რომ აწი არსად აღარ ვაპირებ შენს გაშვებას, იმიტომ რომ მიყვარხარ და შენს გარეშე ვერ ვიარსებებ! გამომყვები ცოლად?....
 
ვინ იფიქრებდა თუ ეს ერთი თანხმობა ჩემს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლიდა უკეთესობისკენ. ამ ერთმა ადამიანმა, ძალიან ბევრი რამ მასწავლა და ყველაზე მეტად რაც მთავარია, ის რომ მე აწი ყოველთვის ვიცი, რომ ვიბრძოლებ ყოველთვის, იმ ცნებების ასასრულებლად, რომელზეც მხოლოდ ფიქრს ვახერხებდი...

THE END! 
Up | via Facebook

ახლა კი მართლა არ ვიცი რა ვთქვა, საბოლოოდ დავსვი წერტილი, აი არ შემიძლია მადლობა არ მოგიხადოთ, უბრაოდ თქვენს გარეშე არაფერი არ იარსებებდა, მადლობა, რომ დამამთავრებინეთ პირველი ჩემი სერიოზული მოთხრობა და დამახურინეთ ეს საფეხური. უბრალოდ მადლობა ყველაფრისთვის. ეს მოტხრობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და არასდროს დავივიწყებ! ვერც კი წარმომიდგენია ჩემი თავი ყოველდღიური ფიქრის გარეშე, რომელიც ამ მოთხრობას უკავშირდებოდა. აღარ ვიცი რა ვთქვა ძალიან მიყვარხართ , გემშვიდბებით ამ მოთხრობით ეს ჩემი ბოლო სიახლეა 1 თვით ვეღარ შემოვალ და კდიევერთხელ უღრმერსი მადლობა! 
ველი კომენტარებს
კატეგორია: Book | ნანახია: 205 | დაამატა: missponchishka | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7

(2013-08-05 8:55 PM)
* 7 xmxaxgxdxax   [Entry]
VAIME CIRAAAAAA YOCHAG MAGARI DASASRULI IKO DZALIAN MOMEWONA <3



(2013-07-18 0:25 AM)
* 6 Irinka   [Entry]
vaimeeeee <33 ra kargi tavi iyooo <33
au cudia rom ar maq yvela tavi wakitxuli magram wavikitxaav <33
etyoba rom dzaan magari motxrobaa <3
dzaan nichieri xaar <3 yochag :*



(2013-07-17 2:36 PM)
siujeti odnav gawelili iyo, xandaxan iyo chavardnebic. mtlianobashi dasasrulic cudi ar iyo magram uketess velodi, ufro araordinalurs da gansxvavebuls, magram amasac araushavda. mtlianobashi emociuri da dzalian daxvewili motxroba iyo :DD ♥
P.S. imedia es qetiastvis(rom daamtavre) ar gitqvams torem tirils daiwyebs :DDDDDDDD
P.P.S. sawyali chemi coli biggrin
P.P.P.S. gilocav dabadebis dges ♥



(2013-07-14 11:05 AM)
* 4 YoungGal❤   [Entry]
am motxrobas normalurad ver vkituxlobdi,radgan wina tavebi samwuxarod weeteenze ar mkonda wakituxli ,magram ramodenime tavi rom wavikitxe dsalian momewona♥
mixaria rom rogorc ikna gvagirse da daamtavre biggrin
daaxloebit 2 welia rac motxrobas wer,tu ar vcdebi...
sites favoritic iko da imsaxurebda kidec:)
mokled warmatebebi axal motxrobosahi da kvelapershi♥



(2013-07-14 8:09 AM)
* 3 anano123   [Entry]
uzomod momewona dasasruli .dzalian nichieri xar :*



(2013-07-14 1:51 AM)
* 2 sofiii))   [Entry]
ai dzalian shemiyvarda es nawarmoebida ici ratom ? rac au unda magari siujeti da kargi mwerali hyavdes mainc ar iqneboda es motxroba shen rom ara !! shen amdeni xnis mandzilze werdi motxrobas da ttan ise kargad da damaintrigeblad rom yvela dametanxmeba rom udzalian magresi motxroba iyo !! xo shen shedzeli da daamtavre iseve fantastiurad rogooradac daiwye !! sityvebi ar myofnis ra davwero mec ki ar vici ! chemii faoriti motxroba aris iyo da iqneba yoveltvis aba shen ici !! veli axal motxrobas isetive kargs roogoruc es iyo <3



(2013-07-14 0:19 AM)
* 1 queen♥M   [Entry]
dzalian momewona dasasruli! ubralod es iseti ddasasruli iyo rogoric me mindoda da rogoric me mchirdeboda!
mixaria, rom amdeni xani motxrobas tyuilad ar vkitxulobdi<3kargad maxsovs, rogori agfrtovanebuli viyavi tavidan am motxrobit da es chemi agfrtovaeba kidev ufro da ufro dzlierdeboda:*
am bolo tavshi dagvanaxe, tu rogor daixvewe am drois ganmavlobashi! titoeul nawers, didi yuradgebit vkitxulobdi, rom dasasruli kargad damemaxsovrebina motxrobisa, romelic me ase dzalian miyvarda, miyvars, meyvareba da arasodes damaviwydeba :** <3
"რატომ არ შეგვიძლია ადამიანებს ვთქვათ ის რასაც სინამდვილეში ვგრძნობთ?" ramdeni kargi fraza iyo<3 siyvarulis axsnac dzalian kargi iyo<3
me namdvilad moxaruli var, rom viyavi shens gverdit da vkitxulobdi am motxrobas:**<33
velodebi axals aucileblad!<3cxadia biberze :d yochag da dzaan miyvarxar<3:**bravisimo!


კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]